მეტოკლოპრამიდი 10 მგ/2 მლ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული

მეტოკლოპრამიდი 10 მგ/2 მლ

საინექციო, №6 · მოქმედი ნივთიერება: Metoclopramide

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 2.10 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - METOCLOPRAMIDE

მოქმედი ნივთიერება: მეტოკლოპრამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.5%: ამპულაში 2 მლ.

1 ამპ.

მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი .......... 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის პიროსულფატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოფამინის (D2) და სეროტონინის (5-HT3) რეცეპტორების სპეციფიკური ბლოკატორი, თრგუნავს ქემორეცეპტორებს ტვინის ღერძის ტრიგერულ ზონაში, ასუსტებენ მგრძნობელობას ვისცერალური ნერვებისა, რომლებიც გადასცემენ იმპულსებს პილორუსიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან ღებინების ცენტრს ჰიპოთალამუსისა და პარასიმპატიკური ნერვული სისტემის გავლით. ახდენს მარეგულირებელ და მაკოორდინებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსსა და მამოძრავებელ აქტივობაზე (საყლაპავის ქვედა სპინქტერის ტონუსზე), ამაღლებს კუჭისა და ნაწლავის ტონუსს, აჩქარებს კუჭის დაცლას, ამცირებს ჰიპერაციდურ სტაზს, აფერხებს პილორულ და ეზოფაგალურ რეფლექსებს, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას, ანორმალიზებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ოდის სპინქტერის სპაზმს მისი ტონუსის შეუცვლელად.

ხელს უშლის ნაღვლის ბუშტის დისკინეზიას. არ გააჩნია ქოლინომაბლოკირებელი, ანტიჰისტამინური, ანტისეროტონინული და განგლიობლოკატორული მოქმედება. არ მოქმედებს ტვინის სისხლძარღვების ტონუსზე, არტერიული წნევაზე, სასუნთქ ფუნქციაზე, აგრეთვე ღვიძლზე და თირკმელებზე, სისხლის წარმოქმნაზე, კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციაზე, ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას აცეტილქოლინისადმი, ასტიმულირებს პროლაქტინის, ალდოსტერონის სეკრეციას, აძლიერებს ნატრიუმის-ის იონების შეკავებას და კალიუმის იონების გამოყოფას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედებას იწყებს ინტრავენური შეყვანიდან 1-3 წუთში და 10-15 წუთში კუნთში შეყვანიდან და აჩქარებს კუჭის შიგთავსის ევაკუაციას და აქვს გულისრევის საწინააღმდეგო ეფექტი.

განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში. პრეპარატის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელებით 24-72 საათის განმავლობაში (დოზით 85%). იოლად გადის პლაცენტარულ და ჰემატოენცეფალურ ბარიერებს, გამოიყოფა ასევე ქალის რძიდან.

ჩვენებები:

გულის რევა, ღებინება, სლოკინი სხვადახვა გენეზის (ზოგ შემთხვევაში ეფექტურია სხივური თერაპიის ან ციტოსტატიკების მიღების შემდგომი ღებინების დროს);

კუჭისა და ნაწლავის ატონია და ჰიპოტონია (ნაწილობრივ პოსტოპერაციული);

ნაღვლის გამომყოფი გზების დისკინეზია;

რეფლუქს-ეზოფაგიტი;

მეტეორიზმი;

კომპლექსურ თერაპიაში კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას.

გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევისას პერისტალტიკის გასაძლიერებლად.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ან კუნთში:

მოზრდილებში 10-20 მგ 1-3-ჯერ დღე-ღამეში (მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 60 მგ);

ბავშვებში 6 წელს ზევით - 2.5-5 მგ 1-3-ჯერ დღე-ღამეში;

ბავშვებში 2-დან 6 წლამდე დღეღამური დოზა შეადგენს 0.5-1 მგ/კგ-ზე, 1-3 ჯერ დღე-ღამეში.

სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკების მიღებით განპირობებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად 2 მგ/კგ-ზე 30 წუთი სხივურ თერაპიამდე ან ციტოსტატიკების მიღებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება განმეორებითი შეყვანა 2-3 საათის შემდეგ.

რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მოზრდილებში პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენურად 10-20 მგ გამოკვლევის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში თავიდან ნიშნავენ ჩვეულებრივზე 2-ჯერ ნაკლები დოზით, შემდგომი დოზა კი დამოკიდებულია ავადმყოფის რეაქციაზე მეტოკლოპრამიდის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: ექსტრაპირამიდული დარღვევები - სახის მუსკულატურის სპაზმი, ტრიზმი, ენის რიტმული პროტრუზია, მეტყველების ბულბარული ტიპი, ექსტრაოკულარული კუნთების სპაზმი, სპასტიური სიელმე, ოპისტოტონუსი, კუნთური ჰიპერტონუსი, პარკინსონიზმი (ჰიპერკინეზი, კუნთური რიგიდულობა-გამოვლინება დოფამინ-მაბლოკირებელი მოქმედებისა), ექსტრაპირამიდული მოშლილობების რისკი იზრდება დოზის გაზრდისას 0.5 მგ/კგ/დღ; (ხანდაზმულებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს) დისკინეზია, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, აფორიაქება.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 14.09.2022

ანალოგები · Metoclopramide 10 მგ/2 მლ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
თურქტიპსან მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი — №6 —
მეტპამიდი Mefar İlaç Sanayii A.Ş., თურქეთი №5 —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-036410
მოქმედების ვადა14.09.2027
რეგისტრაციის მფლობელიTURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİC A.Ş. (თურქეთი)
მწარმოებელიTURKTIPSAN Sağlik Turizm Eğitim ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა10მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიგასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.