თიროსური 1 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

თიროსური 1 მგ

მალამო / გელი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Tyrothricin

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 13.21 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა

1 გ გელი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 1 მგ ტიროთრიცინს;

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილპირიდინის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, კარბომერი, ტრომეტამოლი, გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა:

ადგილობრივი გამოყენების გელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკები

ჩვენება:

ზედაპირული ჭრილობები უმნიშვნელო რაოდენობის ექსუდატის გამოყოფით და ტიროთრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციის არსებობით.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

დღეისათვის ცნობილი არ არის.

თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს პერიოდში ღებულობდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

საჭიროა სიფრთხილე თვალების ირგვლივ გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან ამან შესაძლოა წვის შეგრძნება გამოიწვიოს. გელი ტიროზური შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს, რომელიც შეიძლება კანის გაღიზიანების მიზეზი გახდეს.

განკუთვნილი არ არის ინტრანაზალური გამოყენებისთვის; არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ყნოსვის დარღვევა.

ისევე როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატი, გელი თიროზური ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტისა და შესაძლო რისკის შეფარდების ობიექტური შეფასების შემდეგ.

საჭიროების შემთხვევაში გელის ტიროზური გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

წაისვით გელი კანის დაზიანებულ უბნებზე 2-3-ჯერ დღეში. პატარა ჭრილობების და სხეულის ღია უბნების კანის ანთების დროს ჩვეულებრივ, მათი დაფარვა საჭირო არ არის. სერიოზული დაზიანებების და სველი ჭრილობების დროს რეკომენდებულია დამცავი ბანდაჟი, რომელიც უნდა გამოიცვალოს 1-2 დღის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია ალერგიული რეაციები (წვის შეგრძნება).

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

ვარგისიანობის ვადა ტუბის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.

არ გამოიყენოთ სოლიდაგორენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვა.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი

5 გ, 25 გ გელი ტუბში; 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 12.01.2024

ანალოგები · Tyrothricin 1 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
თიროსური Engelhard Arzneimittel GmbH & Co. KG, გერმანია №1 13.21 ₾
თიროსური Engelhard Arzneimittel GmbH & Co. KG, გერმანია №1 13.21 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039949
მოქმედების ვადა12.01.2029
რეგისტრაციის მფლობელიEngelhard Arzneimittel GmbH & Co. KG (გერმანია)
მწარმოებელიEngelhard Arzneimittel GmbH & Co. KG, გერმანია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა1მგ/გ 25გ ადგილობრივი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისათვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისათვის
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 26.04.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.