ურორეკი 4 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

ურორეკი 4 მგ

კაფსულა, №90 · მოქმედი ნივთიერება: Silodosin

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება - silodosin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები → პრეპარატები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობისათვის

შემადგენლობა

კაფსულები: შეფუთვაში 30ც.

1 ტაბ.

სილოდოზინი ......................4 მგ

1 ტაბ.

სილოდოზინი ...................... 8 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 132.4 მგ (264.8 მგ), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი 1500TM) 9 მგ (18 მგ), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი PCSTM PC-10) 26 მგ (52 მგ), ნატრიუმის ლაურილსულფატი 1.8 მგ (3.6 მგ), მაგნიუმის სტეარატი 1.8 მგ (3.6 მგ).

ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ჟელატინი 47.434 მგ (98.0 მგ), ტიტანის დიოქსიდი 0.48 მგ (2 მგ), რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172) 0.086 მგ.

ჩვენებები

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.

მიღების წესები და დოზები

რეკომენდირებული დოზა-8 მგ ერთხელ, კვების დროს, დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში. კაფსულა აუცილებლად უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია წყალთან ერთად.

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო სირთულის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი > 30 - < 50 მლ/წთ) რეკომენდირებულია მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში დაინიშნოს საწყისი დოზა 4 მგ დღეში, კარგი ინდივიდუალური ამტანობის შემთხვევაში შესაძლებელია შემდგომ დოზის 8 მგ-მდე გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები მათი სიხშირის მიხედვით: ძალიან გავრცელებული: 10; გავრცელებული: 1/100-<1/10; ნაკლებად გავრცელებული: 1/1000-<1/100; იშვიათი: 1/10000-1/1000; სიხშირე არ არის დადგენილი(არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია გვერდითი რეაქციების სიხშირის დადგენა).

ნერვული სისტემის მხრივ: გავრცელებული – თავბრუსხვევა; სიხშირე არ არის ცნობილი – სინკოპე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გავრცელებული - ორთოსტატური ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: გავრცელებული – ფაღარათი; ნაკლებად გავრცელებული - გულისრევა, პირის სიმშრალე.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ძალიან გავრცელებული - რეტროგრადული ეაკულაცია, ანეაკულაცია; ნაკლებად გავრცელებული - ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია.

ინტრაოპერაციული სინდრომის მხრივ: სიხშირე არ არის დადგენილი - თვალის ფერადი გარსის არასტაბილურობის სინდრომი კატარაქტის ოპერაციის დროს.

უკუჩვენება

- პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან მათი აუტანლობა;

- 18 წლამდე ასაკის ბავშვები;

- თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ);

- ღვიძლის მწვავე უკმარისობა (არასაკმარისი კლინიკური მონაცემები).

სიფრთხილით გამოიყენება: თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-50მლ/წთ).

ორსულობა და ლაქტაცია

სილოდოზინი ინიშნება მხოლოდ მამაკაცებში.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 06.10.2023

ანალოგები · Silodosin 4 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ურორეკი იაფი Recordati Industria Chimica e Farmaceutica S.p.A., იტალია №30 36.45 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039284
მოქმედების ვადა06.10.2028
რეგისტრაციის მფლობელიRecordati Ireland Ltd (ირლანდია)
მწარმოებელიRecordati Industria Chimica e Farmaceutica S.p.A., იტალია
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა4მგ მყარი კაფსულა №90 (9X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიუროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 27.02.2029

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.