ურსოსანი 250 მგ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP აფთიაქებში არ იყიდება

ურსოსანი 250 მგ

კაფსულა, №10 · მოქმედი ნივთიერება: Ursodeoxycholic acid

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი — აფთიაქებში არ იყიდება

ინსტრუქცია

საერთაშორისო დასახელება: URSODEOXYCHOLIC ACID

მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი, ნაღვლმდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 10 და 50 ც.

1 კაფს.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ............. 250 მგ

ჩვენებები:

ქოლესტერინული კონკრემენტები ნაღვლის ბუშტში (იმ შემთხვევაში, როდესაც ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით ვერ ხერხდება მათი მოცილება);

ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;

მწვავე ჰეპატიტი;

ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური საშუალებებით გამოწვეული) დაზიანებები;

ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;

პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი;

ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);

სანაღვლე გზების დისკინეზიები;

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება დასალევად მცირეოდენ სითხესთან ერთად.

ნაღვლის კონკრემენტების გახსნის მიზნით, აგრეთვე ღვიძლის მწვავე და ქრონიკულიდაავადებების სამკურნალოდიყენებენ ურსოსანის 10 მგ/კგ-ს დღეში, უწყვეტად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ურსოსანის მიღების ხანგრძლივობა ქოლესტერინული წარმოშობის ნაღვლის კონკრემენტებისდაშლის მიზნით შეადგენს 6 თვიდან 2 წლამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ურსოსანის მიღებიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება ნაღვლის კონკრემენტების შემცირების პროცესი, მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ურსოსანით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე თვიდან 2 წლამდე.

ჩვეულებრივ პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება ხდება ერთჯერადად საღამოს.

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ინიშნება პრეპარატის 250 მგ დღეში ერთხელ ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 10-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია დიარეა, კანის ქავილი, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ნაღვლის კონკრემენტების კალცინირება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;

* ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში;

* არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;

* თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები;

* ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ურსოსანის მიღების დროს ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

◄ კონკრემენტები უნდა იყოს სუფთა ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური),

◄ მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს;

◄ ნაღვლის ბუშტის ფუნქცია, ნაღვლის სადინარის და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული.

◄ გარდა ამისა, პრეპარატის ხანგრძლივად (1 თვეზე მეტი) გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა პერიოდულად (თვეში ერთხელ) ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის განსაზღვრის მიზნით სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში.

◄ მკურნალობის ეფექტურობაზე კონტროლი რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ, სანაღვლე გზების ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით.

◄ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

◄ ურსოსანით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა მიმართონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქოლესტირამინი, ქოლესტიროლი და ანტაციდები, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინის ჰიდროქსიდი, აქვეითებენ ურსოდეოქსიქოლის მჟავას აბსორბციის პროცესს და ურსოსანის ეფექტურობას, აღნიშნულის გამო ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ურსოსანთან ერთად მიზანშეწონილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 06.10.2026

ანალოგები · Ursodeoxycholic acid 250 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ბილოდექოლი იაფი ATABAY ILAC FABRIKASI A.S., თურქეთი №20 41.45 ₾
გრინტეროლი GRINDEKS JSC, ლატვია №50 65.48 ₾
ურსოსანი PRO. MED. CS Praha a.s., ჩეხეთი №50 94.43 ₾
ურსოსანი PRO. MED. CS Praha a.s., ჩეხეთი №50 94.43 ₾
გრინტეროლი GRINDEKS JSC, ლატვია №100 —
ურსაქტივი — №100 —
ურსომედი — №100 —
ურსოსანი PRO. MED. CS Praha a.s., ჩეხეთი №10 —
ურსოფალკი — — —

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-046429
მოქმედების ვადა06.10.2031
რეგისტრაციის მფლობელიPRO. MED. CS Praha a.s. (ჩეხეთი)
მწარმოებელიPRO. MED. CS Praha a.s., ჩეხეთი
იმპორტიორი —
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა250მგ მყარი კაფსულა №10 (1X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფინაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ნაღვლის მჟავები და მისი წარმოებულები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 09.01.2029

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.