ვეროშპირონი 50 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

ვეროშპირონი 50 მგ

კაფსულა, №30 · მოქმედი ნივთიერება: Spironolactone

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 15.25 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

ვეროშპირონი 50მგ
VEROSPIRON
კაფსულები

გენერიული დასახელება:
Spironolactone

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 კაფსულა შეიცავს 50მგ სპირონოლაქტონს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, ტიტანის ორჟანგი და საღებავები.

ფორმა:
კაფსულები 50მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიურეზული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვეროშპირონი წარმოადგენს კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებას.

იხილეთ ბლოგი:რისი წამალია ვეროშპირონი და როგორ მოქმედებს ის

ჩვენება:
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი; ალდოსტერონის მაპროდუცირებელი თირკმელზედა ჯირკვლის ადენომა; იდიოპათური ჰიპერალდოსტერონიზმი; ასციტით ან შეშუპებებით მიმდინარე ღვიძლის ციროზი; ჰიპოკალიემია; ნეფროზული სინდრომი; არტერიული ჰიპერტონია; ჰირსუტიზმი; ორსულობის დროს შეშუპებები.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ვეროშპირონის და სხვა დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებით შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ვეროშპირონის კომბინაციით კალიუმის შემნახველ სხვა დიურეზულ საშუალებებთან ან კალიუმის პრეპარატებთან იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ტკივილდამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ც.ნ.ს მხრივ: თავის ტკივილი,
ხმის ტემბრის შეცვლა; ქალებში-მენსტრუალური ციკლის დარღვევა; მამაკაცებში-სარძევე ჯირკვლების გადიდება, ერექციის დაქვეითება; იშვიათად შესაძლებელია კანზე გამონაყარი.
აღნიშნული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

სიფრთხილე:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება და სისტემატური სამედიცინო კონტროლი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი.

შენახვის ვადა: 5 წელი

შენახვის პირობები:
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა:
ტაბლეტები N20. შეფუთვაში
კაფსულები 50მგ
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 26.10.2023

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-039441
მოქმედების ვადა26.10.2028
რეგისტრაციის მფლობელიGedeon Richter Plc. (უნგრეთი)
მწარმოებელი«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა50მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიდიურეზული საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 14.03.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.