ზელენინა ნეო 25 მლ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული

ზელენინა ნეო 25 მლ

წვეთები, №1 · მოქმედი ნივთიერება: Menthol racemic + Tinctura belladonnae + Tinctura convallariae + Tinctura valerianae

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 3.50 ₾ 1 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა:

შმაგას ნაყენი; შროშანას ნაყენი; კატაბალახას ნაყენი; მენთოლი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საგულე გლიკოზიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს, ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰიოსციამინი, სკოპოლამინი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აქვს სედაციური, სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, ხსნის ნეიროგენულ არითმიებს. აქვეითებს სანერწყვე, კუჭის, საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას.
ჩვენება:

•ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი;
•ნეიროგენული ბრადიარითმიები, ბრადიკარდია;
•კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა;
•ჰიპერაციდული გასტრიტი;
•კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
გვერდითი მოვლენები:

დიდი დოზით მიღება იწვევს ძილიანობას, შრომის უნარის დაქვეითებას, ჰიპოტენზიას.
მიღების წესი და დოზირება:
პერორულად: მოზრდილთათვის 10-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.
გამოშვების ფორმა:

25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.
შენახვა:

მშრალ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 01.06.2022

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-035415
მოქმედების ვადა01.06.2027
რეგისტრაციის მფლობელიAS “Rīgas farmaceitiskā fabrika” (ლატვია)
მწარმოებელიAS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა25მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიკარდიალური თერაპია, კარდიოლოგიური კომბინირებული სხვა საშუალებები
რეგისტრაციის რეჟიმიაღიარებითი
GMP სერტიფიკატირეესტრში არ არის მითითებული

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.