ზენტელი 400 მგ
რეცეპტით · Rx რეგისტრირებული GMP

ზენტელი 400 მგ

ტაბლეტი, №1 · მოქმედი ნივთიერება: Albendazole

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 9.64 ₾ 4 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.

1 ტაბ.

ალბენდაზოლი . . . . 400 მგ

პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით: ფლაკონში 10 მლ.

10 მლ

ალბენდაზოლი . . . . 400 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი: ზენტელი — მედიკამენტი პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზენტელი (ალბენდაზოლი) წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიპარაზიტულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით - Enterobius vermicularis, Askaris lumbricoides, Trichuris trichiura, Ankylostoma duodenale, Necator Americanus, Strongyloides stercoralis, Hymenolepis nana, Taenia spp., Giardia intestinalis - გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების სამკურნალოდ.

ჩვენებები:

ნემატოდოზები (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი);

სტრონგილოიდოზი;

ნეიროცისტიცერკოზი, გამოწვეული Taenia solium-ის ლენტური ფორმით;

ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ექინოკოკოზი, გამოწვეული Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმით;

ლამბლიოზი;

ტოქსოკაროზი;

როგორც დამხმარე საშუალება ექინოკოკური კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს.

დოზირების რეჟიმი :

პრეპარატი მიიღება პერორალურად. არ საჭიროებს სხეულის მასის განსაზღვრას და დოზის დადგენას წონის მიხედვით. არ საჭიროებს უზმოზე მიღებას ან საფაღარათო საშუალებების მიღებას. პრეპარატი ინიშნება 1 წლიდან.

ენტერობიოზი

დღიური დოზა:

1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2).

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.

ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი ტრიქოცეფალოზი

დღიური დოზა:

1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2).

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.

Anguillula ინვაზია ტენიაზი (სხვა პარაზიტულ ინვაზიებთან ასოცირებული)

დღიური დოზა: მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსუპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.

ლამბლიოზი

დღიური დოზა: ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ზენტელი ტაბ. 400 მგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში.

ტრიქინელოზი

ბავშვები : 15 მგ/კგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. მოზრდილები : 800 მგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების, ტრანსამინაზების, აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

დერმატოლოგიური რეაქციები ხანგრძლივი მკურნალობის დროს : შექცევადი ალოპეცია, კანზე გამონაყარი, ქავილი.

სხვა : ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

- მომატებული მგძნობელობა პრეპარატის და ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე; სუსპენზიები ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2025

ანალოგები · Albendazole 400 მგ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
ალბენდაზოლი იაფი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში №1 2.00 ₾
ალბენდაზოლი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში №1 2.00 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-042986
მოქმედების ვადა20.03.2030
რეგისტრაციის მფლობელიGlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
მწარმოებელიHaleon South Africa (Pty) Ltd, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
იმპორტიორი სს „გეფა“ →
გაცემის წესირეცეპტით (II ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა400მგ ტაბლეტი №1
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიანტიჰელმინთური საშუალებები, ბენზიმიდაზოლის წარმოებულები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 22.11.2027

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.