ცინკონეტი C (50 მგ + 10 მგ)/5 მლ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

ცინკონეტი C (50 მგ + 10 მგ)/5 მლ

სიროფი / სუსპენზია, №1 · მოქმედი ნივთიერება: Ascorbic acid + Zinc sulphate

ფასების შედარება
ყველაზე დაბალი ფასი 31.33 ₾ 2 აფთიაქში

ინსტრუქცია

ცინკონეტი C სიროფი 150მლ

შემადგენლობა:

სიროფის 5 მლ. შეიცავს თუთიის სულფატი 10 მგ., ვიტამინი C 50 მგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი C უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია; ამაგრებს იმუნურ სისტემას; თუთია და ვიტამინი ჩ აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში.

ჩვენებები:

• გახანგრძლივებული დიარეა

• ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავის ანთებით დაავადებები)

• თუთია-დეფიციტური მდგომარეობა (აკროდერმატიტი)

• ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით

• სქესობრივი განვითარების შეფერხება (მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბების დაგვიანება პუბერტულ პერიოდში)

• დაავადებისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი:

ცინკონეტ C მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.

დიარეა:

0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია);

6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია);

3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია);

12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია); დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. მკურნალობის კურსი არანაკლებ 14 დღის.

თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები:

ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე;

ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია) – 1-3 ჯერ დღეში;

ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი, დაავადებიდან გამომიდინარე.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს ცინკონეტ C მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

წინააღმდეგ ჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა.

შენახვის წესი:

ინახება 25 °C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ფორთოხლის გემოთი, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: Impex (myimpex.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 06.07.2022

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-035790
მოქმედების ვადა06.07.2027
რეგისტრაციის მფლობელიLTD „Europharma Georgia“ (საქართველო)
მწარმოებელიVefa Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა(50მგ + 10მგ)/5მლ 150მლ სიროფი ფორთოხლის არომატით მინის ფლაკონი №1 ამზომი ჭიქით
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფივიტამინები, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი С), კომბინაციები
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 19.02.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.