ინსტრუქცია
შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი:
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ზიტროტელი აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus, Streptococcus)) და გრამუარყოფითი (Haemophilus influenza, Helicobacter pyliri, Neisseria gonorroeae)). უჯრედშიდა და სხვა გამომწვევების მიმართ: Chlamydia trachomatis, pneumonia; Mycoplasma pneumonia, Ureaplasma urealiticum, Treponema pallidum. აზითრომიცინი მჟავე არეში სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4მგ/ლ. ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5 - 7 დღის განმავლობაში.
ჩვენება:
- სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია)
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება)
- ქუნთრუშა;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(წითელი ქარი, იმპეტიგო,მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
- უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები(გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი);
- Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი,ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიციცხლო ჩვენებით.
დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.
დოზირება და მიღების წესი:
ზიტროტელი ინიშნება ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე 250-500მგ დღიური დოზა ან 500მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში. (თერაპიული კურსი სულ 1,5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ (თერაპიული კურსი 3გ).
ბავშვებში – პირველ დღეს 10მგ/კგ, შემდეგი ოთხი Dდღე – 5მგ/კგ დღიური დოზა ან სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზა 10მგ/კგ.თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ/კგ სხეულის წონაზე.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, გამონაყარი.
მწარმოებელი: ანფარმა, საბერძნეთი.
რეგისტრაცია
მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.
რეგისტრაციის თარიღი: 13.10.2025
ანალოგები · Azithromycin 500 მგ
დალაგებულია: იაფიდან| დასახელება | მწარმოებელი | შეფუთვა | ფასი-დან |
|---|---|---|---|
| აზითრომიცინი იაფი | DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში | №3 | 5.00 ₾ |
| აზინფექსინი | Deva Holding A.S., თურქეთი | №3 | 17.00 ₾ |
| აზიბიოტი | KRKA tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია | №3 | 17.05 ₾ |
| აზითრომიცინი აზიტრიქსი | Atlantic Pharma-Producoes Farmaceuticas, S.A., პორტუგალია | №3 | 17.05 ₾ |
| აზოტრინი | Biofarma Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი | №3 | 17.05 ₾ |
| აზოტრინი | Biofarma Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი | №3 | 17.05 ₾ |
| ზიტროქსი | Macleods Pharmaceuticals Limited, ინდოეთი | №3 | 17.05 ₾ |
| ზიტროქსი | Macleods Pharmaceuticals Limited, ინდოეთი | №3 | 17.05 ₾ |
| სტრომაკი | Deva Holding A.S., თურქეთი | №3 | 17.06 ₾ |
| აზიმაკი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი | №3 | 17.07 ₾ |
| ზითროგარდი | ONE PHARMA INDUSTRIAL PHARMACEUTICAL COMPANY SOCIETE ANONYME, საბერძნეთი | №3 | 17.07 ₾ |
| ზითროგარდი | ONE PHARMA INDUSTRIAL PHARMACEUTICAL COMPANY SOCIETE ANONYME, საბერძნეთი | №3 | 17.07 ₾ |
| ზიტმაკი | NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი | №3 | 17.07 ₾ |
| ზიტმაკი | NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი | №3 | 17.07 ₾ |
| აზითრომიცინი ნორმონი | LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი | №3 | 17.08 ₾ |
| აზითრომიცინი ფარმოზი | Atlantic Pharma-Producoes Farmaceuticas, S.A., პორტუგალია | №3 | 17.08 ₾ |
| აზიმიცინი | Tarchomińskie Zakłady Farmaceutyczne „Polfa“ Społka Akcyjna, პოლონეთი | №3 | 17.08 ₾ |
| ზირომინი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი | №3 | 17.08 ₾ |
| ზირომინი | WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი | №3 | 17.08 ₾ |
| ზიტო-500 | ZIM LABORATORIES LIMITED, ინდოეთი | №3 | 17.08 ₾ |
რეესტრის მონაცემები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.
ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.