აპიჯელი - Apijelly 125 მლ სიროფი

აპიჯელი - Apijelly 125 მლ სიროფი

ფასი 27.03 ₾ 30.00 ₾-9% 1 აფთიაქში

აღწერა

აპიჯელი 125მლ სიროფი

აპიჯელი შეიცავს ფუტკრის რძეს (14 მგ) და პროპოლისს (10 მგ).

ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) , მიკროელემენტებს.

ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს.

პროპოლისი - ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში;

პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

აპიჯელი რეკომენდებულია:

· სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს;

· იმუნიტეტის ასამაღლებლად;

· უმადობის ან მადის დაქვეითების დროს;

· საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს;

· ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად;

· ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

აპიჯელი მიიღება პერორალურად.

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ დღეში .

6 წლის ასაკის ზემოთ: 10 მლ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისია გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

შეფუთვა: 125 მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.