Atricos Milano კრემი ხვეული თმის MEMORY 3 150 მლ
Atricos Milano

კრემი ხვეული თმის MEMORY 3 150 მლ

ფასი 33.73 ₾ 74.95 ₾-54% 1 აფთიაქში

აღწერა

კრემი ხვეული თმის MEMORY 3 ატრიკოს მილანო - Atricos Milano

მანუკას თაფლის წყალობით აქვს მაღალი დამატენიანებელი და მკვებავი მოქმედება. თმის კრემი საშუალებას გაძლევთ გააძლიეროთ ხვეულებისა და ტალღების ბუნებრივი მოძრაობა და ელასტიურობა, ზრდის მათ მოცულობას. აწესრიგებს თმას და აუმჯობესებს ხვეულების ფორმას, ხელს უშლის ფორიანობას და აფუებას გაშრობის ფაზაში. მანდარინის ეთერზეთი თმას რბილს, ელასტიურს და ბზინვარეს ხდის. ხასიათდება ციტრუსის ცქრიალა და მდგრადი სურნელით. საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ვარცხნილობა ხანგრძლივად.

·პანთენოლი (პროვიტამინი B5) ხასიათდება ღრმა დამატენიანებელი მოქმედებით - იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას თმის ღერში, რის შედეგადაც თმა ნაკლებად შრება და ხდება უფრო ელასტიური. თმის ზედაპირზე ქმნის თხელ დამცავ ფენას, რაც თმას უფრო გლუვს, მბზინავს და ადვილად მართვადს ხდის. ხელს უწყობს გაყოფილი ბოლოების და დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას, განსაკუთრებით ქიმიურად დამუშავებული ან ხშირი თერმული ზემოქმედების შედეგად დაზიანებული თმის შემთხვევაში. აუმჯობესებს სკალპის მდგომარეობას და ტენიანობას, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს თმის ზრდისთვის. ღრმად აღწევს თმის ღერში და აძლიერებს შიდა სტრუქტურას, რითაც ამცირებს მტვრევადობის რისკს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი — ამცირებს სკალპის ქავილსა და გაღიზიანებას.

·თაფლის ექსტრაქტი თმის მოვლაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ინგრედიენტია, რადგან აერთიანებს დამატენიანებელ, მკვებავ და დამცავ თვისებებს. უნივერსალური ინგრედიენტი, რომელიც ატენიანებს, კვებავს, იცავს და აძლევს თმას ბზინვარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, აფუებისკენ მიდრეკილი, ხვეული და ტალღოვანი, რთულად სამართავი თმისთვის.

ეფექტურად ატენიანებს თმას - იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას თმის ბოჭკოებში. შედეგად თმა ხდება უფრო რბილი, ელასტიური და მოქნილი. კვებავს თმას სასარგებლო ნივთიერებებით, ამცირებს მტვრევადობას და ხელს უწყობს დაზიანებული თმის სტრუქტურის აღდგენას. თმა იძენს უფრო ძლიერ და ჯანსაღ იერს.

თაფლის ექსტრაქტი ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას და სიგლუვეს, ანიჭებს მოვლილ და ცოცხალ იერსახეს. აქვვს დამცავი ეფექტიც - თმის ზედაპირზე ქმნის მსუბუქ ფენას, რომელიც იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ამცირებს ტენიანობის დაკარგვას. ამცირებს თმის ელექტრიზებას, აადვილებს დავარცხნას და სტილისტურ დამუშავებას. თაფლის ექსტრაქტი ამშვიდებს თავის კანს, ამცირებს გაღიზიანებას და ქავილს. ასევე აქვს მსუბუქი ანტიბაქტერიული მოქმედება, რითაც ხელს უწყობს სკალპის სისუფთავის და სიჯანსაღის შენარჩუნებას.

·მანდარინის ქერქის ზეთი აერთიანებს გამწმენდ, დამამშვიდებელ და გამაჯანსაღებელ ეფექტებს. თმას ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და ცოცხალ იერს, ასწორებს თმის ზედაპირს და აუმჯობესებს ელასტიურობას, რის შედეგად თმა ნაკლებად იმტვრევა და უფრო მოქნილი ხდება. აქვს მსუბუქი გამწმენდი თვისება, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმისა და ნარჩენების მოცილებას ისე, რომ თმა არ შრება. მანდარინის ქერქის ზეთი ხელს უწყობს თმის განახლებას და ჯანსაღი იერის აღდგენას, განსაკუთრებით ქიმიური პროცედურებით ან სითბური დამუშავებულ დაზიანებულ თმაზე. იგი არეგულირებს სებუმის გამოყოფას, რაც სასარგებლოა როგორც ცხიმიანი, ისე ნორმალური სკალპისთვის, ამცირებს მსუბუქ გაღიზიანებას და ქმნის სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას. გარდა ამისა, ხელს უწყობს სკალპის გაწმენდასა და სიჯანსაღის შენარჩუნებას, ხოლო მისი სასიამოვნო არომატი თმაზე ტოვებს სისუფთავისა და სიახლის არომატს.

·მწარე ფორთოხლის ქერქის ზეთი შეიცავს აქტიურ ბუნებრივ კომპონენტებს (მათ შორის, ლიმონენს), რომლებიც დადებითად მოქმედებს თმაზე - მატებს მას ბუნებრივ სიპრიალეს, მოქმედებს როგორც ბზინვარების ბუნებრივი გამაძლიერებელი. თმას ანიჭებს სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას.

თმის ტიპი

ხვეული და ტალღოვანი თმა, აბურდვის და აფუებისკენ მიდრეკილი თმა.

გამოყენების წესი
  • დაბანილი სუფთა თმა პირსახოცით შეიმშრალეთ ზედმეტი წყლის მოსაშორებლად.
  • გაყავით თმა 3 ნაწილად, წაისვით პროდუქტის საჭირო რაოდენობა სიგრძესა და ბოლოებზე (თმის მიხედვით), მოერიდეთ ზედმეტი პროდუქტის გამოყენებას და სკალპზე წასმას.
  • კარგად გადაინაწილეთ სავარცხლით.
  • გაიშრეთ დიფუზორით ან ბუნებრივად.
  • განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინგრედიენტები

Aqua [Water], VP/VA copolymer, Cyclopentasiloxane, PVP, Polyquaternium-37, Panthenol, Paraffinum liquidum [Mineral oil], Propy- lene glycol, C12-15 alkyl benzoate, Honey extract, Citrus nobilis peel oil [Citrus nobilis (Mandarin orange) peel oil], Citrus aurantium peel oil, Phenoxyethanol, Silicone quaternium-18, Hydroxypropyl guar hydroxypropyltrimonium chloride, Trideceth-6, PPG-1 trideceth-6, Tride- ceth-12, Parfum [Fragrance], Limonene, Ethylhexylglycerin, Glycerin, Sorbitan oleate, Citric acid, Hexamethylinda- nopyran, Pinene.

მოცულობა

150 მლ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-54% Atricos Milano კონდიციონერი ხვეული თმის Bounce 2 150 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾ -54% Atricos Milano თმის აღმდგენი ნიღაბი-ფილერი PRODIGIOUS 4 250 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾ -54% Atricos Milano თმის დამარბილებელი ორფაზიანი სპრეი MYB 250 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾ -54% Atricos Milano თმის დასაფიქსირებელი მბზინავი სპრეი ECO 200 მლ 54.95 ₾ 24.73 ₾ -54% Atricos Milano ნიღაბი თმის დამატენიანებელი OASIS 250 მლ 49.95 ₾ 22.48 ₾ -54% Atricos Milano თმის სპრეი 12-1-ში ONE 200 მლ 74.95 ₾ 33.73 ₾ -54% Atricos Milano თმის შრატი SHIMMER 50მლ 74.95 ₾ 33.73 ₾ -54% Atricos Milano რძე დაზიანებული თმის REGENA 150 მლ 59.95 ₾ 26.98 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.