აღწერა
ეს არის ხუთი სხვადასხვა მარცვლეულის მიქსი: წიწიბურა, ბრინჯი, შვრია, სიმინდი და ქერის მარცვლის გადამუშავებით მიღებული ფაფა. პროდუქტი მიიღება მთლიანი მარცვლის გადამუშავების შედეგად, ამიტომ მდიდარია ვიტამინებით. 5 მარცვალი შეიცავს თითოეული მარცვლეულისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებების კომპლექსურ ნაკრებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის დაბალანსებული კვებისთვის, რის შედეგადაც ის განსაკუთრებით სასარგებლო და პოპულარულ პროდუქტია ჩვენს ასორტიმენტში. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს „შლაკებისგან“, არის მსუბუქი ანტიოქსიდანტი, შეიცავს ბეტა-გლუკანს - ბუნებრივ ხსნად ბოჭკოს (ცელულოზას), რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს. 5 მარცვლის ფაფას აქვს ორიგინალური და სასიამოვნო გემო, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს. ფაფა არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებსა და ქიმიურ დანამატებს.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.