აღწერა
პროდუქტი მიიღება მთლიანი მარცვლის გადამუშავების შედეგად, ამიტომ მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით. შეიცავს დაქუცმაცებულ გარგარისა და ალუბლის ჩირს, რაც არა მარტო აუმჯობესებს პროდუქტის გემოს, არამედ ზრდის მის კვებით ღირებულებას. არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებსა და ქიმიურ დანამატებს. მის შემადგენლობაში შემავალი ნატურალური ხილის კომპონენტები, ამდიდრებს პროდუქტს მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. შვრიის ფაფა ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისა და ცხიმისგან. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ, საკმაოდ ბევრ ამინომჟავას, B, E და A ვიტამინებს. მისი ამინომჟავების შემადგენლობა ყველაზე ახლოსაა ადამიანის კუნთების ცილებთან, ამიტომ ითვლება იგი, სპეციალურ დიეტურ საკვებ პროდუქტად. ხასიათდება სახამებლის დაბალი შემცველობით, ცხიმებისა და მცენარეული საკვები ბოჭკოების (ცელულოზას) მაღალი შემცველობით. შვრიის ფაფა შეიცავს ორჯერ მეტ მცენარეულ ცხიმს, ვიტამინებსა და მინერალებს, ვიდრე წიწიბურა. ე.წ. შვრიის პროდუქტი, ""ჰერკულესი“, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის განსაკუთრებით ცნობილია, როგორც დამატებითი საკვები დანამატი ადრეულ ასაკში და დიეტური მიზნებისთვის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.