აღწერა
ბიოვენე სახის ნიღაბი ბარიერის აღმდგენი 6308 CERAMIDES ციკა & ჰიალურონის მჟავა 20მლ* ინტენსიურად ატენიანებს, ამშვიდებს და აძლიერებს კანის ბარიერს. აღადგენს კანის ბარიერს, გამდიდრებულია ცერამიდებით, CICA-ს (Centella Asiatica) ექსტრაქტითა და ჰიალურონის მჟავით. იცავს კანს გამოშრობისა და ტენის დაკარგვისგან. ცერამიდები აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს, CICA ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას და კომფორტის შეგრძნებას.ნიღაბი განსაკუთრებით რეკომენდებულია კანისთვის, რომელსაც აღენიშნება ასაკობრივი ცვლილებები, სიმშრალე ან ყოველდღიური გარემო ფაქტორებით (ამინდი, ტემპერატურის ცვლილება, დაბინძურება) გამოწვეული გაღიზიანება. გამოყენების წესი: დაიფინეთ სუფთა და მშრალ სახეზე; გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში; მოიხსენით ნიღაბი და დარჩენილი შრატი ნაზად შეიზილეთ კანში სრულ შეწოვამდე; ჩამობანა საჭირო არ არის. გამოიყენეთ ყოველდღიურად ან საჭიროებისამებრ. დამზადებულია კლინიკურად შესწავლილი და ბუნებრივი ინგრედიენტებით. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.