CalmoDent მინანქრის აღსადგენი გელი 75მლ
CalmoDent

მინანქრის აღსადგენი გელი 75მლ

ფასი 47.00 ₾ 1 აფთიაქში

აღწერა

უნივერსალური ფტორირებული გელი კბილების მომატებული მგრძნობელობის სამკურნალოდ

შემადგენლობა: 0,45% სტაბილიზებული კალის ფტორიდს (SnF2) და ამინო ფტორიდს 1450 ppm

ჩვენებები: კბილების მომატებული მგრძნობელობა, მინანქრის ცვეთა, სოლისებრი დეფექტი, კბილების პროფესიული წმენდისა და ქიმიური გათეთრების შემდგომი კბილების ჰიპერმგრძნობელობის მოხსნა, კარიესისა და გინგივიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ქმნის მყარ ფტორირებულ ერთგვაროვან აპკს კბილს ზედაპირზე
უზრუნველყოფს მოშიშვლებული დენტინის დაცვას მჟავების აგრესიული ზემოქმედებისგან
მდგრადია ტემპერატურული ცვლილებისადმი
ეფექტურად ამცირებს კბილების მომატებულ მგრძნობელობას დენტინის მილაკების ჰერმეტიზაციის გზით
ახდენს ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული ტკივილის კუპირებას
თრგუნავს ბაქტერიების ადჰეზიას კბილის ზედაპირზე
აფერხებს კბილის ნადების წარმოქმნას
ხელს უშლის ყელის კარიესის განვითარებას
შეთავსებადია სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
არ შეიცავს საღებავებს, ალკოჰოლს
კალის ფტორიდი (SnF2) აქტიურად გამოიყენება კარიესის და გინგივიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ასევე კბილის მომატებული მგრძნობელობის სამკურნალოდ. კალის ფტორიდის მოქმედება ბაქტერიულ მეტაბოლიზმზე უფრო მაღალია, ვიდრე NaF. ამცირებს ნადების წარმოქმნას და აუმჯობესებს გინგივიტის მქონე პაციენტების მდგომარეობას

ამინო ფტორიდი AmF ( C27H60F2N2O3 ) წარმოადგენს დამუშავებულ ნივთიერებას, შეადგენს კბილის კარიესის საპროფილაქტიკო პასტების და ხსნარების კომპონენტს. გელის სახით ის გამოიყენება კარიესის ადრეული სტადიების, კბილების მომატებული მგრძნობელობის სამკურნალოდ, ასევე დაზიანებული მინანქრის ფტორირებისთვის.ის ქმნის კბილის ზედაპირზე აპკს, რაც ხელს უწყობს ფტორიდის დაკავშირებას ჰიდროქსიაპატიტთან , წარმოქმნის ფტორაპატიტს, რომელიც ახდენს მინანქრის ზედაპირულ ფტორირებას.

გამოყენების წესი:

მგრძნობიარე კბილებისთვის: დღეში ორჯერ ( დილით და ღამით)
კარიესის პროფილაქტიკისთვის: დღეში ერთხელ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: პირის ღრუს ყოველდღიური წმენდის შემდეგ, კბილის ჯაგრისზე მოათავსეთ გელის მცირე რაოდენობა,
12 წლამდე ასაკის ბავშვები: სტომატოლოგის დანიშნულებით.
კბილების გახეხვის შემდეგ დაიტანეთ კბილებზე და გაიჩერეთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოანერწყვეთ წყლის გამოვლების გარეშე. პროცედურიდან მინიმუმ 30 წუთის მანძილზე თავი შეიკავეთ პირის ღრუში წყლის გამოვლების, საკვებისა და სასმელის მიღებისაგან.

მსგავსი პროდუქტი იხილეთ აქ: დენტაფლური -dentaflur პირის ღრუს გელი 30გ

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ 2 აფთიაქში Splat კბილის პასტა Coffee Out 75მლ ფასი-დან 11.15 ₾ 2 აფთიაქში Colgate კბილის პასტა Optic White Purple 75 მლ ფასი-დან 14.75 ₾ 2 აფთიაქში -25% Lacalut კბილის პასტა აქტივი 50მლ. 14.80 ₾ 11.10 ₾ 2 აფთიაქში Splat კბილის პასტა - აქტივი 40მლ ფასი-დან 5.00 ₾ 2 აფთიაქში Splat კბილის პასტა და ჯაგრისი ბიოკალციუმი 40მლ ფასი-დან 5.00 ₾ 2 აფთიაქში -40% Sensodyne კბილის პასტა დაცვა და აღდგენა 75მლ. 17.99 ₾ 10.79 ₾ 2 აფთიაქში -49% Colgate კბილის ჯაგრისი NEO 10.55 ₾ 5.28 ₾ 2 აფთიაქში

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.