Canpol რძის ელექტრო გამოსაწველი და ასპირატორი 12/212
Canpol

რძის ელექტრო გამოსაწველი და ასპირატორი 12/212

ფასი 155.00 ₾ 310.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

Canpol - კანპოლი რძის ელექტრო გამოსაწველი და ასპირატორი 12/212

ორმაგი მკერდის ელექტრო ტუმბო, უკაბელო საწველია. გამოიყენება ორივე ძუძუს, სწრაფი და უმტკივნეულო გამოწველისათვის.

იდეალურია ტყუპების დედებისთვის და საქმიანი დედებისთვის, რომლებსაც არ სურთ ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მკერდის ორმაგი ელექტრო ტუმბო არის 2 – 1-ში მოწყობილობა, რომელსაც აქვს ცხვირის ელექტრო ასპირატორის ფუნქცია.

მკერდის ტუმბოს აქვს მუშაობის 3 რეჟიმი, რომელიც ეფუძნება ბავშვის წოვის ბუნებრივ ორფაზიან რიტმს.

პირველ ფაზა - ასტიმულირებს რძის უფრო სწრაფი დინების უზრუნველყოფას, შემდეგ კი გადადის წოვის უფრო ნელ და ღრმა რეჟიმში. მესამე რეჟიმი კი გამოიყენება, მკერდის დაცლასა და ლაქტაციის მხარდასაჭერად.

მკერდის ტუმბოს აქვს წოვის სიმძლავრის რეგულირების ფართო დიაპაზონი. შეწოვის სიმძლავრის 9 დონე თითოეულ რეჟიმში, რისი წყალობითაც რეგულირდება სიმძლავრე ინდივიდუალურ საჭიროებაზე.

შესაძლებელია თითოეული მკერდისთვის ინდივიდუალური გამოტუმბვის რეჟიმის დაყენება.

მკერდის ელექტრო ტუმბოს აქვს მინიმალური ხმაური - მხოლოდ 40 დეციბელი.

დამუხტული მკერდის საწველის წაღება და უსადენოდ გამოყენება შესაძლებელია.

სრულად დამუხტული ბატარეა, უზრუნველყოფს 120 წუთამდე უკაბელო გამოყენებას (3-4 გამოყენება). ბატარეა იტენება USB კაბელის საშუალებით, ასევე Power Bank-ით.

ძაბრის ერგონომიული ფორმა, ერგება მკერდის სხვადასხვა ფორმებს. რძის გამოყოფის პროცესი კი ბუნებრივ პროცესს წააგავს. ძაბრი რბილი, პროფილირებული მასაჟორით, დამზადებულია დელიკატური სილიკონისგან, არ აღიზიანებს მგრძნობიარე მკერდს და კომფორტულია რძის გამოყოფისას.

“ExpressCare”-ის მკერდის ტუმბოს აქვს ძუძუს კორექციის ფუნქცია, რომელიც ხელს უწყობს ჩაზნექილი ძუძუს ფორმირებას, რათა გაუადვილოს ბავშვს მკერდზე მოჭიდება და ლაქტაციის შენარჩუნება.

მარტივი გამოსაყენებელია სენსორული პანელი მკაფიო დისპლეით, რომელიც გვიჩვენებს აქტიურ რეჟიმს, სიმძლავრის დონეს და ბატარეის დატენვის დონეს.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მკერდის ტუმბო რძის გამოსაწველად, როგორც ორივე, ასევე ერთი ძუძუდან.

მკერდის ტუმბო დამზადებულია რამდენიმე კომპონენტებისგან, რაც აადვილებს მის გაწმენდას და აწყობას.

არც ერთი ნაწილი არ შეიცავს მავნე BPA-ს (ბისფენოლ A), რაც მას სრულიად უსაფრთხოს ხდის ჯანმრთელობისთვის.

ასორტიმენტში შედის შესაცვლელი ძაბრი 27 მმ ზომით. ძაბრის სწორ ზომას, დიდი მნიშვნელობა აქვს რძის გამოყოფის კომფორტისა და ეფექტურობისთვის. მკერდის ტუმბოს ძაბრი, ელასტიური რგოლებით, შესანიშნავია დიდი მკერდის მქონე დედებისთვის.

BPA-ს გარეშე.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

Canpol მკერდის საფენი 1/653 N30 17.20 ₾ Canpol დვრილების დამცავი 18/603 P სტანდარტ. 12.00 ₾ -60% Canpol ბიუსტჰალტერი მეძუძური დედის 85dd 26/769 42.60 ₾ 17.04 ₾ -50% Canpol დვრილების დამცავი პრემიუმი სტანდარტული 2ც 18/603 12.53 ₾ 6.26 ₾ -50% Canpol ლანოლინი დვრილების კრემი 7გ 21.26 ₾ 10.63 ₾ -60% Canpol მკერდის საფენი 20 ცალი 19/611 30.80 ₾ 12.32 ₾ -49% Canpol მკერდის საფენი 60 ცალი 1/652 32.63 ₾ 16.32 ₾ -60% Canpol ბიუსტჰალტერი მეძუძური დედებისთვის 80dd 26/768 42.60 ₾ 17.04 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.