COSRX ფერიმჭამელების საწინააღმდეგო სახის სითხე BHA 100 მლ
COSRX

ფერიმჭამელების საწინააღმდეგო სახის სითხე BHA 100 მლ

ფასი 38.50 ₾ 70.00 ₾-44% 1 აფთიაქში

აღწერა

ფერიმჭამელების საწინააღმდეგო სახის სითხე BHA კოსარექსი - COSRX

ფორმულა, რომელიც შეიცავს 4%-იან ბეტაინის სალიცილატს (BHA), ეფექტურად ამცირებს გაფართოებულ ფორებს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და ტონს. შავ წერტილებსა და გამონაყარზე მიზანმიმართული ზემოქმედებით, კანს უბრუნებს სისუფთავესა და ერთგვაროვნებას. ტირიფის ქერქის წყალი უზრუნველყოფს ნაზ, არაგაღიზიანებელ ექსფოლიაციას, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს კანის ჯანმრთელ იერსახესა და ბუნებრივ ბზინვარებას.

გამოყენების წესი

სახის დაბანის შემდეგ, დაიტანეთ სახეზე და მსუბუქად გადაუსვით თხელი ფენა სახის კანზე. პირველად გამოიყენეთ კვირაში ერთხელ, შემდეგ გაზარდეთ კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება და თანდათანობით გაზარდეთ გამოყენების რაოდენობა კანის მდგომარეობის მიხედვით.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

ტირიფის ქერქის წყალი + ბეტაინის სალიცილატი: ნიაცინამიდი.

ვეგანური/ტესტირებულია დერმატოლოგიურად, არ შეიცავს პარაბენებს, არ შეიცავს სულფატს, ჰიპოალერგიული

Salix Alba (Willow) Bark Water, Butylene Glycol, Betaine Salicylate, Niacinamide, 1,2-Hexanediol, Arginine, Panthenol, Sodium Hyaluronate, Xanthan Gum, Ethyl Hexanediol

კანის ტიპი

ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი, კომბინირებული კანი

მოცულობა

100 მლ.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

COSRX-ის 1.0 VER ხაზი არის ბრენდის პირველი და საბაზისო სერია, შექმნილი მინიმალისტური და ნაზი მოვლის იდეით. აქ გამოყენებულია დაბალი pH და მსუბუქი AHA/BHA მჟავები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაზ ექსფოლიაციას, ფორების გაწმენდას და კანის ტექსტურის გათანაბრებას. პროდუქტები ასევე შეიცავს დამამშვიდებელ მცენარეულ წყლებს და ცენტელას.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

COSRX არის სამხრეთ კორეული ბრენდი, რომელიც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში თავისი მაღალი ხარისხის, ეფექტური და კანის პრობლემებზე ორიენტირებული პროდუქტებით. ბრენდის სახელი მოდის სიტყვებისგან “COSmetics + RX (Prescription)”, რაც ხაზს უსვამს კოსმეტიკური საშუალებების სამედიცინო და სამეცნიერო საფუძველს.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-44% COSRX აკნეს საწინააღმდეგო პლასტირი 24 ცალი 15.00 ₾ 8.25 ₾ -44% COSRX სახის დასაბანი გელი Low PH 150 მლ 38.96 ₾ 21.43 ₾ -44% COSRX სახის კრემი დამატენიანებელი B5 50 მლ 70.00 ₾ 38.50 ₾ -44% COSRX ნაჭრის ნიღაბი PureFit CICA 15.00 ₾ 8.25 ₾ -45% COSRX ნაჭრის ნიღაბი Triple Hyaluronic 15.75 ₾ 8.66 ₾ -44% COSRX სახის ამპულა Triple Hyaluronic 40 მლ 70.00 ₾ 38.50 ₾ -45% COSRX სახის ნიღაბი კოლგენი 3 ცალი 34 გ 43.00 ₾ 23.65 ₾ -44% COSRX აკნეს პლასტირი Master Intensive 36 ცალი 35.00 ₾ 19.25 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.