აღწერა
კბილის ჯაგრისი CS 5460 კურაპროქსი - Curaprox
CS 5460 წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის, პროფესიონალურ კბილის ჯაგრისს, რომელიც სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალურად სათუთი, თუმცა ძალიან ეფექტური წმენდა. ის კურაპროქსის ასორტიმენტში ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და საკულტო პროდუქტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებლის არჩევანია. მისი ულტრა რბილი სტრუქტურა სრულად გამორიცხავს ღრძილების ტრავმირებას, სისხლდენას და იდეალურია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კბილები, ღრძილების რეცესია ან პირის ღრუს ლორწოვანის მაღალი მგრძნობელობა აწუხებს.
Curaprox-ის ყველა CS სერიის კბილის ჯაგრისი აღჭურვილია დაპატენტებული Curen®-ის ბოჭკოებით (დიამეტრით 0.08–0.15 მმ). ნეილონისგან განსხვავებით, Curen®-ის ბოჭკოები ნაკლებად იწოვს წყალს, სწრაფად შრება, ინარჩუნებს ოპტიმალურ სიმკვრივესა და ელასტიურობას და ხელს უწყობს ჯაგრისის უკეთესი ჰიგიენის შენარჩუნებას.
CS სერიის კბილის ჯაგრისები ერთმანეთისგან Curen®-ის ჯაგრულების რაოდენობით განსხვავდება- CS 1560 – 1,560 ჯაგრულა
- CS 3960 – 3,960 ჯაგრულა
- CS 5460 – 5,460 ჯაგრულა
- CS 12460 Velvet – 12,460 ჯაგრულა
ერგონომიული რვაკუთხა სახელური ოპტიმალური 45°-იანი კუთხით ეხმარება პაციენტებს სწორი ტექნიკის გამოყენებაში.
არ შეიცავს- BPA-ს და
- მავნე მინარევებს.
CS სერიის კბილის ჯაგრისები წარმოდგენილია 36 განსხვავებული, მკვეთრი და ორიგინალური ფერის კომბინაციით, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ დიზაინი, რომელიც თქვენს სტილსა და განწყობას შეესაბამება.
გამოყენების წესი- მოათავსეთ ჯაგრისზე მცირე რაოდენობით კბილის პასტა.
- დაიკავეთ სახელური 45 გრადუსიანი კუთხით ღრძილის მიმართულებით და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით გაიხეხეთ კბილები მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში.
- გამოიყენეთ რეგულარულად, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
პირის ღრუს ჯანსაღი ჰიგიენისა და მიკროფლორის შესანარჩუნებლად, სტომატოლოგები გვირჩევენ ჯაგრისის შეცვლას ახლით ყოველ 3 თვეში ერთხელ.
რაოდენობა1 ცალი
პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ფოტოზე არსებულისგან. ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში: პირის ღრუს მოვლამსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.