აღწერა
კბილის ძაფი შავი კურასეპტი - Curasept
კურასეპტის შავი კბილის ძაფი უზრუნველყოფს კბილთაშორისი სივრცეების სრულყოფილ წმენდას, სადაც ჩვეულებრივი ჯაგრისი ვერ აღწევს. შავი ფერის ძაფი ქმნის ვიზუალურ კონტრასტს, რაც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ მოცილებული ნადები და დარწმუნდეთ წმენდის ხარისხში. მისი სპეციალური ტექსტურა ეფექტურად აშორებს ბაქტერიულ ნადებს და აფერხებს კარიესისა და ღრძილების დაავადებების (გინგივიტი, პერიოდონტიტი) განვითარებას.
რეკომენდებულია- ვისაც სურს კბილთაშორისი სივრცეების მაქსიმალურად ეფექტური გაწმენდა,
- აქვს მჭიდროდ განლაგებული კბილები,
- ატარებს იმპლანტებს ან
- უბრალოდ უპირატესობას ანიჭებს თვალსაჩინო და სრულყოფილ ჰიგიენას.
- გამოიყენეთ დღეში მინიმუმ 1-ხელ, სასურველია საღამოს, კბილების გაწმენდის შემდეგ.
- გადაახვიეთ ძაფი შუა თითებზე, დაიტოვეთ 2-3 სმ სამუშაო არეალი.
- ფრთხილად ჩაატარეთ ძაფი კბილებს შორის, შემოახვიეთ C-ს ფორმით ერთ-ერთ კბილს და ნაზად ასწიეთ ზემოთ-ქვემოთ ღრძილიდან კბილის წვერისკენ.
- გაიმეორეთ პროცესი ყველა კბილისთვის (ყოველ ჯერზე გამოიყენეთ ძაფის სუფთა მონაკვეთი).
- არ დაატანოთ ზედმეტი ძალა ძაფის კბილებს შორის ჩასმისას, რათა არ დააზიანოთ ღრძილი.
კურასპეტის FLOSSLINE წარმოადგენს დენტალური ძაფების ხაზს, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილია პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენისთვის. დენტალური ძაფი აშორებს ნადებს იმ ვიწრო სივრცეებიდან, რომლებშიც უმცირესი კბილთაშორისი ჯაგრისიც კი ვერ აღწევს.
ბრენდის შესახებ ინფორმაციაკურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.
მოცულობა50 მეტრი
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.