აღწერა
დამლავიტი
15 მლ ფლაკონი
საკვები დანამატი
შემადგენლობაყოველი ერთი წვეთი შეიცავს
D3 ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი) 400 სე(IU)
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას.
ვიტამინ D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.
დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს.
ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
ჩვენებებიპროფილაქტიკა და მკურნალობა:
- ვიტამინ D3 დეფიციტის;
- რაქიტისა და რაქიტის მსგავსი დაავადებების;
- ჰიპოკალციემიური ტეტანიის;
- ოსტეომალაციის;
- მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი);
- როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.
გამოყენება0-2 წელი 1 წვეტი ერთჯერ დღეში
2-14 წელი 2 წვეტი ერთჯერ დღეში
14 წელის და ზემოთ 3 წვეტი ერთჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები: პირებს, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ, შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
შენახვის პირობებიშეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში და ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.
გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ავადმყოფობის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მოულოდნელი ზემოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. საკვები დანამატი არ ცვლის ჩვეულებრივ კვებას.
რეკომენდებული ვარგისიანობის ვადა (TETT) და პარტიის ნომერი (P) მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე.
არ შეიცავს ქიმიურ საღებავს.
არ არის სამკურნალო პრეპარატი.
არ შეიცავს სპირტს.
ასევე, იხილეთ: დევიტინი D3 - Devitin D3 წვეთები 400 ს.ე. 15მლ
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.