Doppelherz Aktiv ომეგა-3 საბავშვო 27 ტაბლეტი
Doppelherz Aktiv

ომეგა-3 საბავშვო 27 ტაბლეტი

ფასი 24.00 ₾ 48.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

ომეგა-3 საბავშვო 27 ტაბლეტი დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის!

• ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

• აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და ჯანსაღი ძვლებისთვის

• შეიცავს 180 მგ ომეგა-3-ს, აქედან DHA 60 მგ-ია

• იდეალური კომბინაციაა ვიტამინ D-თან ერთად

• მიიღება 4 წლიდან

• მარტივად მისაღები და გემრიელი საღეჭი გელ-ტაბლეტები მარწყვის და ციტრუსის არომატით

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისინი ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება საკვებით ან საკვები დანამატებით.

ომეგა-3-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყველაზე ეფექტური გზა ცხიმიანი ზღვის თევზის (ორაგული, სკუმბრია, თინუსი, სარდინები) რეგულარული მიღებაა, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია EPA და DHA-თი და ითვლება გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო ბუნებრივ წყაროდ.

ბავშვებმა, ისევე როგორც მოზრდილებმა, შესაძლოა საკვებით ვერ მიიღონ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია საკვები დანამატების გამოყენება.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 საბავშვო არამარტო ეფექტურია, არამედ გემრიელიც: ბავშვებისთვის განკუთვნილი ომეგა-3 + ვიტამინი D3 გემრიელი საღეჭი გელ-ტაბლეტები უყვართ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს, ამასთან საუკეთესო ალტერნატივაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესავსებად.

ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 საბავშვო რეკომენდებულია: იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ბავშვის ნორმალური ზრდისა და ძვლების განვითარებისთვის.

შემადგენლობა:

დღიური დოზა 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი შეიცავს: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონცენტრატი მიღებული ზღვის თევზის ზეთიდან - 300 მგ, აქედან ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - 180 მგ (EPA - 90 მგ, DHA - 60 მგ), ვიტამინი D - 5 მკგ (200 სე).

დამატებითი ინგრედიენტები: ზღვის თევზის ზეთის კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, დამატკბობელი ქსილიტოლი, წყალი, დამატკბობელი სორბიტოლი, ჟელატინი (მსხვილფეხა საქონლის), ნატრიუმის ციტრატი, არომატიზატორები, მჟავიანობის რეგულატორი ვაშლის მჟავა, ასკორბინის მჟავა, პაპრიკას ექსტრაქტი, ვიტამინი D.

დოზირება:

მიიღება როგორც საკვები დანამატი 4 წლიდან 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან შემდეგ.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს!

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №27 გელ-ტაბლეტი მარწყვის და ლიმონის არომატით.

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი.

ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.

ასევე, იხილეთ: Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო 250მლ

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.