Doppelherz ლივერ+ 30 კაფსულა
Doppelherz

ლივერ+ 30 კაფსულა

ფასი 42.00 ₾ 1 აფთიაქში

აღწერა

დოპელჰერცი აქტივი ლივერ პლიუსი

ინოვაციური კომბინაცია ჯანმრთელი ღვიძლისთვის

ლივერ პლიუსი შეიცავს არტიშოკის, სილიმარინის და კურკუმას ექსტრაქტს. ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ასევე შეიცავს ქოლინს ( ხელს უწყობს ცხიმების ნორმალურ მეტაბოლიზმს), ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B2-ს (მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში) და თუთიას.

სილიმარინი - მიიღება მცენარე ბაყაყურასგან. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს და ფერმენტულ აქტივობას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, თრგუნავს ტოქსინების შეღწევას ჰეპატოციტებში, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.

არტიშოკი - არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს, აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზს).

ქოლინი - არის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ქოლინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ორგანიზმი, თუმცა, მისი რესურსი შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, რადგან მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ პროცესში, ამიტომ რეკომენდებულია მისი შევსება მიკრონუტრიენტების სახით.

კურკუმას ფესვის ექსტრაქტიდან მიღებული პოლიფენოლი კურკუმინი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ბიოტინი + ფოლიუმის მჟავა + ვიტამინ B2 - მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში

თუთია - იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

რეკომენდებულია ღვიძლის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

ლაქტოზის და გლუტენის გარეშე!

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: არტიშოკის ექსტრაქტი - 50 მგ, სილიმარინი - 100 მგ, კურკუმას ფესვის ექსტრაქტი - 100 მგ, ქოლინი - 100 მგ, ბიოტინი - 50 მკგ, ფოლის მჟავა - 75 მკგ, ვიტამინი B2 - 1.4 მგ, თუთია - 2.5 მგ.

დოზირება:

მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ, არ დაღეჭოთ.

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, +25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა:

№30 კაფსულა.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Orthomol - ორთომოლი ქოლინ პლიუსი

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

Doppelherz ანტისტრესი 30 ტაბლეტი 32.00 ₾ Doppelherz თმა+კანი+ფრჩხილი 30 ტაბლეტი 45.55 ₾ Doppelherz გლუკოზამინი 1550 40 კაფსულა 47.30 ₾ Doppelherz დიაბეტიკების ვიტამინები 30 ტაბლეტი 33.00 ₾ Doppelherz ვიტამინების და მინერალების კომპლექსი A-Z 40 ტაბლეტი 36.74 ₾ Doppelherz ვიტამინების და მინერალების კომპლექსი A-Z შუშხუნა 15 ტაბლეტი 19.00 ₾ Doppelherz თიმეპექტი სიროფი 100მლ 35.00 ₾ Doppelherz ივიპექტი სიროფი 100მლ 35.00 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.