Fanola გამწმენდი შამპუნ-კონდიციონერი ხვეული თმის Wond Curl 350მლ
Fanola

გამწმენდი შამპუნ-კონდიციონერი ხვეული თმის Wond Curl 350მლ

ფასი 14.74 ₾ 36.85 ₾-60% 1 აფთიაქში

აღწერა

გამწმენდი შამპუნ-კონდიციონერი ხვეული თმის Wond Curl ფანოლა - Fanola

თმის შამპუნ-კონდიციონერი - ცვლის შამპუნსა და კონდიციონერს ერთ ეტაპში. ასუფთავებს სკალპს, არბილებს თმას, აშორებს ჩახლართულობას, უზრუნველყოფს ხვეულების გამოკვეთასა და მათ ბუნებრივობას. განკუთვნილია ხშირი გამოყენებისთვის.

პროდუქტი იდეალურია ხვეული თმისთვის 2A-დან 4C-მდე (ოდნავ ტალღოვანიდან ძალიან ხვეულ თმამდე), თუმცა ეფექტურად გამოიყენება სწორ, დაზიანებულ თმაზეც. მისი კრემისებური ტექსტურა ნაზად აშორებს დაბინძურებას, არ ამძიმებს თმას და ამარტივებს დავარცხნის პროცესს.

  • 2-1ში ფორმულა - ცვლის შამპუნსა და კონდიციონერს
  • ასუფთავებს და ამავდროულად ატენიანებს თმას
  • კვებავს თმას და უნარჩუნებს კულულებს ელასტიურობას
  • ხელს უშლის თმის ჩახლართვას, აფუებასა და ფორმის დაკარგვას
  • გამოკვეთს და აყალიბებს ბუნებრივ ხვეულებს
  • იდეალურია ხშირი გამოყენებისთვის
  • შეიცავს უდაბნოს ფინიკის ზეთს, რომელიც თმას იცავს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან
  • ამარტივებს დავარცხნასა და სტაილინგს
  • რბილი, კრემისებური ტექსტურა
  • არ ამძიმებს თმას
  • 100% ვეგანური ფორმულა
  • არ შეიცავს SLS და SLES (სულფატებისგან თავისუფალი წმენდა)

თმის ტიპი

ყველა ტიპის თმისთვის

გამოყენების წესი

  • პროდუქტი მოქმედებს co-wash პრინციპით - აერთიანებს შამპუნისა და კონდიციონერის ფუნქციებს ერთ პროდუქტში.
  • დაიტანეთ სველ თმასა და სკალპზე, ნაზად შეიზილეთ, გაიჩერეთ 3-5 წუთით და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია Fanola Wonder Curl სერიის სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში გამოყენება.

შედეგი: სუფთა, ჯანსაღი თმა, რბილი და ბუნებრივად გამოკვეთილი კულულები

ინგრედიენტები

ვეგანური ფორმულა - უდაბნოს ფინიკის ზეთით - ინარჩუნებს ხვეულების ელასტიურობას.

Aqua (Water), Balanites roxburghii seed oil, Cetearyl Alcohol, Decyl Glucoside, Hydroxypropyl Starch Phosphate, Quaternium-82, Ceteareth-30, Cetrimonium Chloride, Phenoxyethanol, Parfum (Fragrance), Citric Acid, Ethylhexylglycerin, Propylene Glycol, Tetramethyl acetyloctahydronaphthalenes, Benzyl Salicylate, Linalyl acetate, Triethanolamine

მოცულობა

350 მლ

ხაზის შესახებ ინფორმაცია

Fanola Wonder Curl ხაზი შექმნილია ხვეული და ტალღოვანი თმისთვის - უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, კულულების ფორმის შენარჩუნებასა და აფუების კონტროლს.

ხაზი გამდიდრებულია უდაბნოს ფინიკის ზეთით.

ასორტიმენტი მოიცავს შამპუნს, კონდიციონერს, ნიღაბს, leave-in კონდიციონერსა და სპრეის - სრული მოვლის რუტინა, რომელიც გათვლილია ხვეული თმის ბუნებრივი ფორმის შენარჩუნებისა და გაჯანსაღებისთვის.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Fanola - იტალიური პროფესიონალური ბრენდი, რომელიც სალონური ხარისხის შედეგს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს შამპუნებს, კონდიციონერებს, ნიღბებსა და სტაილინგ საშუალებებს, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე, ვეგანური ფორმულებით და სწრაფი, თვალსაჩინო ეფექტით.

Fanola-ს მსოფლიო პოპულარობა განსაკუთრებით განაპირობა ლეგენდარულმა No Yellow ხაზმა - ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პროფესიონალურმა იასამნისფერმა შამპუნმა ქერა თმისთვის.

მიმართულება: პროფესიონალური თმის მოვლა და სტაილინგი
გამოყენება: სალონური და ყოველდღიური გამოყენება

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-60% Fanola ხვეული თმის შამპუნი Wonder Curl 1000 მლ 56.75 ₾ 22.70 ₾ -60% Fanola ხვეული თმის სპრეი Wonder Curl 150 მლ 48.85 ₾ 19.54 ₾ -70% Fanola გაყოფილი ბოლოების ელექსირი 100მლ 55.68 ₾ 16.70 ₾ -70% Fanola თერმო დამცავი სიყვითლის საწინააღმდეგო კრემი 150 მლ 64.64 ₾ 19.39 ₾ -70% Fanola თმის დამატენიანებელი ნიღაბი Beach 250 მლ 38.74 ₾ 11.62 ₾ -70% Fanola თმის დამატენიანებელი შამპუნი Beach 350 მლ 33.85 ₾ 10.15 ₾ -60% Fanola ხვეული თმის შამპუნი Wonder Curl 350 მლ 33.85 ₾ 13.54 ₾ -60% Fanola აღმდგენი კონდიციონერი Leave-in 300მლ 29.76 ₾ 11.90 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.