Forte Pharma ფორტენაითი ჟელიბონი ვაშლი და კარამელი 30 ცალი
Forte Pharma

ფორტენაითი ჟელიბონი ვაშლი და კარამელი 30 ცალი

ფასი 27.50 ₾ 55.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

ფორტენაითი ჟელიბონი ვაშლი და კარამელი 30 ცალი ფორტე ფარმა - Forte Pharma

მშვიდი ძილის ფორმულა!

საკვები დანამატი ფორტე ფარმა ფორტენაითი წარმოდგენილია საღეჭი ჟელიბონების ფორმით, რომელიც ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას და მშვიდი ძილის შენარჩუნებას.

· შეიცავს მელატონინს და ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს

· ჟელიბონის ფორმა არ საჭიროებს წყლის მიყოლებას

· არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას, არ აქვს მოხსნის სინდრომი

მელატონინი აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, გამოღვიძების შემდეგ არ იწვევს უხალისობას, დაღლილობის შეგრძნებას, არ ახასიათებს შეჩვევა და დამოკიდებულება.

კალიფორნიული ყაყაჩო ხელს უწყობს, ნერვული დაძაბულობის და გაღიზიანების შემცირებას, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, ამცირებს ჩაძინების დროს.

GABA (გამა-ამინო-ერბოს მჟავა) ხელს უწყობს ნერვული სისტემის დაბალანსებას და მოდუნებას.

მელისასა და ვალერიანის ექსტრაქტები ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებებია, რომლებიც ტრადიციულად შფოთვის, ნერვული დაძაბულობისა და ძილის დარღვევების შესამსუბუქებლად გამოიყენება.

ცაცხვის ექსტრაქტს ახასიათებს ბუნებრივი დამამშვიდებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, შეიცავს ეთერზეთებს და ფლავონოიდებს, რომლებიც განსაზღვრავენ მის სედატიურ და დამამშვიდებელ თვისებებს.

რეკომენდებულია ძილის დარღვევების დროს კომპლექსურ თერაპიაში.

შემადგენლობა:

საკვები დანამატის ერთი საღეჭი ჟელიბონი შეიცავს: მელატონინი - 1.9 მგ, კალიფორნიული ყაყაჩოს ექსტრაქტი - 50 მგ (რაც შეესაბამება 150 მგ მცენარეს), ვალერიანის ექსტრაქტი - 25 მგ (რაც შეესაბამება 75 მგ მცენარეს), GABA (გამა-ამინო-ერბოს მჟავა) - 20 მგ, მელისას ექსტრაქტი - 40 მგ, ცაცხვის ექსტრაქტი - 40 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ანტოციანინები, მჟავიანობის მცენარეული ზეთი, კარნაუბას ცვილი, ფრუქტოოლიგოსაქარიდი, წყალი, პექტინი.

დოზირება:

მიიღება ერთი საღეჭი ჟელიბონი ძილის წინ ½ საათით ადრე.

გაფრთხილება: მოერიდეთ საჭის მართვას მიღებიდან 5-6 საათის განმალობაში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ჟელიბონი ვაშლის და კარამელის არომატით.

მწარმოებელი: Forte Pharma laborotoire, ფორტე ფარმა, მონაკო.

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას. ვეგანური ფორმულა.

ფრანგული კომპანია ფორტე ფარმა® დაარსდა 1999 წელს ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომელიც შეესაბამება ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს, უკვე 25 წელზე მეტი გამოცდილებით, ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, ინოვაციურ ფორმულებს და აქტიურად თანამშრომლობს წამყვან სამეცნიერო ექსპერტებთან - მათ შორის ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან.

ფორტე ფარმას პროდუქციის ეფექტურობა და ხარისხი დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებით.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Forte Pharma ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Forte Pharma ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი 95.00 ₾ 47.50 ₾ -50% Forte Pharma ვიტალიტი 4G დეფენსი 20 დასალევი ამპულა 80.00 ₾ 40.00 ₾ -50% Forte Pharma ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Forte Pharma მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი 54.00 ₾ 27.00 ₾ -50% Forte Pharma მემორექსი 30 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G ენერჯი 30 შუშხუნა ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.