Forte Pharma ულტრა ბუსტი 4G იმუნიტი 30 შუშხუნა ტაბლეტი
Forte Pharma

ულტრა ბუსტი 4G იმუნიტი 30 შუშხუნა ტაბლეტი

ფასი 25.00 ₾ 50.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

ულტრა ბუსტი 4G იმუნიტი 30 შუშხუნა ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

ულტრა ბუსტი 4G იმუნიტის კომპლექსი აერთიანებს ოთხ ბუნებრივ აქტიურ ინგრედიენტს გუარანას, ჯანჯაფილს, ჟელე როიალს და ჟენშენს ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად. ფორმულა შექმნილია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად და ორგანიზმის საერთო ტონუსის გასაუმჯობესებლად.

· იდეალური არჩევანია სეზონური გაციების, სტრესული პერიოდის ან დაღლილობის დროს

· შეიცავს მაღალი დოზით C და D ვიტამინებს

· შუშხუნა ფორმა უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას

გუარანა აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ამაღლებს ენერგიის დონეს და ზრდის ფიზიკურ გამძლეობას.

ჟელე როიალი უნიკალური ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას. მისი მდიდარი და სრულფასოვანი შემადგენლობის გამო საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.

ჯანჯაფილი და ჟენშენი ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებია, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება საერთო ტონუსის და ფიზიკური გამძლეობის მხარდასაჭერად.

B ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი C და D, თუთია, სელენი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

რეკომენდებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.

შემადგენლობა თითო ტაბლეტზე:

გუარანას ექსტრაქტი 33.5 მგ (100 მგ მცენარის ეკვივალენტი), ჟენშენის ექსტრაქტი 13.35 მგ (20 მგ მცენარის ექვივალენტი), ჯანჯაფილის ექსტრაქტი - 5 მგ (20 მგ მცენარის ექვივალენტი), ლიოფიზირებული ჟელე როიალი (ფუტკრის რძე) - 6,67 (შეესაბამება 20 მგ სუფთა ფუტკრის რძეს), ლიოფილიზებული ვიტამინი B6 -1,6 მგ, ვიტამინი B9 - 200 მკგ, ვიტამინი B12-2,5 მკგ, ვიტამინი С - 1000 მგ, ვიტამინი D3 - 2000 სე, სელენი - 1 05 მკგ, სპილენძი - 1000 მკგ, თუთია - 10 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, ფრუქტოზა, ფორთოხლის არომატიზატორი, სუკრალოზა.

დოზირება:

მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში დილას, იხსნება 200 მლ წყალში. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე.

გაფრთხილება: შეიცავს კოფეინს (7 მგ დღიური დოზით), არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

უკუჩვენება:

ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღება.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ჰერმენტულად დახურულ მდგომარეობაში.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N30 შუშხუნა ტაბლეტი ფორთოხლის არომატით.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ფორტე ფარმა, მონაკო.

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Forte Pharma ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი 95.00 ₾ 47.50 ₾ -50% Forte Pharma ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Forte Pharma ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Forte Pharma მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი 54.00 ₾ 27.00 ₾ -50% Forte Pharma მემორექსი 30 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G ენერჯი 30 შუშხუნა ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma ტაურინი 15 შუშხუნა ტაბლეტი 26.00 ₾ 13.00 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.