Forte Pharma ულტრა ბუსტი 4G ჟენშენი 30 ტაბლეტი
Forte Pharma

ულტრა ბუსტი 4G ჟენშენი 30 ტაბლეტი

ფასი 35.00 ₾ 70.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

ულტრა ბუსტი 4G ჟენშენი 30 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

ენერგიის მხარდაჭერისთვის!

ფორმულა აერთიანებს ენერგიის ბუნებრივ წყაროს 4G კომპლექსს (ჟენშენი, გუარანა, სამეფო ჟელე, ჯანჯაფილი) და მაღალი დოზით ჟენშენს - 135 მგ-ს (1000 მგ მცენარის ეკვივალენტი), რომელიც ხელს უწყობს ენერგიის და პროდუქტიულობის მატებას მთელი დღის განმავლობაში.

ჟენშენის ექსტრაქტი ცნობილია როგორც ბუნებრივი ადაპტოგენი, რომელიც ხელს უწყობს ტონუსის და ენერგიის მატებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და რეაქციის სისწრაფეს.

ჯანჯაფილი ხასიათდება ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი თვისებებით.

გუარანა ბუნებრივი კოფეინის წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციის და ენერგიის დონის ზრდას.

ჟელე როიალი შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებს და მინერალებს, ტრადიციულად გამოიყენება იმუნური სისტემის და საერთო გამძლეობის მხარდასაჭერად.

კოფეინი ბუნებრივი სტიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მომატებას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.

ვიტამინი B5 ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას.

რეკომენდებულია ძალების სწრაფად აღსადგენად - ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, სტრესული და გადატვირთული გრაფიკის, კონცენტრაციის დაქვეითების დროს, ასევე სპორტული ან ინტელექტუალური დატვირთვის წინ და შემდეგ.

შემადგენლობა:

დღიური დოზა ერტი ტაბლეტი შეიცავს: ჟენშენის ექსტრაქტი - 135 მგ (1000 მგ მცენარის ეკვივალენტი), გუარანას ექსტრაქტი - 230 მგ, ჯანჯაფილის ექსტრაქტი - 50 მგ, ლიოფიზირებული ჟელე როიალი (ფუტკრის რძე) - 34 მგ (შეესაბამება 100 მგ ახალ ფუტკრის რძეს), ვიტამინი B5 - 0.9 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის მარილები, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, სორბიტოლი.

დოზირება:

მიიღება1 ტაბლეტი დილით საუზმის შემდეგ 200 მლ წყალთან ერთად, 1 თვე.

გაფრთხილება: შეიცავს კოფეინს (50 მგ დღიური დოზით), არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

უკუჩვენება:

ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღება.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ფორტე ფარმა, მონაკო.

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Forte Pharma ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი 95.00 ₾ 47.50 ₾ -50% Forte Pharma ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Forte Pharma ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Forte Pharma მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი 54.00 ₾ 27.00 ₾ -50% Forte Pharma მემორექსი 30 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma ტაურინი 15 შუშხუნა ტაბლეტი 26.00 ₾ 13.00 ₾ -50% Forte Pharma ტიგრა მენი 28 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.