Gengigel პირის ღრუს სავლები 150 მლ
Gengigel

პირის ღრუს სავლები 150 მლ

ფასი 31.99 ₾ 35.50 ₾-9% 1 აფთიაქში

აღწერა

პირის ღრუს სავლები გენგიგელი - Gengigel

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით) . . . . . . . . . . . . . 0.025%

დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტი, ცელულოზა, პოლისორბატ 20, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი (PEG-40), პოლიკარბოფილი, დიქლორბენზილი,სოდიუმ ჰიდროქსიდი, დემინერალიზებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: გენგიგელი შეიცავს მაღალი მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავას, რომელიც ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეუცვლელი ელემენტია.

ის ურთიერთქმედებს შემაერთებელი ქსოვილის სხვა ელემენტებთან და უზრუნველყოფს პერიოდონტის შემაერთებელი ქსოვილის სტაბილურობას და ელასტიურობას.

ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პერიოდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში. ჰიალურონის მჟავა მოქმედებს ფიბრობლასტების გადაადგილებაზე და ფიბროგენეზზე, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.

გენგიგელი® :

· შეიცავს არაცხოველურ, ბიოტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ, მაღალი მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავას (სოდიუმ ჰიალურონატის სახით).

· გენგიგელშის შემადგენლობაში შემავალი ბიოპოლიმერების ნაკრები უზრუნველყობს მის გამოხატულ მუკოადჰეზიურ თვისებებს

· გენგიგელი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, გამოიყენება შეუზღუდავად ორსულებში, დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბავშვებში 0 ასაკიდან.

გამოყენების ჩვენება

ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს პირის ღრუს რბილი ქსოვილების სწრაფ აღდგენას:

· ღრძილის ანთებითი პროცესების დროს (პაროდონტიტი, გინგივიტი, ღძილის პათოლოგიური ჯიბე)

· ღრძილებიდან სისხლდენისას

· აფტოზური სტომატიტის და წყლულის დროს

· პირის ღრუს ქსოვილების ტრავმული დაზიანების დროს (პროთეზით ან ბრეკეტ-სისტემით გამოწვეული ღრძილის დაზიანება)

· კბილის ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში

· იმპლანტაციის შემდგომ პერიოდში

გამოყეების წესი

10მლ (ერთი დოზა) განუზავებელი სახით გამოივლეთ 1-2 წუთის განმავლობაში, დღეში 3-5 ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.

გაფრთხილება

შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის მიმართ

ინახება 5°C დან 40°C-მდე ტემპერატურის პირობებში

მწარმოებელი

RICERFARMA srl

მილანი, იტალია

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-9% Gengigel კბილის პასტა 75 მლ 24.30 ₾ 21.90 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს გელი 20 მლ 35.50 ₾ 31.99 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს გელი ფორტე 8 მლ 34.80 ₾ 31.36 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს სავლები პერიო 200 მლ 43.50 ₾ 39.20 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს სავლები ფორტე პერიო 200 მლ 43.50 ₾ 39.20 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს სპრეი ფორტე პერიო 20 მლ 43.50 ₾ 39.20 ₾ -50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ 2 აფთიაქში Splat კბილის პასტა Coffee Out 75მლ ფასი-დან 11.15 ₾ 2 აფთიაქში

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.