Granions გაღიზიაანებული და მგრძნობიარე კანის ბალზამი CICA 40მლ
Granions

გაღიზიაანებული და მგრძნობიარე კანის ბალზამი CICA 40მლ

ფასი 30.00 ₾ 60.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

გაღიზიაანებული და მგრძნობიარე კანის ბალზამი CICA 40მლ გრანიო - Granions

გაღიზიანებული, მგრძნობიარე კანის ბალზამი 40 მლ

91% - კანის რეგენერაცია, 86% - სიწითლის შემცირება

უნიკალური ფორმულა

ბუნებრივი შემადგენლობის მქონე სამკურნალო ბალზამი სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას, აქვს დამამშვიდებელი, სიწითლის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, აჩქარებს შეხორცებით პროცესებს, ამცირებს სიმშრალეს, ქავილს, ასევე ჭრილობის შემდგომ ნაწიბურებს, აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას, ატენიანებს მას და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ხდის კანის სტრუქტურას ერთგვაროვანს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვილებში, ისე მოზრდილებში. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ.

სპილენძი + თუთია + მანგანუმი გააჩნია რეგენერაციული მოქმედება, აჩქარებს და აუმჯობესებს შეხორცებით პროცესებს.

ენოქსოლონი ხასიათდება დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, წმენდს კანს, ამცირებს ქავილის და გაღიზიანების შეგრძნებას.

გლიცერინი არბილებს კანს, იცავს მას გამოშრობისგან.

რეკომენდებულია

· კანის ჰიპერემია, ანთება

· კანის სიმშრალე, ქავილი, გაღიზიანება

· ჭრილობები, ჭრილობის შემდგომი ლაქები და ნაწიბურები

· დარღვეული კანის ბარიერი და არაერთგვაროვანი სტრუქტურა

· ესთეტიკური ჩარევები (ტატუ, პერმანენტული მაკიაჟი, პილინგი და სხ.)

შემადგენლობა

წყალი (AQUA), კაპრილიკური/კაპრიული ტრიგლიცერიდი, თხევადი პარაფინი (PARAFFINUM LIQUIDUM – მინერალური ზეთი), პარაფინი, გლიცერინი, თუთიის ოქსიდი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილის ლაურატი, ცვილის ცერა (CERA ALBA – ფიჭვის ცვილი), პოლიგლიცერილ-2 დიპოლიჰიდროქსისტეარატი, პოლიგლიცერილ-3 დიისოსტეარატი, ბუტილენ გლიკოლი, გლიცირეტინის მჟავა, ლიმონმჟავა (ციტრის მჟავა), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, თუთიის სულფატი, სპილენძის სულფატი, ლონიცერა კაპრიფოლიუმის (შროშანისებრი ჟასმინის) ყვავილის ექსტრაქტი, მანგანუმის სულფატი, ლონიცერა იაპონიკას (იაპონური ჟასმინი) ყვავილის ექსტრაქტი.

გამოყენების წესი

დაიტანეთ ბალზამი სუფთა, მშრალ კანზე დღეში 1-4 ჯერ. გამოიყენება ჩვილობის ასაკიდან, ბავშვებსა და მოზრდილებში. განკუთვნილია სახისთვის და სხეულისთვის. რეკომენდებულია დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდგომ პერიოდში (პილინგი, ლაზერი), მზის დამწვრობის დროს.სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან ან წებოვან ფენას.

გაფრთხილება: არ გამოიყენება ღრმა, ღია ჭრილობაზე.

გამოშვების ფორმა: 40 მლ ბალზამი.

მწარმოებელი: გრანიო დერმატოლოჯი/დამზადებულია საფრანგეთში.

ლაბორატორია გრანიო - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია გრანიო 75 წელზე მეტია ქმნის და ავითარებს ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პროდუქტებს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინოვაცია, სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი, ფოკუსირებულია მიკროელემენტების დოზირებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და შეწოვის მექანიზმებზე, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა ოლიგოთერაპიის მიმართულებით. ლაბორატორია გრანიოს პროდუქცია დამზადებულია (GMP) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ დონეს და უსაფრთხოებას.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-29% Bubchen ბავშვის ტალკი 100გრ 14.85 ₾ 10.40 ₾ 2 აფთიაქში Bionnex ხელის კრემი 50 მლ. ფასი-დან 14.92 ₾ 2 აფთიაქში -30% Nivea ხელის კრემი ზეთისხილი 75მლ 7.90 ₾ 5.53 ₾ 2 აფთიაქში -50% Bioderma ხელისა და ფრჩხილის მკვებავი კრემი Atoderm 50 მლ 30.00 ₾ 15.00 ₾ 2 აფთიაქში -60% Sebamed ბავშვის პუდრა 200გ 24.50 ₾ 9.80 ₾ -60% Le Petit Olivier მისტი სხულის Lav-Coco 100 მლ 39.85 ₾ 15.94 ₾ -60% Le Petit Olivier მისტი სხულის Lemon-Sea 100 მლ 39.85 ₾ 15.94 ₾ -60% Topicrem სახისა და ტანის სკრაბი 200მლ 74.50 ₾ 29.80 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.