Granions კუნთების მიორელაქსანტი დასალევი ამპულა 30 ცალი
Granions

კუნთების მიორელაქსანტი დასალევი ამპულა 30 ცალი

ფასი 21.00 ₾ 42.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

კუნთების მიორელაქსანტი დასალევი ამპულა 30 ცალი - ოლიგოელემენტი მაღალი ბიოშეღწევადობით გრანიო - Granions

კუნთების ნორმალური ფუნქციონირების მხარდასაჭერად!

გრანიოს კუნთების მიორელაქსანტი ამპულებში ხელს უწყობს ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობის მხარდაჭერას!

· ხსნის კუნთების სპაზმს და დაჭიმულობას, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას

· აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას

· ასტიმულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს და ძვლის მინერალიზაციას, აგრეთვე B6, C და E ვიტამინების შეწოვას

· ხელს უწყობს ნერვ-კუნთოვანი იმპულსის გადაცემას

· რეკომენდებულია მოზარდებისთვის და ორსულებისთვის

· არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, 100%-ით ვეგანურია

მაგნიუმი წარმოადგენს ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს 200 - მდე ბიოქიმიურ რეაქციაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში. მაგნიუმი, როგორც ძირითადი მინერალური ელემენტი, ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ფუნქციონირებას, მონაწილეობს კუნთების შეკუმშვა-მოდუნების პროცესებში.

სელენი და სპილენძი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

B ჯგუფის ვიტამინები (B1, B6, B12) ხელს უწყობს ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემას, ამცირებს დაღლილობას, აჩქარებს კუნთების აღდგენას.

კალიუმი მონაწილეობს კუნთების ნორმალურ შეკუმშვა-მოდუნებაში, ხელს უშლის სპაზმების განვითარებას.

რეკომენდებულია კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:

· კუნთების ტკივილი და სპაზმი (კრამპი)

· ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება

· ნერვ-კუნთოვანი დარღვევები

· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

· გულის რითმის დარღვევა

· ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა

შემადგენლობა:

საკვები დანამატის დღიური დოზის 2 დასალევი ამპულა შეიცავს: კალიუმი - 80 მგ, მაგნიუმი - 56,25 მგ, სპილენძის - 1 მგ, ვიტამინი B1 - 1,1 მგ, ვიტამინი B6 - 1,4 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, სელენი - 50 მკგ.

დამატებითი ინგრედიენტები: გასუფთავებული წყალი, მინერალები: მაგნიუმის აცეტატი, კალიუმის ციტრატი, სპილენძის გლუკონატი, ნატრიუმის სელენიტი, არომატიზატორი, კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი. ვიტამინები: B1, B6, B12. დამატკბობელი: სუკრალოზა, გლიცერინი. კოლოიდური აგენტი: ამილოზა.

დოზირება:

მიიღება 2 ამპულა დღეში კვებისგან დამოუკიდებლად, ამპულის შიგთავსი იხსნება 200 მლ წყალში, ამპულა მიღებამდე უნდა შეინჯღრეს, მიღების ხანგრძლივობა 15 - 30 დღე.

არ შეიცავს: გლუტენს, ლაქტოზას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: კოლოფზე მითითებული ვადის ამოწურვამდე.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა:№30 დასალევი ამპულა.

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

ლაბორატორია გრანიო® - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია ლაბორატორია გრანიო® 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნის და ავითარებს პრემიუმ ხაზის ინოვაციურ საკვებ დანამატებს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას. კომპანიის სტრატეგიული საქმიანობა ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი. კომპანიის კვლევითი და ტექნოლოგიური მიდგომა ორიენტირებულია მიკროელემენტების ზუსტ დოზირებაზე, მათ შორის ბიოქიმიურ ურთიერთქმედებებსა და შეწოვის მექანიზმებზე, რაც განაპირობებს მის წამყვან როლს ოლიგოთერაპიის მიმართულებით.

ლაბორატორია გრანიო®, როგორც ოლიგოთერაპიისა და საკვები დანამატების წამყვანი ფრანგული ბრენდი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ზღვის კოლაგენის შემცველი პროდუქტების წარმოებას. ეს არჩევანი განპირობებულია ზღვის კოლაგენის უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობითა და მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებით, რაც ხელს უწყობს თმა, კანი, ფრჩხილის, სახსრების და

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Granions ავტორუჯი Oligo Sun 2In1 60 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Granions კოლაგენი მულტი 60 ტაბლეტი 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი 60 ტაბლეტი 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფორტე 30 ტაბლეტი 55.00 ₾ 27.50 ₾ -50% Granions თმა კანი და ფრჩხილი 60 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾ -50% Granions კურკუმა 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Granions ლონგევიტიNAD კომპლექსი 60 ტაბლეტი 125.00 ₾ 62.50 ₾ -50% Granions პრო კერატინი თმის 4In1 90 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.