აღწერა
მოქმედება
HiPP 3 PURE აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის, დამატებითი კვების ასაკში, საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდებას.
რეკომენდებულია 10 თვიდან
ინგრედიენტები / შემადგენლობა
ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები DHA ხელს უწყობს ჩვილებში მხედველობის განვითარებას.
სასარგებლო ეფექტი მიიღწევა DHA-ს 100 მგ-ის ყოველდღიური მიღებით.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ALA (ალფა-ლინოლენის მჟავა): ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული ქსოვილის განვითარებას.
Ca (კალციუმი): კალციუმი ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ განვითარებას.
მომზადების წესი
- აადუღეთ სუფთა სასმელი წყალი და გააგრილეთ დაახლოებით 40-50 °C-მდე.
- ჩაასხით ადუღებული წყლის საჭირო რაოდენობა (იხ. კვების ცხრილი) საკვებ ბოთლში.
- კოლოფში მოთავსებული საზომი კოვზით ამოიღეთ მშრალი ნარევის საჭირო რაოდენობა (იხ. კვების ცხრილი). საზომ კოვზს ზედმეტი რაოდენობა მოაცილეთ დანის გლუვი პირით. დაუმატეთ ჭურჭელში მომზადებულ წყალს.
- დაახურეთ ბოთლს თავი და კარგად შეანჯღრიეთ.
- გააციეთ კვების ტემპერატურამდე (დაახლოებით 37°C), შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა ჭამის წინ.
დაიცავით დოზირება ქვემოთ ნაჩვენები ცხრილის მიხედვით
- 150მლ ადუღებული წყალი + 5 საზომი კოვზი ჰიპი 3 = 170მლ საკვებად მზა რძე.
- 180მლ ადუღებული წყალი + 6 საზომი კოვზი ჰიპი 3 = 200მლ საკვებად მზა რძე.
- 210მლ ადუღებული წყალი + 7 საზომი კოვზი ჰიპი 3 = 235მლ საკვებად მზა რძე.
წონა/რაოდენობა
500 გრ
გამოყენების წესი
- გახსნილი პაკეტი, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად შეკარით და შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
- გახსნილი კოლოფი ვარგისია 3 კვირის განმავლობაში.
- ნუ გააცხელებთ რძეს მიკროტალღოვან ღუმელში.
- არ შეინახოთ თბილი რძე თერმოსში.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.