აღწერა
Humana 1 — საწყისი რძის ფორმულა დაბადებიდან (600 გ)
ყურადღება!
გახსოვდეთ, დედის რძე თქვენი ბავშვისთვის იდეალური საკვებია. აუცილებლად დაიცავით საკვების გამოყენებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება!
პროდუქტის უპირატესობები:
• პრებიოტიკები (გალაქტო-ოლიგოსაქარიდები, დედის რძის მსგავსად ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას)
• LCPUFA - ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები (ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტური და მხედველობის უნარების განვითარებას და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას)
• ნუკლეოტიდები (დედის რძის მნიშვნელოვანი კომპონენტი, მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში)
• რკინის ბისგლიცინატი (4-ჯერ ზრდის რკინის შეწოვას)
• არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს; არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს; არ შეიცავს გლუტენს
ინგრედიენტები:
დემინერალიზებული შრატის ფხვნილი, მცენარეული ზეთები (პალმის, რაფსის, მზესუმზირის), ლაქტოზა, უცხიმო რძის ფხვნილი, გალაქტო-ოლიგოსაქარიდი (რძისგან), პალმის კურკის ცხიმი, კალიუმის ქლორიდი, ორთოფოსფორმჟავას კალციუმის მარილები, ნატრიუმის ციტრატი, კალციუმის კარბონატი, მიკროწყალმცენარე Schizochytrium sp.-ის ზეთი, ქოლინის ბიტარტრატი, Mortierella alpina-ს ზეთი, მაგნიუმის კარბონატი, L-თიროზინი, ვიტამინი C, ინოზიტოლი, L-ფენილალანინი, L-ტრიპტოფანი, კალიუმის ციტრატი, ტაურინი, ნუკლეოტიდები, რკინის ბისგლიცინატი, თუთიის სულფატი, ვიტამინი E, პანტოთენის მჟავა, ნიაცინი, თიამინი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი, ვიტამინი B6, ვიტამინი A, ვიტამინი D, რიბოფლავინი, კალიუმის იოდიდი, ფოლიუმის მჟავა, K ვიტამინი, ნატრიუმის სელენატი, ბიოტინი, B12 ვიტამინი.
ნეტო მასა: 600 გ
მომზადების წესი:
ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C-მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის სრული რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვანეთ 37°C-მდე. მზა საკვები გამოიყენეთ 40 წუთის განმავლობაში!
კვების ცხრილი (საორიენტაციო):
• 0-1 თვე: 90 მლ წყალი + 3 კოვზი = 100 მლ მზა საკვები
• 2 თვე: 90 მლ წყალი + 3 კოვზი = 100 მლ მზა საკვები
• 3 თვე: 120 მლ წყალი + 4 კოვზი = 130 მლ მზა საკვები
• 4 თვე: 150 მლ წყალი + 5 კოვზი = 170 მლ მზა საკვები
• 4 თვის შემდეგ: 180 მლ წყალი + 6 კოვზი = 200 მლ მზა საკვები
შენახვის პირობები: გახსნილ მდგომარეობაში ინახება 21 დღის განმავლობაში. კოლოფი შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
დისტრიბუტორი: შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“. ტელ: (032) 2 15 15 35.
არტიკულის ნომერი: 70763
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.