IREX საწინააღმდეგო სითხე 30+15 ღამე
IREX

საწინააღმდეგო სითხე 30+15 ღამე

ფასი 7.95 ₾ 1 აფთიაქში

აღწერა

"IREX კოღოების საწინააღმდეგო სითხე, 30 ღამე + 15 ღამე საჩუქრად

დანიშნულება:

ოთახში კოღოების გასანადგურებლად.

გამოყენების წესი:

მოხსენით ფლაკონის თავსახური და ფლაკონი ბოლომდე ჩახრახნეთ მოწყობილობაში. ჩართეთ მოწყობილობა ელექტრო ქსელში (220 ვ/V) ისე, რომ ფლაკონი ვერტიკალურად იყოს განთავსებული. ფლაკონი გათვლილია 13–20 მ² ფართობის ოთახისთვის. მუშაობის დასრულების შემდეგ გამორთეთ მოწყობილობა ელექტრო ქსელიდან. ამოხრახნეთ ფლაკონი და დახურეთ თავსახურით შემდეგ გამოყენებამდე.

უსაფრთხოების ზომები:

დააყენეთ მოწყობილობა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მოარიდეთ აალებად საგნებს. გამოყენებამდე დახურეთ აკვარიუმები. საშუალება გამოიყენეთ ღია სარკმლებისა და ფანჯრების პირობებში არაუმეტეს 6 საათისა დღეში. დახურული ფანჯრების პირობებში გამოიყენეთ ადამიანების არყოფნისას 30 წუთის განმავლობაში, შემდგომი განიავებით.

ალერგიული დაავადებების მქონე პირებმა, ქიმიური ან სამკურნალო ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე პირებმა, ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა საშუალება გამოიყენონ სიფრთხილით.

მოერიდეთ საშუალების მოხვედრას პირში, კანზე და თვალებში. თუ თვალის გაღიზიანება გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს. ექიმთან მიმართვისას თან იქონიეთ პროდუქტის შეფუთვა ან ეტიკეტი.

მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენებისთვის არ შეეხოთ ჩართულ მოწყობილობას სველი ხელებით ან მეტალის საგნებით. ჩართული მოწყობილობა გამოიყენეთ ადამიანიდან მინიმუმ 1 მ დაშორებით.

გაფრთხილება:

საშუალება მიეკუთვნება დაბალი საშიშროების პრეპარატებს ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით. იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

საშუალების კანზე მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად მოაშორეთ (არ შეიზილოთ) ბამბით ან ქსოვილით.

თვალში მოხვედრის შემთხვევაში კარგად და უხვად ჩამობანეთ წყლით.

პირში მოხვედრის შემთხვევაში გამოივლეთ წყლით და დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი 10–20 დაფქულ აქტივირებული ნახშირის ტაბლეტთან ერთად.

არ გამოიწვიოთ ღებინება!

საშუალების ორთქლადი კომპონენტები დაბალი საშიშროებისაა დეზინსექციის საშუალებების საშიშროების კლასიფიკაციის მიხედვით.

საშუალება აალებადია.

გადააგდეთ როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

არ გამოიყენოთ საკვებად!

შენახვის პირობები:

შეინახეთ საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +5°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი წარმოების თარიღიდან.

წარმოების თარიღი (პარტიის ნომერი) / ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

შემადგენლობა:

0,6–0,9% პრალეტრინი; ≥30%: გამხსნელი; <5%: სტაბილიზატორი.

მწარმოებელი:

პპ „Madeus“, უკრაინა, 09117, კიევის ოლქი, ქ. ბილა ცერკვა, კიევის ქ. 72 ა."

წყარო: Impex (myimpex.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.