აღწერა
თმის სპრეი Sublime კეიპრო - Kaypro
თმის მოვლის საშუალება განკუთვნილია დაზიანებული, მტვრევადი, ასევე შეღებვისგან, გაღიავებისგან, თერმული დამუშავებისგან დაზიანებული თმისთვის, მშრალი და გამოფიტული თმისთვის. ეფექტურია ბოლოების გაყოფისკენ მიდრეკილი თმისთვისაც. კონცენტრირებული სპრეი თმას უბრუნებს ახალ სიცოცხლეს, ატენიანებს, ანიჭებს ბზინვარებას და სირბილეს. ღრმად კვებავს თმას, არბილებს და ანიჭებს ელასტიურობას დამძიმების გარეშე. კერატინის შემცველობის წყალობით აღადგენს და აღანსაღებს თმას სტრუქტურულად. უბრუნებს ჯანსაღ იერსახეს. არ შეიცავს SLS/SLES-ს.
თმის ტიპიგანკუთვნილია დაზიანებული თმისთვის.
გამოყენების წესი- გამოიყენება საჭიროებისამებრ სიხშირით.
- შეისხურეთ ნოტიო თმაზე თანაბრად, ჩამოივარცხნეთ და გაიშრეთ.
- არ ჩამოიბანოთ.
- სპრეის გამოყენება აუცილებელია სუფთა თმაზე.
- საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ კერატინის შემცველ თმის მოვლის საშუალებებთან კომბინაციაში. Kaypro - კეიპრო დაზიანებული თმის შამპუნი კერატინით 1000 მლ 8492
ჰიდროლიზებული კერატინი.
ინგრედიენტებიAqua (Water), Cyclopentasiloxane, Cetearyl Alcohol, Quaternium-82, Behentrimonium chloride, Phenoxyethanol, Parfum (Fragrance), Stearamidopropyl Dimethylamine, Dimethicone, Dimethiconol, Isopropyl Alcohol, Ethylhexylglycerin, Hydrolyzed keratin, Citric Acid, Propylene Glycol, Benzyl Salicylate, Linalool, Triethanolamine.
მოცულობა200 მლ.
სერია შესახებ ინფორმაციაKaypro-ს კერატინის შემცველ სერიაში ხელმისაწვდომია დაზიანებული თმის მოვლისთვის განკუთვნილი ყველა ტიპის პროდუქტი: შამპუნი, ნიღაბი, შრატი, კერატინის ფილერი, სპრეი - თითოეული მათგანის დანიშნულებაა სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნოს გამომშრალ, დაზიანებულ, გამოფიტულ და უსიცოცხლო თმას.
ბრენდის შესახებ ინფორმაციათმის მოვლის იტალიური ბრენდი Kaypro 1980-იან წლებში გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. დაარსების დღიდან დღემდე ბრენდის ამოსავალი წერტილი პროფესიონალური პროდუქტების წარმოებაა — მისი შამპუნები, კონდიციონერები თუ სამკურნალო საშუალებები მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.