მაგნე ჰელსი - Magne Health 100 კაფსულა

მაგნე ჰელსი - Magne Health 100 კაფსულა

ფასი 88.44 ₾ 98.15 ₾-9% 1 აფთიაქში

აღწერა

მაგნე ჰელსი

მაგნიუმის ბისგლიცინატი

მოქმედი ნივთიერება:

მაგნიუმის ბისგლიცინატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი HCl)

მოკლე აღწერა - მაღალი ბიოშეღწევადობის ქელატური ფორმის მაგნიუმის ბისგლიცინატი ვიტამინ B6-თან კომბინაციაში — ნერვული სისტემის, კუნთოვანი ფუნქციისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მხარდაჭერისთვის.

აღწერა
1 ვეგანური კაფსულა შეიცავს: 500 მგ მაგნიუმის ბისგლიცინატს (100 მგ მაგნიუმის სახით) და 5 მგ ვიტამინი B6-ს (პირიდოქსინი HCl)
მაგნიუმის ბისგლიცინატი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, სადაც მაგნიუმის იონი დაკავშირებულია ამინომჟავა გლიცინის ორ მოლეკულასთან, აღნიშნული სტრუქტურა უზრუნველყოფს მის სტაბილურობას, მაღალ ბიოშეღწევადობას, ეფექტურ აბსორბციასა და კუჭ-ნაწლავის სისტემისადმი კარგ ტოლერანტობას.
ვიტამინი B6 აუმჯობესებს მაგნიუმის აბსორბციას, მონაწილეობს მის უჯრედშიდა ტრანსპორტსა და ნერვული სისტემის მეტაბოლურ რეგულაციაში. ჩვენება მაგნიუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და კომპლექსური მხარდაჭერა

ნერვული სისტემა და ემოციური ფონი:

o სტრესი

o ნერვული დაძაბულობა

o გაღიზიანებადობა

o შფოთვის შეგრძნება

ენერგია და საერთო მდგომარეობა:

o ენერგიის დაქვეითება

o ქრონიკული დაღლილობა

o ასთენიური სინდრომი

o გონებრივი გადაღლა

ძილი:

o ძილის დარღვევა

o დაძინების გაძნელება

კუნთოვანი სისტემა:

o კუნთების დაძაბულობა

o კუნთების სპაზმი

o კუნთოვანი ტონუსის მხარდაჭერა

o ფიზიკური გადატვირთვა

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

o გულის რითმის მხარდაჭერა

o არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნების ხელშეწყობა

ქალთა ჯანმრთელობა:

o პრემენსტრუალური სინდრომი (PMS)

o კლიმაქტერული პერიოდი

o ორსულობის პერიოდში (ტოქსიკოზი, საშვილოსნოს ტონუსი) — ექიმის რეკომენდაციით

სხვა მდგომარეობები:

o შაკიკის დროს საერთო მდგომარეობის მხარდაჭერა

o თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებისას დამატებითი მხარდაჭერა

მოქმედება

მაგნიუმი წარმოადგენს აუცილებელ მინერალს, რომელიც მონაწილეობს 200-ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში, მათ შორის ენერგიის გამომუშავებაში, ნერვული იმპულსების გადაცემასა და კუნთოვანი ფუნქციის რეგულაციაში.
მაგნიუმის ბისგლიცინატი ხელს უწყობს:
• ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

• ნეირომუსკულარული ბალანსის შენარჩუნებას

• ენერგიის გამომუშავებას და დაღლილობის შემცირებას

• გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

• ძილის ფიზიოლოგიური პროცესების მხარდაჭერას

• ნეირომუსკულარული გაღიზიანების შემცირებას

მონაწილეობს:

• კუნთების შეკუმშვა-მოდუნების პროცესში

• ძვლისა და კბილების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში

• გლუკოზის მეტაბოლიზმში

• ძვლის ფორმირებაში და ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებაში

ვიტამინი B6 ხელს უწყობს მაგნიუმის ბიოშეღწევადობას და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

დოზირება და მიღების წესი

ბავშვებში 2 წლის ასაკიდან ექიმის რეკომენდაციით.
მოზრდილებში პროფილაქტიკური დოზა: 2 კაფსულა დღეში.
მაღალი საჭიროების შემთხვევაში დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
გაფრთხილება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმის რეკომენდაციით
შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

რაოდენობა და ფორმა: 100 ვეგანური კაფსულა

ბრენდის ქვეყანა: ნიდერლანდები

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.