Me Luna მენსტრუალური ჭიქა SOFT ბეიზ. ვარდისფერი L
Me Luna

მენსტრუალური ჭიქა SOFT ბეიზ. ვარდისფერი L

ფასი 65.19 ₾ 1 აფთიაქში

აღწერა

მენსტრუალური ჭიქა SOFT Basic ვარდისფერი L
გამოყენება: Me Luna-ს მენსტრუალური ჭიქის მოსათავსებლად საჭიროა, ის ჯერ სათანადოდ მოიკეცოს რომელიმე ხერხით და ასე მიეცეს სასურველი და ოპტიმალური ფორმა. მოთავსდება იმგვარად, როგორც მომხმარებლისთვისაა მოსახერხებელი. გამოცვლა/დაცლა, როგორც წესი, საკმარისია დღეში 3-4-ჯერ. ჭიქა უნდა ამოვიღოთ მის ბოლოში არსებული მცირე ზომის სახელურით.

ჰიგიენა და დეზინფექცია: თავდაპირველ გამოყენებამდე აუცილებელია ჭიქის გასტერილება სპეციალური სასტერილიზაციო სითხით ან მარტივად, ცხელი/მდუღარე წყლით დამუშავებით - ე.წ. გამოხარშვით. გამოხარშვისას ჭიქა მინიმუმ 3 წუთი უნდა გააჩეროთ მდუღარე წყალში. ციკლის პერიოდში ჭიქის მოხმარებისას სასურველია ყოველი დაცლისას ჭიქა დამუშავდეს ინტიმური გელით და გაირეცხოს გამდინარე წყლით ან სპეციალური სითხით. წყალში უნდა გავავლოთ მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. აუცილებელია ჭიქის დეზინფექცია ყოველი ციკლის შემდგომ, შენახვამდე და ხელახალი მოხმარების წინ.

ზომა: მენსტრუალური ჭიქა არის რამდენიმე სახეობის - მასალის სიმყარისა და შემადგენლობის მიხედვით და რამდენიმე ზომის - ჭიქის მოცულობისა და დიამეტრის შესაბამისად.

სხვაობა სახეობებს შორის: CLASSIC - საშუალო სიმყარის, სტანდარტული არაალერგიული მასალა. SOFT - რბილი და ძალიან დრეკადი არაალერგიული მასალა. SPORT - მყარი, შედარებით რთულად დრეკადი არაალერგიული მასალა. დამჭერები: რგოლი, ღერო და ნახვრეტიანი სახელური.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

Me Luna მენსტრუალური ჭიქა NATURAL CROCUS M 85.74 ₾ Me Luna მენსტრუალური ჭიქა NATURAL CROCUS L 85.74 ₾ Me Luna მენსტრუალური ჭიქა SOFT ბეიზ. ვარდისფერი S 65.09 ₾ Me Luna მენსტრუალური ჭიქის სახელური L 12.15 ₾ Me Luna მენსტრუალური ჭიქის სახელური M 12.15 ₾ Me Luna მენსტრუალური ჭიქის სახელური S 12.15 ₾ Me Luna მენსტრუალური ჭიქის ჯაგრისი 4 ცალი 8.23 ₾ Me Luna მენსტრუალური სველი საწმენდი 30 ცალი 9.12 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.