Orthomol აირონ პლიუსი
Orthomol

აირონ პლიუსი

ფასი 105.00 ₾ 1 აფთიაქში

აღწერა

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® აირონ პლიუსი

რკინისა და C ვიტამინის იდეალური კომბინაცია.

ორთომოლ® აირონ პლიუსის რკინის დანამატი შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად. ვიტამინ C და აცეროლას კონცენტრატთან ერთად უზრუნველყოფს რკინის უკეთეს ათვისებას.

ორთომოლ® აირონ პლიუსში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:

რკინა ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.

აცეროლა იცავს ორგანიზმს თავისუფალი რკინით გამოწვეული დაზიანებისგან. აფერხებს ქსოვილების დაზიანებას მაიონიზებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან, მაღალი ბიოშეღწევადობის გამო თერაპიული ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ონკოპაციენტებში.

აცეროლა ასევე შეიცავს: ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს (რუტინი, ანტოციანები), ვიტამინებს B1 და B2, პროვიტამინ A-ს.

ფლავონოიდებს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიალერგიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს.

ვიტამინი B1 და B2 მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.

პროვიტამინი A ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

C ვიტამინი რკინასთან კომბინაციაში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას, არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მონაწილეობს მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.

იხილეთ ბლოგი: რა პრობლემებს იწვევს რკინისა და მაგნიუმის დეფიციტი და როგორია ორთომოლეკულური მედიცინის როლი მათ აღმოფხვრაში

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა

· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია

· პოსტოპერაციული ანემია

· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი

· ჭარბი მენსტრუაცია

· სისხლის დონორობა

გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:

· ორსულობა

· ინტენსიური ზრდის პერიოდი

· ვეგანები და ვეგეტარიანელები

· დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი

· ხანდაზმული ასაკი

· ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

· ონკოპაციენტები

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 1 კაფსულა (0,37 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა % NRV* რკინა 18 მგ 129 ვიტამინი C 55 მგ 69 აცეროლას წვენის კონცენტრატი 205 მგ


*NRV ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: ვიტამინი C მიღებული აცეროლას წვენის კონცენტრატისგან (Malpighia glabra) ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, რაფსის ზეთი, რკინის ფუმარატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, რკინის ოქსიდის პიგმენტი.

ორთომოლ® აირონ პლიუსის მიღების წესი:

· მიიღება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად დილით. მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად

· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში ერთხელ, მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით

გაფრთხილება: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

Orthomol ვიტამინ D3+K2 20მლ სპრეი 70.00 ₾ Orthomol ჯუნიორი C პლიუსი - Junior C plus ჟოლოს და ლაიმი 30 პაკეტი 170.00 ₾ Orthomol ჯუნიორი C პლიუსი კენკრა 170.00 ₾ Orthomol ჯუნიორი C+ ციტრუსი 30 პაკეტი 170.00 ₾ Orthomol ნატალი პრე 30 კაფსულა 170.00 ₾ -15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ 2 აფთიაქში -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ 2 აფთიაქში -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.