აღწერა
პრო ჯუნიორი საღეჭი 30 ტაბლეტი ორთომოლი - Orthomol
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლი®პრო ჯუნიორი - ნაწლავის მიკრობიოტის და იმუნიტეტის მხარდასაჭერად!
ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: 5 მილირდი 6 მიკრობიოტული შტამი + ვიტამინი C!
ორთომოლი®პრო ჯუნიორი რძემჟავა ბაქტერიების და C ვიტამინის კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და იმუნური სისტემის მხარდაჭერას.
ორთომოლი®პრო ჯუნიორი:
· შექმნილია LAB2PRO™ ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ მიკრობიოტური შტამები იწარმოება კომპანია ორთომოლის მიერ დაპატენტებული ორმაგი საფარის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს პროცედურა უზრუნველყოფს შტამების მაღალ რეზისტენტობას და მდგრადობას ტემპერატურული ცვლილების, ნაღვლის მჟავების, ფერმენტების და PH-ის მიმართ
· გამოიყენება ბავშვებში 4 წლიდან
რძემჟავა ბაქტერიები, როგორიცაა ლაქტობაქტერიები (Lactobacillus) და ბიფიდობაქტერიები (Bifidobacterium), ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ნაწლავურ მიკრობიოტაში. ეს ბაქტერიები ითვლება სასარგებლო მიკროორგანიზმებად, რომლებიც მონაწილეობენ ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებაში.
ვიტამინი C - ხელს უწყობს ენერგეტიკული ცვლის ნორმალიზებას და იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
რეკომენდებულია შემდეგი მდომარეობების დროს:• ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენა/შენარჩუნება (მაგ. ანტიბიოტიკების შემდეგ, ინფექციების დროს, არაჯანსაღი კვების ფონზე და ა.შ.)
• ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა (დიარეა, ყაბზობა)
• იმუნური სისტემის მხარდაჭერა
შემადგენლობადღიური დოზა 1 საღეჭი ტაბლეტი (0,7 გ) შეიცავს:
შემადგენლობა
დღიური დოზა
%RM**
რძემჟავა მიკრობაქტერიები
5X108 CFU°
***
Bifidobacterium longum
Bifidobacterium breve
Lactobacillus plantarum
Lactobacillus casei
Lactococcus lactis
Streptococcus thermophilus
ვიტამინი C
12 მგ
15
· ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
· *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი
· *CFU = კოლონიის ფორმირების ერთეულები
დამატებითი ინგრედიენტები
სტაბილიზატორი იზომალტი, დამატკბობელი ქსილიტოლი და სორბიტოლი, რძემჟავა მიკრობაქტერიები (Bifidobacterium longum, Bifidobacterium breve, Lactobacillus plantarum, Lactobacillus Casei, Lactococcus Lactis, Streptococcus thermophilus, შეიცავს რძეს და სოიოს), მალტოდექსტრინი, C ვიტამინის შემცველი აცეროლას წვენის კონცენტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ფრუქტოოლიგოსაქარიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ჭარხლის წვენის კონცენტრატი, ტრეჰალოზა.
არ შეიცავს: გლუტენს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, არის ვეგეტარიანული.
ორთომოლი®პრო ჯუნიორის მიღების წესიმიიღება 1 საღეჭი ტაბლეტი (დათუნიას ფორმის) დღეში 4 წლის ასაკიდან ჭამის დროს ან შემდეგ.
გაფრთხილება:
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად
ორთომოლი პრო ჯუნიორის მიღების ხანგრძლივობა:
მიკროელემენტები ყოველდღიურად სჭირდება ორგანიზმს, ამიტომ რეკომენდებულია რეგულარული გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გაფრთხილება:
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების, ასევე ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა :№30 საღეჭი ტაბლეტი (დათუნიას ფორმის).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.