Pileje ფიტოსტანდარტი კვიპაროს 30 ტაბლეტი
Pileje

ფიტოსტანდარტი კვიპაროს 30 ტაბლეტი

ფასი 19.50 ₾ 39.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

ფიტოსტანდარტი კვიპაროს 30 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

ნატურალური კომპლექსი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი.

ფიტოსტანდარტი კვიპაროსი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

კვიპაროსის ექსტრაქტი შეიცავს პროანტოციანიდინებს, აქვს ძლიერი ანტივირუსული (ვიროციდული და ვიროსტატიკური) ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური მოქმედება. პროციანიდინი კონიუგირებს ვირუსის ზედაპირის გლიკოპროტეინთან, აინჰიბირებს მის ადჰეზიას მასპინძელ უჯრედზე, რითაც ხელს უშლის ვირუსის უჯრედში შეჭრას, ზღუდავს მის რეპლიკაციას. პროციანიდინები, ასევე ახდენს ვირუსების ინაქტივირებას უჯრედის გარეთ.

ექინაცეა ბუნებრივი ძალების გააქტიურების გზით, ახდენს ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის სტიმულაციას, შეიცავს პოლისაქარიდებს, გლიკოპროტეიდებს, ფლავონოიდებს, გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური მოქმედება. მასში შემავალი პოლისაქარიდები ზრდიან მაკროფაგებისა და ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას. ექინაცეა ზრდის სპეციფიკური ანტისხეულების დონეს, რომლებიც ანეიტრალებენ ვირუსებსა და ბაქტერიებს, ასტიმულირებს ინტერლეიკინ 1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას და ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას.

ჩვენება

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით

· გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

· სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება

· ორგანიზმის საერთო გადაღლა

· დაცვა სეზონური ინფექციებისგან

· ხშირი ავადობა, დაქვეითებული იმუნური სისტემა

შემადგენლობა

4 ტაბლეტი შეიცავს: კვიპაროსის ექსტრაქტი - 496 მგ; ექინაცეას ექსტრაქტი - 128 მგ.

დოზირება

საპროფილაქტიკოდ მიიღება 2 ტაბლეტი დღეში - კვირაში 4 დღე 1 თვის განმავლობაში, სამკურნალოდ მიიღება გაციების პირველივე ნიშნებისას 6-8 ტაბლეტი დღეში - 4 - 5 დღის განმავლობაში.

გაფრთხილება

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

ასევე, იხილეთ : Pileje Immuchoc - პილეჟე იმუშოკი იმუნიტეტი 15 ტაბლეტი

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-49% Pileje პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა 31.89 ₾ 15.95 ₾ -50% Amvilab კეტო ბიო 30 კაფსულა 42.50 ₾ 21.25 ₾ -50% Solgar ნივრის ზეთი 100კაფსულა 41.95 ₾ 20.97 ₾ -50% Pranarom სპირულინა ბიო 150 ტაბლეტი 50.00 ₾ 25.00 ₾ -50% Doppelherz ჩაი ლიმონი ვიტამინი C და Zn 10 საშეტი 25.00 ₾ 12.50 ₾ -50% Doppelherz ჩაი დიდგულა ვიტამინი C და Zn 10 პაკეტი 25.00 ₾ 12.50 ₾ -50% Doppelherz ჩაი სალბი თაფლი და მენთოლი 10 პაკეტი 25.00 ₾ 12.50 ₾ -50% Doppelherz ჩაი შტოში ვიტამინი C და Zn 10 პაკეტი 25.00 ₾ 12.50 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.