Pileje იმუშოკი 15 ტაბლეტი
Pileje

იმუშოკი 15 ტაბლეტი

ფასი 22.46 ₾ 44.91 ₾-49% 1 აფთიაქში

აღწერა

იმუშოკი 15 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

ნატურალური კომპლექსი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი.

იმუშოკი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ამსუბუქებს და ამცირებს გაციებისა და გრიპის სიმპტომებს. იმუშოკს შემადგენელი კომპონენტების წყალობით აქვს გამოხატული ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ზოგად მატონიზირებელი მოქმედება.

პორფირალი HSP ფრანგული კომპანია პილეჟეს მიერ დაპატენტებული უნიკალური ფორმულაა - შეიცავს სითბური შოკის ცილებს (Heat Shock Proteins), რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ, ორგანიზმის დამცავ ცილებს და გამომუშავდება მხოლოდ გარემო მაღალი ტემპერატურის პირობებში - საუნა, ორთქლის აბაზანები .

პორფირალი HSP – დაპატენტებული უნიკალური ნივთიერება, მიღებულია წყალმცენარე Porphyra umbilicalis - ისგან. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება - იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ასევე აქვს ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, უჯრედების სწრაფი აღდგენა-რეგენერაციის უნარი, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ეხმარება ორგანიზმს ადვილად გაუმკლავდეს სხვადასხვა დაავადებებს.

ციმბირული ჟენშენი მძლავრი ადაპტოგენია, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას, აქვს მატონიზირებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი და ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება, ანტიოქსიდანტური ეფექტი, ამცირებს ანთებითი პროცესების მიმდინარეობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მატებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, ზრდის სისხლძარღვების ტონუსს, დადებითად მოქმედებს ამინომჟავების, ლიპიდებისა და ჰისტამინის ცვლაზე, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მოქმედებას.

ევკალიპტის ექსტრაქტი აადვილებს სუნთქვას, ამცირებს ლორწოს წარმოქმნას სასუნთქ გზებში, აფართოებს ბრონქებსა და ბრონქიოლებს, მძლავრი ანტიოქსიდანტია, შეიცავს კვერცეტინს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამსუბუქებს გრიპისა და გაციების სიმპტომებს, შეიცავს ნაერთს ევკალიპტოლს, რომელიც ხსნის სურდოს, თავის ტკივილს, ხველას, აქვს შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტი, შეიცავს ცინეოლსა და ლიმონენს, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებას განაპირობებენ.

C ვიტამინი არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, ხსნის დაღლილობას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ჩვენება

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით

• გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა

• სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება

• ორგანიზმის საერთო გადაღლა

• დაცვა სეზონური ინფექციებისგან

• ხშირი ავადობა, დაქვეითებული იმუნური სისტემა

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს -პორფირალი HSP - დაპატენტებული ფორმულა (ზღვის მცენარეების ექსტრაქტი Porphyra umbilicalis) - 333 მგ; ციმბირული ჟენშენი - 240 მგ; ევკალიპტის ექსტრაქტი - 150 მგ; C ვიტამინი - 26.6 მგ.

დოზირება

1-3 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-15 დღე. არ არის რეკომენდებული: 12 წლამდე ასაკის პირებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში, მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებში.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N15 ტაბლეტი.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Pileje ფემინებიენ CBU ფლეში 20 ტაბლეტი 35.00 ₾ 17.50 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ რეფერენსი 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾ -50% Pileje ბიოფილმ ინულინი 14 ფხვნილი 60.00 ₾ 30.00 ₾ -50% Pileje დაიჯებიენ რეფლუქსი RFX 20 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ნეირობიენი 60 კაფსულა 69.13 ₾ 34.56 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.