Puressentiel ეთერზეთი კედარი 5მლ
Puressentiel

ეთერზეთი კედარი 5მლ

ფასი 25.00 ₾ 1 აფთიაქში

აღწერა

ეთერზეთი კედარი 5მლ ფიურესენშელი - Puressentiel

100% სუფთა და ბუნებრივი ეთერზეთი

ასტიმულირებს ლიმფურ და ვენურ ცირკულაციას, აქვს ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის სასუნთქი გზების გაჭედილობას, ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსებას. გამოიყენება თმის ცვენის და ქერტლის წინააღმდეგ, ასევე იდეალურია არომათერაპიაში, შხაპის დროს, მასაჟსა და დიფუზორში გამოსაყენებლად.

ჩვენება

· ცელულიტი

· ფეხების შეშუპება

· ქერტლი

· სოკოვანი ინფექციები

· თავის კანის ქავილი და გაღიზიანება

· ცხიმიანი ან უსიცოცხლო თმა

· თმის ცვენა

· მტვრევადი ან გაყოფილი ფრჩხილები

შემადგენლობა

კედრის ეთერზეთი, 1მლ=41 წვეთს.

გამოყენების წესი

გამოიყენება მასაჟის, შხაპის, ინჰალაციის, დიფუზიის დროს. ასევე, ორალურად.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეპილეფსიის, კრუნჩხვის,ასთმის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

უკუჩვენება

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კედარის ეთერზეთი, ფლაკონში 5მლ.

ვარგისობის ვადა: პროდუქტის გახსნიდან 12 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

საერთაშორისო სტანდარტები:

· ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ბუნებრივი ჯანმრთელობის და სილამაზის პროდუქტების წარმოებას, დისტრიბუციას და მარკეტინგს. ეს არის ორი გლობალურად აღიარებული სტანდარტი, სერტიფიცირებული AFNOR-ის მიერ

· ISO 14021 - ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს

· UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით

· B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას

· Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით

· VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

Puressentiel ჰაერის სპრეი რელაქსაციისთვის 12 ეთერზეთით 75მლ 55.00 ₾ Puressentiel არგანის ზეთი 50მლ 80.00 ₾ Puressentiel გამწმენდი ჰაერის სპრეი 41 ეთერზეთი 200მლ 75.00 ₾ Puressentiel გამწმენდი ჰაერის სპრეი 41 ეთერზეთი 75მლ 50.00 ₾ Puressentiel სამოგზაურო SOS როლერი 5მლ 28.00 ₾ Puressentiel ღიღილოს ყვავილის წყალი 200მლ 55.00 ₾ -30% Made In Lab პარფიუმი 05 კაცის 100მლ 54.50 ₾ 38.15 ₾ -30% Made In Lab პარფიუმი 10 ქალის 100მლ 54.50 ₾ 38.15 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.