Puressentiel გამწმენდი ანტიბაქტერიული გელი მგრძნობიარე კანისთვის 80მლ
Puressentiel

გამწმენდი ანტიბაქტერიული გელი მგრძნობიარე კანისთვის 80მლ

ფასი 12.50 ₾ 25.00 ₾-50% 1 აფთიაქში

აღწერა

გამწმენდი ანტიბაქტერიული გელი მგრძნობიარე კანისთვის 80მლ ფიურესენშელი - Puressentiel

ხელის ანტიბაქტერიული გელი მგრძნობიარე კანისთვის 2 მცენარეული ზეთით იდეალურია ხელების გასაწმენდად დღის ნებისმიერ დროს - წყლის, საპნის და ჩამობანვის გარეშე. ანადგურებს 99.9%-ზე მეტ ბაქტერიას და ვირუსს. იცავს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს რვა საათის განმავლობაში. ეფექტურია A & B ტიპის გრიპის, გასტროენტერიტისა და RSV ვირუსების წინააღმდეგ.

შემადგენლობა:

ტკბილი ნუშის და აბუსალათინის მცენარეული ზეთი, ბისაბოლოლი.

გამოყენების წესი:

დაიტანეთ 3 მლ გელი ხელებზე და შეიზილეთ 60 წმ-ის განმავლობაში.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ჭრილობებზე და დაზიანებულ კანზე. მოარიდეთ თვალთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: ანტიბაქტერიული გელი 80 მლ.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელი. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭვირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოსდაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან

წყარო: PSP (psp.ge)

მსგავსი პროდუქტები

-50% Puressentiel მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი 75მლ 46.00 ₾ 23.00 ₾ -50% Puressentiel გამწენდი ანტიბაქტერიული გელი 3 ეთერზეთით 80მლ 22.00 ₾ 11.00 ₾ -50% Puressentiel გამწმენდი ანტიბაქტერიული გელი 25მლ 16.00 ₾ 8.00 ₾ -50% Puressentiel მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი 40მლ 40.00 ₾ 20.00 ₾ -50% Puressentiel მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი ბავშვების 30მლ 40.00 ₾ 20.00 ₾ -50% Puressentiel მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი ბავშვების 60მლ 50.00 ₾ 25.00 ₾ -50% Puressentiel მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი როლერი 11 ეთერზეთი 5მლ 31.00 ₾ 15.50 ₾ Kalina კოღ. პიკნინ ბეიბ. საწ. სპრეი ბავშ. 120მლ 11.95 ₾

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.