აღწერა
ოლდევიტი 400 სე
შემადგენლობა:
ერთი დოზა შეიცავს: - ქოლეკალციფეროლი - ვიტამინი D3 - 400 სე - 10 მკგ (200%).
სოლდევიტი ხელს უწყობს:
- უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ აბსორბციასა და უტილიზაციას. რაც თავის მხრივ აუცილებელია ძვლების და კბილების განვითარებისათვის.
- ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
- ეხმარება ორგანიზამს ნორმალური იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ჯანსაღი ანთებითი პასუხის ჩამოყალიბებაში.
ჩვენებები
:
ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
რაქიტის, ჰიპოკლაციემური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
(როგორიცაა ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათეოზი), ვიტამინ D-ს შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეოებების პროფილაქტიკა.
როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპორზის მკურნალობის დროს.
მიღების წესი: ინიშნება დაბადების 8 დღიდან. ერთი დოზა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ერთი დოზირება შეიცავს 10 მკგ (400 სე) ვიტამინ D3.
დოზატორის არსებობა უზრუნველყოფს დოზის სიზუსტით მიღებას.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. D ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში, შარდკენჭოვანი დაავადება, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული მაღალ დოზებში ტერატოგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ 25 C (ოთახის ტემპერატურაზე)
ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.