აღწერა
ტრეფოლი
ფოლიუმის მჟავა 400მკგ.
ტრეფოლი არის სურსათის (სასურსათო) დანამატი, რომელიც რეკომენდებულია ორსულებისთვის და ორსულობის დაგეგმვის პროცესში. პროდუქტი ასევე რეკომენდებულია, რაციონში ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მქონე ადამიანებისთვის.
ტრეფოლი ხელს უწყობს:
✔ ორსულობის დროს დედის ქსოვილების ზრდას;
✔ ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს;
✔ სისხლწარმოქმნის ნორმალურ მიმდინარეობას;
✔ ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს;
✔ ნორმალურ ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას;
✔ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
✔ დაღლილობის და სისუსტის შემცირებას.
ფოლიუმის მჟავა ასევე მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში. რეპროდუქციული ასაკის ქალებში რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას ყოველდღიურად მიღება. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია დედის ორგანიზმში, რადგან ბავშვის ნერვული სისტემა ორსულობის პირველ კვირეებში ვითარდება მანამ, ვიდრე ქალი ორსულობის დადგომას გააცნობიერებს. ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას დონეს. დედის ფოლატის დაბალი სტატუსი წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისას ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკ-ფაქტორს.
ინგრედიენტები: მოცულობის გასაზრდელი ნივთიერება (მიკროკრისტალური ცელულოზა), კარტოფილის სახამებელი, შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება (ცხიმოვანი მჟავას მაგნიუმის მარილი - მაგნიუმის სტეარატი), დამატენიანებელი (სილიციუმის დიოქსიდი), ფოლიუმის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა).
შეფუთვა: 30 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: სურსათის (სასურსათო) დანამატები უნდა ინახებოდეს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის ზემოქმედებას.
მწარმოებელი: Pharmacy Lab LLC, 262 Wał Miedzeszyński Street, 04-792 ვარშავა, პოლონეთი. წარმოებულია ევროკავშირში.
უსაფრთხოების ზომები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. სურსათის (სასურსათო) დანამატები არ ცვლის დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მრავალფეროვანი რაციონის შემცვლელი (ჩანაცვლება). არ გამოიყენოთ ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. სამიზნე პოპულაციას წარმოადგენს რეპროდუქციული ასაკის ქალები. სასარგებლო ეფექტის მისაღწევად საჭიროა: ჩასახვამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე და ჩასახვის შემდეგ 3 თვემდე ვადით 400 მკგ ფოლიუმის მჟავას ყოველდღიური მიღება.
რეკომენდებული დღიური დოზა: 1 ტაბლეტი დღეში. დაგეგმილი ორსულობისას - ტრეფოლის ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული დაორსულებამდე მინიმუმ 1 თვის განმავლობაში.
აქტიური ინგრედიენტი რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა
შემცველობა ერთ ტაბლეტში % NRVs* 1 ტაბლეტში
ფოლიუმის მჟავა
(პტეროილმონოგლუტამინის მჟავა) 400 მკგ 200
* NRVs - საკვები ნივთიერებების რეკომენდებული მაჩვენებელი
მსგავსი პროდუქტები
კითხვა-პასუხი
კითხვის დასმაჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.