Adibuxin 100 мг/5 мл
Без рецепта · OTC Зарегистрировано GMP

Adibuxin 100 мг/5 мл

Сироп / суспензия, №1 · Действующее вещество: Ibuprofen

Сравнить цены Аналоги
Самая низкая цена 12.24 ₾ в 1 аптечной сети

Инструкция

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ადიბუქსინი

100 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია

(იბუპროფენი)

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

• შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.

• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• თუ თქვენი შვილი არ გრძნობს თავს უკეთესად ან თავს გრძნობს უარესად მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ ეს პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 თვემდე ასაკის ჩვილებში და მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

• თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:

1. რა არის ადიბუქსინი და რისთვის გამოიყენება ის.

2. რა უნდა იცოდეთ ადიბუქსინის მიღებამდე.

3. როგორ გამოიყენება ადიბუქსინი.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი.

5. როგორ შევინახოთ ადიბუქსინი.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

1. რა არის ადიბუქსინი და რისთვის გამოიყენება ის.

ადიბუქსინი შეიცავს იბუპროფენს. ის განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. რომლებსაც გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი.

ადიბუქსინი გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, ვაქცინაციის შემდეგ ცხელების ჩათვლით. გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლი, რომელიც დაკავშირებულია კბილების ამოსვლათან, კბილის ტკივილთან, ყელის და ყურის ანთებასთან, თავის ტკივილთან, მყესების დაჭიმვით და დაზიანებებით გამოწვეულ ზომიერ ტკივილთან.

2. რა უნდა იცოდეთ ადიბუქსინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ადიბუქსინი, თუ თქვენი ბავშვი:

- არის ალერგიული იბუპროფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებული მე-6 პარაგრაფში).

- ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების და ყელის შეშუპება იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;

- არის 3 თვემდე ასაკის;

- იწონის 5 კგ-ზე ნაკლებს;

- იღებს სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით;

- აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

- აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება;

- აქვს ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა (ხილის შაქრის).

ეს პრეპარატი არ უნდა მიეცეს 3 თვემდე ასაკის ბავშვებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალსახად არის დანიშნული ექიმის მიერ.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ თქვენს შვილს:

- აქვს მაღალი წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგან იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;

- აქვს დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;

- აწუხებს ასთმა ან ფილტვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ალერგიული დაავადება;

- აქვს ან ჰქონდა თირკმელების, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგან დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმელების დისფუნქციის რისკი;

- აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური წითელი მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;

- აწუხებს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;

თუ ხართ მოზრდილი და იღებთ ამ პრეპარატს, უნდა იცოდეთ, რომ გაფრთხილებებისა დას სიფრთხილის ზომების ინფორმაცია თქვენც გეხებათ, მაგრამ ამასთანავე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

• თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ხართ მწეველი უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის ამ მედიკამენტით მკურნალობასთან დაკავშირებით.

• იბუპროფენის გამოყენება, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (ინფარქტი) ან ინსულტის ოდნავ გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო მაღალია, თუ თქვენ იღებთ მაღალ დოზებს ან გადიხართ ხანგრძლივ მკურნალობას, ამიტომ არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.

• თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის იმასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია თუ არა თქვენთვის ამ პრეპარატის მიღება.

• არსებობს მონაცემები, თუმცა შეზღუდული, რომ იბუპროფენი ძალიან მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან საზიანო გავლენა მოახდინოს ჩვილზე.

სხვა პრეპარატები და ადიბუქსინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეხება შემდეგ მედიკამენტებს:

• იბუპროფენის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის რისკი;

• აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): ეფექტის შესაძლო ცვლილება;

• შარდის წარმოქმნის გამაძლიერებელი მედიკამენტები (დიურეტიკები): თირკმელების ფუნქციის დარღვევის გაზრდილი რისკი;

• სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, მაგალითად დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): სისხლდენის გაზრდილი რისკი;

• მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): მათი ეფექტის პოტენციური შემცირება;

• ლითიუმი (განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

• მეტოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან კიბოს ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;

• ზიდოვუდინი (აივ ინფექციისთვის): სახსრებსა და კანზე სისხლჩაქცევების პოტენციური რისკი).

• კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის სამკურნალოდ და ა.შ.): გაზრდილი გასტროინტესტინური დისფუნქციის რისკი;

• საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ);

• ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად ტრანსპლანტაციის შემდეგ): თირკმელების პოტენციური უკმარისობა;

• მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის);

• ქინოლონური ანტიბიოტიკები (ანტიბიოტიკების ტიპი): კრუნჩხვების გაზრდილი რისკი;

ადიბუქსინი საკვებთან და სასმელთან ერთად

ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, ამან შეიძლება შეაფერხოს პრეპარატის ეფექტი.

მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ არის რეკომენდებული.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს ხანმოკლე პერიოდით, რადგან იბუპროფენი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით. ხანგრძლივი დროით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ფერტილობა

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის იბუპროფენმა, შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე (ორსულობის უნარი) ქალებში. ეს გავლენა შექცევადია წამლის შეწყვეტისას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადიბუქსინის არარეგულარულმა გამოყენებამ გავლენა იქონიოს დაორსულების შანსებზე.

მიუხედავად ამისა, თუ ცდილობთ დაორსულებას ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არის მოსალოდნელი, რომ ადიბუქსინს ჰქონდეს გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით მკურნალობის შემთხვევაში.

ადიბუქსინი შეიცავს მალტიტოლს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულებაა 2,3 კკალ/გ.

3. ადიბუქსინის მიღების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა შეიცავს 5 მლ-იან შპრიცს დოზირების გამარტივებისთვის, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის მისაღებად.

5 მლ შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია.

1. მოათავსეთ დოზირების შპრიცი ბოთლის ყელში.

2. შპრიცის შესავსებად, ნაზად ამოწიეთ დგუში შპრიცზე მონიშნული საჭირო რაოდენობის სუსპენზიის ამოსაღებად.

3. მოათავსეთ შპრიცის ბოლო ბავშვის პირში. დააწექით დგუშს ქვევით, იმისათვის რომ სუსპენზია ნელა და ფრთხილად გამოვიდეს შპრიციდან.

4. გამოყენების შემდეგ დააბრუნეთ დავსახური ბოთლზე, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ.

დოზირება

გაითვალისწინეთ, რომ ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. ეფექტის მისაღწევად ადიბუქსინი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება დაბალი დოზით. დოზირების გამარტივებისთვის, რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ასაკობრივი ჯგუფი სხეულის მასა (კგ) რეკომენდებული დღიური დოზა

ჩვილები 3-6 თვემდე და 5 კ-ზე მეტი წონით 5-7,6 2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ დღეში

ჩვილები 6-12 თვემდე ასაკის 7,7-9 2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ დღეში

ბავშვები 1-3 წლის 10-16 5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში

ბავშვები 4-6 წლის ] 17-20 7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ დღეში

ბავშვები 7-9 წლის 21-30 10 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში

ბავშვები 10-12 წლის 31-40 15 მლ (300 მგ) 3-ჯერ დღეში

• ინდივიდუალური დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.

• განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ვაქცინაციის შემდეგ ცხელების სამკურნალოდ (2-6 თვის ასაკის ბავშვები) რეკომენდებული დოზაა 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში მისი განმეორება შესაძლებელია 6 საათიანი ინტერვალის შემდეგ. 24 საათის განმავლობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ორზე მეტი ერთჯერადი 2,5 მლ (50 მგ) დოზა. თუ მედიკამენტმა არ იმოქმედა ცხელებაზე, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ადიბუქსინის გამოყენება 3 თვემდე ასაკის ახალშობილებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციის გარეშე ახალშობილებსა და 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და 12-18 წლის მოზარდებისთვის არ უნდა იყოს 3 დღეზე მეტი. თუ სიმპტომები გაუარესდა ან გაგრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, უნდა მიმართოთ ექიმს.

≥ 3 თვიდან ≤ 5 თვემდე ასაკის ჩვილებში გამოყენებისას, რომელთა წონა 5 კგ-ზე მეტია, საჭიროა ექიმის კონსულტაცია თუ სიმპტომები გაუარესდა ან გაგრძელდა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

კუჭის მგრძნობელობით პაციენტებში პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს.

მიმართეთ ექიმს!

თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ბავშვის დაავადებაში ან ავადმყოფობას თან ახლავს გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ადიბუქსინი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ადიბუქსინი ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღეს ბავშვებმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია რისკის შესახებ და რჩევა, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოთ.

სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გულისრევის, კუჭის ტკივილის, ღებინების (სისხლთან შერეული), თავის ტკივილის, ყურებში შუილის, დაბნეულობის და თვალის სწრაფი და უნებლიე მოძრაობების ფორმით. მაღალი დოზებით გამოყენებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გახშირებული გულისცემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.

თუ დაგავიწყდათ ადიბუქსინის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიეცით ბავშვს შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.

თუ შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დრო მოახლოვებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:

• ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გართულება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა;

• კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებები მათ შორის, პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, სისხლის და ან ყავის ნალექის მსგავსი მუქი ნაწილაკების ღებინება, განავლის ფერის შეცვლა (კაშკაშა წითელი ან კუპრისებრი შავი);

• კანის გაწითლება, ბუშტუკები ან კანის ან ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რაც შეიძლება იყოს კანის მძიმე დაზიანების სიმპტომები;

• კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დაბნეულობა.

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში:

• კუჭის აუხსნელი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;

• თვალების სიყვითლე, გაუფერულებული განავალი, მუქი შარდი;

• ყელის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით;

• აუხსნელი ჩალურჯებები, დაღლილობა ან ისეთი ინფექციების განვითარება, როგორიცაა გაციება ჩვეულებრივზე ხშირად.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, არის შემდეგი:

არახშირი: თავის ტკივილი

იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;

ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის უმნიშვნელოდ მომატებული რისკი; ბავშვებში რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ განვითარდეს კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, წნევის მომატება.

უცნობი - შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მატება.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ აღგენიშნათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ანგარიშგების ნაციონალური სისტემის მეშვეობით.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. ადიბუქსინის შენახვის წესი

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა შეფუთვის თავდაპირველი გახსნიდან: 6 თვე.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ადიბუქსინი

- აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს;

- სხვა ინგრედიენტებია: თხევადი მალტიტოლი, გლიცეროლი, ლიმონმჟავა, უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტან გუმი, მარწყვის არომატიზატორი (არომატული ნივთიერებების და გლუკოზის ნაზავი).

ადიბუქსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ადიბუქსინის პერორალური სუსპენზია არის თითქმის თეთრი ფერის ბლანტი სიროფის სუსპენზია მარწყვის არომატით და ტკბილი გემოთი.

120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის შუშის ბოთლებში. თითოეული ბოთლი, გამოყენების ინსტრუქციასთან და 5 მლ დოზირებულ შპრიცთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

დოზირების მოწყობილობა: 5 მლ დოზირებული შპრიცი პერორალური გამოყენებისთვის გრადუირებული ნახევარი მილილიტრიდან 5 მლ-მდე.

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Adipharm EAD

სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130

1700 სოფია

ბულგარეთი

ამ სამკურნალო პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგის ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

Adipharm EAD

სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130

1700 სოფია

ბულგარეთი

გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2024 წლის თებერვალში,

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Источник: Impex (myimpex.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 26.09.2024

Аналоги · Ibuprofen 100 мг/5 мл

Сортировка: от дешёвых
Название Производитель Упаковка Цена от
Syafen Дешевле Sopharma AD, Болгария №1 9.70 ₾
Bebit „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -NOVAGEN HEALTHCARE PVT. LTD.(ინდოეთი)), Грузия №1 —
BlokMAX ALKALOID AD Skopje, Северная Македония №1 —
BlokMAX ALKALOID AD Skopje, Северная Македония №1 —
Dosofen Adipharm EAD, Болгария №1 —
Ibulek Children Adipharm EAD, Болгария №1 —
Ibufen Pharmaceutical Works «Polpharma» S.A., Польша №1 —
Ibufen — №1 —
Larofen Pentru Copii S.C. Laropharm S.R.L., Румыния №1 —
Novex Ibuprofen Herbion Pakistan (Pvt) Ltd., Пакистан №1 —
Nurofen Reckitt Benckiser Healthcare (United Kingdom) Limited, Великобритания №1 —
Nurofen Reckitt Benckiser Healthcare (United Kingdom) Limited, Великобритания №1 —
Nurofen Reckitt Benckiser Healthcare (United Kingdom) Limited, Великобритания №1 —
Nurofen Reckitt Benckiser Healthcare (United Kingdom) Limited, Великобритания №1 —
Nurofen Reckitt Benckiser Healthcare (United Kingdom) Limited, Великобритания №1 —
Nurofen Reckitt Benckiser Healthcare (United Kingdom) Limited, Великобритания №1 —
Perufen WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), Турция №1 —
Perufen World Medicine ilac San ve Tic.A.S., Турция №1 —
Perufen World Medicine ilac San ve Tic.A.S., Турция №1 —

Данные реестра

Регистрационный номерრ-042103
Действует до26.09.2029
Держатель регистрацииAdipharm EAD (ბულგარეთი)
ПроизводительAdipharm EAD, Болгария
Порядок отпускаБез рецепта (III группа)
Форма, доза, упаковка100mg/5ml 120ml syrup, suspension with strawberry flavour dark glass bottle №1 with syringe-dozator
Фармакотерапевтическая группаანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
Процедура регистрацииეროვნული
Сертификат GMPЕсть · действует до 28.05.2027

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.