Amoxicillin 500 мг
По рецепту · Rx Зарегистрировано Не продаётся в аптеках

Amoxicillin 500 мг

Капсулы, №21 · Действующее вещество: Amoxicillin

Сравнить цены Аналоги
Самая низкая цена — Не продаётся в аптеках

Инструкция

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი BP 500 მგ

რაოდენობრივიდახარისხობრივიშემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს BP, რაც 500 მგ ამოქსიცილინს ეკვივალენტურია.

სამკურნალოფორმა: მყარი კაფსულა.

ჩვენებები

ამოქსიცილინი 500 ნაჩვენებია ქვემოთ მოცემული მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

სტრეპტოკოკების სახეობებით განპირობებული ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები. (მხოლოდ ა და ბ ჰემოლიზური შტამები), სტრეპტოკოკური პნევმონია, სტაფილოკოკური spp, ან ჰემოფილური ინფლუენზა.

Escherichia coli, Proteus Mirabilis ან Enterococcus faecalis-თ განპირობებული შარდ-სასქესო გზების ინფექციები. Streptococcus spp (მხოლოდ ა და ბ ჰემოლიტიკური შტამები), Staphylococcus spp., ან E.coli-თ გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციები.

Streptococcus spp (მხოლოდ ა და ბ ჰემოლიტიკური შტამები) S. pneumoniae, Staphylococcus spp, ან H. influenzae-თი გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. N. gonorrhoeae-თი (ქალებში და მამაკაცებში) განპირობებული გონორეა, მწვავე გაურთულებელი (ანო-გენიტალური და ურეთრალური ინფექციები). ჰელიკობაქტერ პილორის აღმოფხვრა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რისკის რეციდივის შესამცირებლად, კლარითრომიცინთან ერთად, პლიუს ლანსოპრაზოლი, სამმაგი თერაპიის სახით.

დოზადამიღებისწესი

ინფექციები

სიმძიმე

მოზრდილებისჩვეულებრივიდოზა

ბავშვებისჩვეულებრივიდოზა

ყელ-ყურ-ცხვირი

მსუბუქი/საშუალო

500 მგ ყოველ 12 საათში ან 250 მგ ყოველ 8 საათში

25 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 20 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

ქვედა სასუნთქი გზები

მსუბუქი/საშუალო ან მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

კანი და კანის სტრუქტურა

მსუბუქი/საშუალო

500 მგ ყოველ 12 საათში ან 250 მგ ყოველ 8 საათში

25 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 20 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

შარდსასქესო გზები

მსუბუქი/საშუალო

500 მგ ყოველ 12 საათში ან 250 მგ ყოველ 8 საათში

25 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 20 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

მძიმე

875 მგ ყოველ 12 საათში ან 500 მგ ყოველ 8 საათში

45 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ან 40 მგ/კგ/დღე გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში

გონორეა, მწვავე გაურთულებელი ანო-გენიტალური და ურეთრალური ინფექციები ქალებსა და მამაკაცებში

3 გ ერთჯერადი პერორალური დოზა

პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებში 50 მგ/კგ ამოქსიცილინი, 25 მგ/კგ პრობენეციდთან კომბინაციაში, ერთჯერადი დოზის სახით.

შენიშვნა: რადგან პრობენეციდის გამოყენება უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეს რეჟიმი არ გამოიყენოთ ამგვარ შემთხვევებში.

ამოქსიცილინიუკუნაჩვენებიაპაციენტებშირომლებსაცაქვთ:

– ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ; გასათვალისწინებელია ჯვარედინი ალერგია სხვა ბეტა-ლაქტამების მიმართ, როგორიც არის ცეფალოსპორინები.

– ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გვერდითიმოვლენები

გვერდითი მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა, იშვიათია და არახშირია. სხვა პენიცილინების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, დისპეფსია ან გამონაყარი კანზე, რაც ჩვეულებრივ გაივლის მკურნალობის დროს და იშვიათად ხდება მკურნალობის შეწყვეტა.

ჭარბიდოზადამკურნალობა

ჭარბი დოზირების სიმპტომები: ამოქსიცილინს ზოგადად არ ახასიათებს მწვავე ტოქსიკური ეფექტები, მაშინაც კი როდესაც შემთხვევით მიიღება დიდი დოზებით. ჭარბი დოზის მიღებისას განვითარებული სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავთან, თირკმელთან და ნეირო-ფსიქიკურ დარღვევებთან, ასევე სითხის და ელექტროლიტების დისბალანსთან. პაციენტებს რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, პრეპერატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკურობა, ასევე შესაძლებელია კრისტალურია.

ჭარბი დოზირების მართვა: არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი ამოქსიცილინის ჭარბი დოზის მიღებისას.

მკურნალობა მოიცავს თავდაპირველად გააქტივებული ნახშირის მიღებას (კუჭის ამორეცხვა ხშირად არ არის საჭირო) ან სიმპტომური ზომების მიღებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტის წყლის და ელექტროლიტების ბალანსს. ამოქსიცილინის ელიმინაცია შესაძლებელია ჰემოდიალიზით.

გამოყენებაორსულობისდალაქტაციისდროს

ორსულობა

ამოქსიცილინი გაივლის პლაცენტას და ნაყოფის პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს დედის პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 25-30%. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ამოქსიცილინს არ არქვს უარყოფითი გავლენა ორსულებში და ასევე არ ახდენს გავლენას ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. დღესდღეობით არ არსებობს სხვა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური მომაცემები. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე გავლენას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსულებში დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.

ლაქტაცია

ამოქსიცილინი გამოიყოფა დედის რძეში (დაახლოებით შრატის შესაბამისი კონცენტრაციის 10%). ჯერჯერობით საზიანო ეფექტი არ გამოვლენილა მეძუძურ ბავშვებზე ამოქსიცილინის მიღების შემდეგ. ამოქსიცილინის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს. თუმცა, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ ახალშობილში გამოვლინდა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევები (დიარეა, კანდიდოზი ან გამონაყარი კანზე).

შენახვისპირობები

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. პრეპარატების შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვისვადა: 36 თვე.

წამლის ფორმა და შეფუთვა: 500 მგ კაფსულები, 10 კაფსულა თითოეულ ბლისტერზე და 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემისწესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

Источник: Impex (myimpex.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 08.10.2025

Аналоги · Amoxicillin 500 мг

Сортировка: от дешёвых
Название Производитель Упаковка Цена от
Amoxicillin Дешевле DRUG INTERNATIONAL LIMITED, Бангладеш №100 33.27 ₾
Amoxicillin BELCO PHARMA, Индия №100 33.27 ₾
Duramox VOGEN LABORATORIES Ltd, Кипр №100 35.56 ₾
Amoxapen Remedica Ltd, Кипр №100 —
Bactox INNOTHERA CHOUZY (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sandoz GmbH(ავსტრია)), Франция №12 —
Hiconcil KRKA, d.d., Novo mesto, Словения №16 —

Данные реестра

Регистрационный номерრ-044118
Действует до08.10.2030
Держатель регистрацииMEDREICH PLC (დიდი ბრიტანეთი)
ПроизводительMEDREICH PLC, Великобритания
Порядок отпускаПо рецепту (II группа)
Форма, доза, упаковка500mg hard capsules №21
Фармакотерапевтическая группаანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
Процедура регистрацииაღიარებითი
Сертификат GMPВ реестре не указан

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.