Betaserc 8 мг
Без рецепта · OTC Зарегистрировано GMP

Betaserc 8 мг

Таблетки, №30 · Действующее вещество: Betahistine

Сравнить цены
Самая низкая цена 20.30 ₾ в 2 аптечных сетях

Инструкция

ბეტასერკი
(BETASERC)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბლეტში 8 მგ ბეტაჰისტინის ჰიდროქლორიდი.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თავბრუსხვევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება.

ჩვენება: მენიერის დაავადება, სინდრომები, რომელთათვისაც დამახასიათებელია თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენის პროგრესირებადი დაკარგვა.

ფარმაკოლოგიური თვისება: ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის სინთეზურ ანალოგს. იგი მოქმედებს ჰისტამინის მსგავსად, ძირითადად ჰისტამინურ H-1 რეცეპტორებზე. იგი იწვევს პრეკაპილარების გაფართოვებას, კერძოდ აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ლაბირინთში. გარდა ამისა, არეგულირებს ენდოლიმფის წნევას ლაბირინთსა და ლოკოკინაში, რითაც იწვევს კლინიკურ გაუმჯობესებას სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევის დროს. ამცირებს თავბრუსხვევის სიხშირესა და ინტენსივობას, ყურებში შუილს, აუმჯობესებს სმენას მისი დაქვეითების დროს, ზრდის ბრონქებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ტონუსს. შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერება.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა 8-16 მგ, დღეში 3-ჯერ. მკურნალობა ტარდება ხანგრძლივად.

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მსუბუქი მოშლა, გამონაყარი კანზე.

უკუჩვენება:
- ფეოქრომოციტომა;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ბრონქული ასთმა.

განსაკუთრებული მითითებები: კლინიკური ეფექტი ვლინდება რამოდენიმე თვის მკურნალობის შემდეგ. დისპეფსიური მოვლენების განვითარებისას, სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება 0-25 გრადუს ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: SOLVAY PHARMA , ჰოლანდია.

Источник: PSP (psp.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 15.06.2023

Данные реестра

Регистрационный номерრ-038360
Действует до15.06.2028
Держатель регистрацииAbbott Healthcare Products B.V. (ნიდერლანდი)
ПроизводительMylan Laboratories SAS, Франция
Порядок отпускаБез рецепта (III группа)
Форма, доза, упаковка8mg tablets №30 (1X30)
Фармакотерапевтическая группаნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
Процедура регистрацииეროვნული
Сертификат GMPЕсть · действует до 16.09.2027

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.