Domperidona Gp 10 мг
По рецепту · Rx Зарегистрировано

Domperidona Gp 10 мг

Таблетки, №20 · Действующее вещество: Domperidone

Сравнить цены Аналоги
Самая низкая цена 21.62 ₾ в 1 аптечной сети

Инструкция

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დომპერიდონი GP 10 მგ ტაბლეტები

დომპერიდონი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია რადგან შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, ნუ გადასცემთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია, ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ.

- რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, იმ გვერდითი მოვლენების ჩათვლით რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია

1. რა არის დომპერიდონი GP და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა ვიცოდეთ დომპერიდონი GP-ის მიღებამდე.

3. როგორ მივიღოთ დომპერიდონი GP.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ შევინახოთ დომპერიდონი GP.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის დომპერიდონი GP და რისთვის გამოიყენება.

დომპერიდონი GP არის პრეპარატი, რომელიც იწარმოება პერორალური ტაბლეტების სახით. დომპერიდონის მოქმედება გამოხატება კუჭის მოტორულ ფუნქციაზე (ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი სისტემა. კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის მოდიფიკატორები. კუჭის მოტორული ფუნქციის მოდიფიკატორები ან პროკინეტიკური საშუალებები).

ეს პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში გულისრევის (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება) და ღებინების (შეუძლოდ ყოფნა) სამკურნალოდ.

2. რა უნდა ვიცოდეთ დომპერიდონი GP-ს მიღებამდე.

არ მიიღოთ დომპერიდონი GP

- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დომპერიდონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებული მე-6 პუნქტში);

- თუ გაწუხებთ პროლაქტინ-გამომყოფი ჰიპოფიზის დარღვევა ან სიმსივნე (პროლაქტინომა);

- თუ გაქვთ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია.

- თუ გაწუხებთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადება;

- თუ ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) აჩვენებს გულის პრობლემას „კორექტირებული QT ინტერვალის გახანგრძლივება“;

- თუ გაქვთ ან გქონდათ პრობლემა, რომლის დროსაც გული ვერ უზრუნველყოფს სისხლის მიწოდებას სხეულისთვის სათანადოდ (მდგომარეობა სახელწოდებით გულის უკმარისობა);

- თუ გაქვთ პრობლემა, რომელიც იწვევს კალიუმის ან მაგნიუმის დონის დაქვეითებას, ან სისხლში კალიუმის დონის ზრდას;

- თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს (იხ. "სხვა მედიკამენტები და დომპერიდონი GP")

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ეს პრეპარატი არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის და 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის. ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ:

- გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა) (იხ. "არ მიიღოთ დომპერიდონი GP");

- გაწუხებთ თირკმელების პრობლემები (თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან უკმარისობა). სასურველია მიმართოთ ექიმს რჩევისთვის ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზის მიღება ან ამ პრეპარატის უფრო იშვიათად მიღება და საჭირო გახდეს ექიმის მიერ თქვენი რეგულარული გასინჯვა.

დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო სავარაუდოა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ან პაციენტებში რომლებიც იღებენ 30 მგ-ზე მაღალ დოზებს დღეში. რისკი ასევე იზრდება დომპერიდონის მიღებისას ზოგიერთ პრეპარატთან ერთად. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ მედიკამენტებს ინფექციების სამკურნალოდ (სოკოვანი ინფექცია ან ბაქტერიული ინფექცია) და/ან თუ გაქვთ გულის პრობლემები ან შიდსი/აივ (იხილეთ პუნქტი სხვა მედიკამენტები და დომპერიდონი GP).

დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მოზრდილებში და ბავშვებში.

დომპერიდონის მიღებისას მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის რითმის დარღვევები, როგორიცაა პალპიტაცია, სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში დომპერიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სხვა მედიკამენტები და დომპერიდონი GP

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ დომპერიდონი GP, თუ იღებთ მედიკამენტებს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

- სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;

- ბაქტერიული ინფექციები, კონკრეტულად ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი (ეს არის ანტიბიოტიკები);

- გულის პრობლემები ან მაღალი წნევა (მაგ., ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, დილთიაზემი და ვერაპამილი);

- ფსიქოზები (მაგ., ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი და სერტინდოლი);

- დეპრესია (მაგ., ციტალოპრამი და ესციტალოპრამი);

- კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მაგ. ციზაპრიდი, დოლასეტრონი და პრუკალოპრიდი);

- ალერგია (მაგ., მეკიტაზინი და მიზოლასტინი);

- მალარია (კერძოდ ჰალოფანტრინი).

- შიდსი/აივ (პროტეაზას ინჰიბიტორები).

- კიბო (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი და ვინკამინი).

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ პრეპარატებს ინფექციის, გულის პრობლემების ან შიდსის/აივ-ის სამკურნალოდ.

დომპერიდონი GP აპომორფინთან ერთად:

დომპერიდონი GP-ისა და აპომორფინის გამოყენებამდე, ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ერთდროულად გამოყენებისას ორივე პრეპარატი აიტანება თქვენს მიერ. ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან სპეციალისტს. გთხოვთ, იხილოთ აპომორფინის გამოყენების ინსტრუქცია.

მნიშვნელოვანია ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა დომპერიდონი GP თქვენთვის უსაფრთხო სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებთან ერთდროულად მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულ ქალებში დომპერიდონის გამოყენების შესახებ პოსტმარკეტინგული მონაცემები შეზღუდულია. თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა დედისთვის მაღალი დოზით. ადამიანებში პოტენციური რისკის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. როგორც ასეთი, დომპერიდონი GP უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს.

ძუძუთი კვება

დომპერიდონი მცირე რაოდენობით გამოვლინდა დედის რძეში. დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე ძუძუთი კვების დროს. დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმი მიიჩნევს აუცილებლად. ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დომპერიდონი GP-ს არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

დომპერიდონი GP შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება დომპერიდონი GP

პრეპარატი მიიღება ამ ინსტრუქციების შესაბამისად, თუ ექიმმა სხვა რამ არ გირჩიათ.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება ამ პრეპარატის მიღებიდან 3-4 დღეში. არ მიიღოთ დომპერიდონი GP 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ტაბლეტები განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის, ჭამის წინ. თუ მედიკამენტი მიიღება ჭამის შემდეგ, აქტიური ნივთიერების შეწოვას შეიძლება დასჭირდეს მეტი დრო.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის და 35 კგ ან მეტი სხეულის მასით მოზარდები:

ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში სამჯერ, თუ შესაძლებელია, ჭამის წინ.

არ მიიღოთ დღეში სამ ტაბლეტზე მეტი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დომპერიდონი GP

თუ მიიღეთ ან იღებდით დომპერიდონი GP-ს ჭარბ რაოდენობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს, განსაკუთრებით თუ ბავშვმა მიიღო ძალიან დიდი დოზა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. შეიძლება განხორციელდეს ეკგ მონიტორინგი, გულის პრობლემის ე.წ. გახანგრძლივებული QT ინტერვალის განვითარების შესაძლებლობის გამო.

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების სიმპტომებს შეიძლება წარმოადგენდეს აგზნება, ცნობიერების შეცვლა, კრუნჩხვები, ძილიანობა, დეზორიენტაცია და ექსტრაპირამიდული რეაქციები, განსაკუთრებით ძუძუზე მყოფ ჩვილებსა და ბავშვებში.

მკურნალობა

რეკომენდებულია ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება და დამხმარე თერაპია. ანტიქოლინერგული და პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები შეიძლება სასარგებლო იყოს ექსტრაპირამიდული რეაქციების კონტროლისას.

თუ დაგავიწყდათ დომპერიდონი GP-ს მიღება:

მიიღეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოვებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულ რეჟიმში. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად, ზოგადად გამოიყენება შემდეგი აღწერა:

- ძალიან ხშირი: ვლინდება 1 ან მეტ პაციენტში ყოველი 10 პაციენტიდან;

- ხშირი: ვლინდება 1 ან მეტ პაციენტში ყოველი 100 პაციენტიდან და 1-ზე ნაკლებში ყოველი 10 პაციენტიდან;

- არახშირი: ვლინდება 1 ან მეტ პაციენტში ყოველი 1000 პაციენტიდან და 1-ზე ნაკლებში ყოველი 100 პაციენტიდან;

- იშვიათი: ვლინდება 1 ან მეტ პაციენტში ყოველი 10000 პაციენტიდან და 1-ზე ნაკლებში ყოველი 1000 პაციენტიდან;

- ძალიან იშვიათი: ვლინდება 1-ზე ნაკლებში ყოველი 10000 პაციენტიდან.

- სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების მიხედვით).

- იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი, ალერგიული რეაქციები (მაგალითად: გამონაყარი, ქავილი, ქოშინი, ხიხინი და/ან სახის შეშუპება). აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

- ენდოკრინული დარღვევები

იშვიათად: პროლაქტინის დონის მომატება.

- ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან იშვიათად: შფოთვა, ნევროზულობა.

- ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები (კუნთების პათოლოგიური მოძრაობები ან ტრემორი), კრუნჩხვები, ძილიანობა, თავის ტკივილი. კუნთების პათოლოგიური მოძრაობების რისკი უფრო მაღალია ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში.

- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

უცნობი სიხშირე: QT ინტერვალის გახანგრძლივება. აღინიშნა გულის რითმის დარღვევები (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა); აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. დომპერიდონი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო სავარაუდოა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ან იმ პრებში რომლებიც იღებენ 30 მგ-ზე მაღალ დოზებს დღეში. დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მოზრდილებში და ბავშვებში.

- კუჭ-ნაწლავის დარღვევები

იშვიათი: კუჭ-ნაწლავის ცვლილებები, მათ შორის ნაწლავის ტკივილი, როგორიცაა დროებითი კოლიკა, ძალიან იშვიათად.

ძალიან იშვიათად: დიარეა.

- კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ჭინჭრის ციება, ქავილი (ქავილი), გამონაყარი.

- რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

იშვიათი: გალაქტორეა (რძიანი გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან), გინეკომასტია (მკერდის მოცულობის გაზრდა) ან ამენორეა (არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არარსებობა).

-კვლევები

ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილება.

ვინაიდან ჰიპოფიზი ჰემატოენცეფალურ ბარიერს მიღმაა, დომპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში პროლაქტინის დონის მატება. იშვიათ შემთხვევებში, ჰიპერპროლაქტინემიამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროენდოკრინოლოგიური გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გალაქტორეა, გინეკომასტია და ამენორეა.

ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია ახალშობილებში და ძუძუზე მყოფ ჩვილებში და გამონაკლის შემთხვევებში მოზრდილებში. ეს ეფექტები ქრება სპონტანურად და მთლიანად მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სხვა ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, როგორიცაა კრუნჩხვები, აგზნება და ძილიანობა, ასევე ძალიან იშვიათია და აღინიშნება ძირითადად ძუძუთ კვებაზე მყოფ ახალშობილებსა და ბავშვებში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ.

თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ იფორმაციის მიწოდება უშუალოდ INFARMED, I.P.-თვის ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ონფორმაციის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოწოდებაში დახმარება.

პორტუგალია

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

(პრივილეგირებული)

ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:

Direção de Gestao do Risco de Medicamentos

Parque da saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ.ფოსტა: [email protected]

5. როგორ შევინახოთ დომპერიდონი GP

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები რომელსაც აღარ მოიხმართ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

დომპერიდონი GP-ს შემადგენლობა

- აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დომპერიდონი, მალეატის სახით.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 12,72 მგ დომპერიდონის მალეატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას, რომელიც არის 10 მგ დომპერიდონის ექვივალენტური.

- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი და უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

დომპერიდონი GP-ს ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

დომპერიდონი GP იწარმოება შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 20 ან 60 თეთრ, მრგვალ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტს, შეფუთული პვქ/ალუმინის ბლისტერებში.

ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

GP-Genericos Portugueses.Lda

ჰენრიკე დე პაივა კუსეიროს ქუჩა 29

ვენდა ნოვა

2700-451 ამადორა

პორტუგალია

მწარმოებელი

Medinfar Manufacturing, S.A.

არმანდო მარტინს ტავარესის ინდუსტრიული პარკი

ქუტეირო და არმანდას ქ. 5

კონდეიშა-ა-ნოვა

3150-194 სებალი

პორტუგალია

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 11/2023

Источник: Impex (myimpex.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 11.04.2025

Аналоги · Domperidone 10 мг

Сортировка: от дешёвых
Название Производитель Упаковка Цена от
Dompéridone Biogaran Дешевле Anpharm Przedsiebiorstwo Farmaceutyczne S.A., Польша №20 13.08 ₾
Imiran Medochemie Ltd. (Factory AZ) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Medochemie Ltd. (Central Factory)(კვიპროსი)), Кипр №20 18.77 ₾
Domperidone DRUG INTERNATIONAL LIMITED, Бангладеш №100 24.55 ₾
Domperidone MEDREICH PLC, Великобритания №30 26.10 ₾
Domperidone ABC ICE S.p.A., Италия №30 26.13 ₾
Doprokin WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), Турция №20 30.54 ₾
Doprokin WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., Турция №20 30.54 ₾
Ezoflux MEDOCHEMIE LTD (Factory AZ), Кипр №20 31.46 ₾
Kineticon GM Pharmaceuticals Ltd, Грузия №20 —
Kineticon GM Pharmaceuticals Ltd, Грузия №20 —
Motilium — №21 —
Sarabin „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novagen Healthcare Pvt.Ltd(ინდოეთი)), Грузия №20 —
Cinet FARMALABOR – Produtos farmacêuticos, S.A., Португалия №60 —
Cinet FARMALABOR – Produtos farmacêuticos, S.A., Португалия №20 —

Данные реестра

Регистрационный номерრ-043110
Действует до11.04.2030
Держатель регистрацииGP – Genéricos Portugueses, Lda. (პორტუგალია)
ПроизводительMedinfar Manufacturing, S.A., Португалия
Порядок отпускаПо рецепту (II группа)
Форма, доза, упаковка10mg tablets №20
Фармакотерапевтическая группаგასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
Процедура регистрацииაღიარებითი
Сертификат GMPВ реестре не указан

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.