Mibzo 3.5 мг
По рецепту · Rx Зарегистрировано GMP

Mibzo 3.5 мг

Инъекции, №1 · Действующее вещество: Bortezomib

Сравнить цены Аналоги
Самая низкая цена 385.00 ₾ в 1 аптечной сети

Инструкция

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

• შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

შეფუთვის ჩანართის შინაარსი:

1. რა არის ბორტეზომიბი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ ბორტეზომიბის მიღებამდე

3. ბორტეზომიბის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ბორტეზომიბის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ბორტეზომიბი და რისთვის გამოიყენება იგი

ბორტეზომიბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბორტეზომიბს, ე.წ. „პროტეასომის ინჰიბიტორს“.

პროტეასომები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. მათ ფუნქციაში ჩარევით, ბორტეზომიბს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა.

ბორტეზომიბი გამოიყენება მრავლობითი მიელომას (ძვლის ტვინის კიბოს) სამკურნალოდ 18 წელს უფროსი ასაკის პაციენტებში:

• ცალკე ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება უარესდება (პროგრესირებადია) სულ მცირე ერთი წინასწარი მკურნალობის შემდეგ და რომლებისთვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია წარუმატებელი ან შეუფერებელი იყო.

• პრეპარატ მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება არ იყო ადრე ნამკურნალები და არ გამოდგებოდნენ მაღალი დოზით ქიმიოთერაპიისთვის სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.

• პრეპარატ დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონი პლუს თალიდომიდთან კომბინაციაში, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადება ადრე არ იყო ნამკურნალები და მაღალი დოზით ქიმიოთერაპიის მიღებამდე სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით (ინდუქციური მკურნალობა).

ბორტეზომიბი გამოიყენება მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ (კიბოს ტიპი, რომელიც გავლენას ახდენს ლიმფურ კვანძებზე) ≥18 წლის ასაკის პაციენტებში რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთა დაავადებაც ადრე არ იყო ნამკურნალები და რომლებისთვისაც სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არაა მიზანშეწონილი.

2. რა უნდა იცოდეთ ბორტეზომიბის მიღებამდე

ბორტეზომიბი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ:

- ხართ ალერგიული ბორტეზომიბის, ბორის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);

- გაქვთ ფილტვების ან გულის გარკვეული მძიმე პათოლოგიები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბორტეზომიბის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ქვემოთ აღწერილი რომელიმე დარღვევა:

• სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

• სისხლდენის პრობლემები და/ან სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა;

• ფაღარათი, შეკრულობა, გულისრევა ან პირღებინება;

• წარსულში გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან გაბრუება;

• თირკმლის მხრივ დარღვევები;

• ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დარღვევები;

• დაბუჟება, ჩხვლეტა ან ტკივილი ხელებსა თუ ფეხებში (ნეიროპათია) წარსულში;

• გულის ან არტერიული წნევის დარღვევები;

• ქოშინი ან ხველა;

• კრუნჩხვები;

• მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული, თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ ორგანიზმში);

• სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა და ქოშინი;

• მეხსიერების დაკარგვა, აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. ეს შეიძლება იყოს ტვინის მძიმე ინფექციის ნიშნები და თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ შემდგომი გამოკვლევა და დაკვირვება.

ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება, სისხლის უჯრედების როდენობის რეგულარული მონიტორინგის მიზნით.

მანტიის უჯრედის ლიმფომის არსებობისას, რიტუქსიმაბის მიღების შემთხვევაში ბორტეზომიბთან ერთად, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან:

• თუ ფიქრობთ, რომ ამჟამად გაქვთ ჰეპატიტის ინფექცია ან გქონდათ წარსულში. რამდენიმე შემთხვევაში, იმ პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი, შეიძლება აღენიშნოთ ჰეპატიტის განმეორებითი შეტევა, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. B ჰეპატიტის ინფექციის ანამნეზის შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვით შეგამოწმებთ აქტიური B ჰეპატიტის სიმპტომებზე.

ბორტეზიმიბით მკურნალობის დაწყებამდე, უნდა გაეცნოთ ბორტეზომიბთან კომბინაციაში მისაღები ყველა სამკურნალო პრეპარატის შეფუთვის ჩანართს. თალიდომიდის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის ტესტს და აუცილებელია პრევენციული მოთხოვნების გათვალისწინება (იხილეთ პუნქტი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ბავშვები და მოზარდები

ბორტეზომიბის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან მათი მოქმედება პაციენტების აღნიშნულ კატეგორიაში უცნობია.

სხვა პრეპარატები და ბორტეზომიბი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმავეტს, თუ ამჟამად ღებულობდით, ადრე მიგიღიათ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე აქტიური ნივთიერების შემცველ პრეპარატს:

• კეტოკონაზოლი, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

• რიტონავირი, გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ;

• რიფამპიცინი, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი;

• კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

• კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum), გამოიყენება დეპრესიისა თუ სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ;

• პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბორტეზომიბი ორსულობის დროს არ გამოიყენება, გარდა აშკარა აუცილებლობისა.

ბორტეზომიბის მიღებისას მამაკაცებმა და ქალებმა უნდა მიმართონ ეფექტურ კონტრაცეფციას მკურნალობის დროს და მკურნალობიდან დაახლოებით 3 თვის განმავლობაში. თუ, მიუხედავად ამ ზომებისა, მაინც დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ბორტეზომიბით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება. განიხილეთ თქვენს ექიმთან, თუ როდის არის უსაფრთხო ძუძუთი კვების განახლება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თალიდომიდი იწვევს განვითარების მანკებსა და ნაყოფის სიკვდილს. ბორტეზომიბის გამოყენებისას თალიდომიდთან კომბინაციაში, უნდა დაიცვათ ორსულობის პრევენციის პროგრამა თალიდომიდისათვის (იხილეთ თალიდომიდის შეფუთვის ჩანართი).

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მხედველობის დაბინდვა. მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება; თუ ზემოთ აღწერილი მოვლენები არ აღინიშნება, მაინც აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

3. ბორტეზომიბის მიღების წესი

თქვენი ექიმი ბორტეზომიბის დოზას შეარჩევს თქვენი სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობის) მიხედვით. ბორტეზომიბის ჩვეული საწყისი დოზა არის 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე კვირაში ორჯერ. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა და მკურნალობის ციკლის საერთო რაოდენობა, მკურნალობის მიმართ თქვენი საპასუხო რეაქციის, გარკვეული გვერდითი მოვლენების განვითარებისა და თქვენი ძირითადი მდგომარეობის (მაგალითად, ღვიძლის პრობლემების) მიხედვით.

პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა

ბორტეზომიბის გამოყენებისას მონოთერაპიის სახით, უნდა მიიღოთ ბორტეზომიბის 4 დოზა ინტრავენურად ან კანქვეშ პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, რასაც მოჰყვება 10-დღიანი „დასვენების პერიოდი“ მკურნალობის გარეშე. ეს 21-დღიანი პერიოდი (3 კვირა) შეესაბამება მკურნალობის ერთ ციკლს. თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სულ 8 ციკლი (24 კვირა).

ბორტეზომიბის გამოყენება შეიძლება პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად. ბორტეზომიბის გამოყენებისას პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ერთად, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინს 30 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით ბორტეზომიბის ინექციის შემდეგ.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

ბორტეზომიბის გამოყენებისას დექსამეტაზონთან ერთად, ბორტეზომიბი მიიღება ინტრავენურად ან კანქვეშ მკურნალობის 21-დღიანი ციკლის სახით და 20 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეს.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომა

თუ ადრე არ ჩაგიტარებიათ მრავლობითი მიელომის მკურნალობა და არ ხართ შესაფერისი სისხლის ღეროვანი უჯრედის გადანერგვისთვის, თქვენ მიიღებთ ბორტეზომიბს ინტრავენურად ორ სხვა მედიკამენტთან - მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად,.

ამ შემთხვევაში, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 42 დღე (6 კვირა). მკურნალობა მოიცავს 9 ციკლს (54 კვირას).

- 1-დან 4 ციკლის ჩათვლით, ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ორჯერ პირველ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეებში.

- 5-დან 9 ციკლის ჩათვლით, ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ერთხელ პირველ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეებში.

ორივე პრეპარატი - მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) მიიღება პერორალურად თითოეული ციკლის პირველი კვირის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეებში. თუ არ ხართ ნამკურნალები მრავლობითი მიელომის გამო, თუმცა გამოდგებით სისხლის ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციისათვის, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ დექსამეტაზონთან, ან დექსამეტაზონი პლუს თალიდომიდთან ერთად, ინდუქციური მკურნალობის სახით.

ბორტეზომიბის გამოყენებისას დექსამეტაზონთან ერთად, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და 40 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის მკურნალობის 21-დღიანი ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში.

მკურნალობა მოიცავს 4 ციკლს (12 კვირას).

ბორტეზომიბის გამოყენებისას თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა შეადგენს 28 დღეს (4 კვირას).

დექსამეტაზონი 40 მგ მიიღება პერორალურად ბორტეზომიბის მკურნალობის 28-დღიანი ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში და თალიდომიდი მიიღება პერორალურად დღეში 50 მგ დოზით პირველი ციკლის მე-14 დღემდე, ხოლო კარგი ამტანობის შემთხვევაში, თალიდომიდის დოზა იზრდება 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შეიძლება კიდევ გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში მეორე ციკლიდან და შემდეგ.

მკურნალობა მოიცავს 6 ციკლს (24 კვირას).

ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედის ლიმფომა

თუ ადრე არ გიმკურნალიათ მანტიის უჯრედის ლიმფომა, ბორტეზომიბს მიიღებთ ინტრავენურად ან კანქვეშ ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი.

ბორტეზომიბი მიიღება ინტრავენურად პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, რასაც მოჰყვება „დასვენების პერიოდი“ მკურნალობის გარეშე. მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 21 დღე (3 კვირა). შეგიძლიათ ჩაიტაროთ 8 ციკლამდე (24 კვირა).

შემდეგი სამკურნალო პრეპარატები მიიღება ბორტეზომიბის მკურნალობის ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით:

რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2 დოზებით.

პრედნიზონი მიიღება პერორალურად 100 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბის მკურნალობის ციკლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეებში.

ბორტეზომიბის მიღების წესი

ეს პრეპარატი გათვალისწინებულია ინტრავენური ან კანქვეშ გამოყენებისათვის. ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენებაში გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ.

ბორტეზომიბის ფხვნილი შეყვანამდე უნდა გაიხსნას, რაც პროფესიონალი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ სრულდება. მიღებული ხსნარის ინექცია ხდება ან ვენაში ან კანქვეშ.

ვენაში ინექცია სრულდება სწრაფად, 3-5 წამის განმავლობაში. კანქვეშ ინექცია კეთდება ბარძაყში ან მუცელში.

ბორტეზომიბის ჭარბი დოზირება. ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი შეიყვანება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, მისი ჭარბი დოზირება ნაკლებად მოსალოდნელია. დოზის გადაჭარბების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, თქვენი ექიმი თვალყურს ადევნებს გვერდით მოვლენებს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ბორტეზომიბმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში. ამ მოვლენებიდან ზოგი შეიძლება მძიმე იყოს.

ბორტეზომიბის გამოყენებისას მრავლობირითი მიელომის ან მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ, სასწრაფოდ აცნობეთ მკურნალ ექიმს, ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შესახებ:

• კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე;

• გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა, სიბრმავე, კრუნჩხვები, თავის ტკივილი;

• ქოშინი, ტერფების შეშუპება ან გულისცემის ცვლილებები, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, გონების დაკარგვა;

• ხველა და სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.

ბორტეზომიბით მკურნალობამ ძალიან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

შესაბამისად, ბორტეზომიბით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის რეგულარული ანალიზი სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად. თქვენ შეიძლება აღნიშნოთ შემდეგი უჯრედების რაოდენობის შემცირება:

- თრომბოციტები, რამაც შეიძლება გაგხადოთ უფრო მიდრეკილი სისხლჩაქცევებისკენ ან სისხლდენისკენ აშკარა დაზიანების გარეშე (მაგალითად, სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირიდან და ღრძილებიდან, ტვინში სისხლდენა ან ღვიძლიდან სისხლდენა);

- სისხლის წითელი უჯრედები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და სიფერმკრთალე;

- სისხლის თეთრი უჯრედები, რამაც შეიძლება გაგხადოთ უფრო მიდრეკილი ინფექციებისადმი ან გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ.

მრავლობითი მიელომის მკურნალობის მიზნით ბორტეზომიბის გამოყენებისას განვითარებული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

• მგრძნობელობა, მგრძნობელობის დაკარგვა, კანზე ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ან ტკივილი ხელებში ან ფეხებში, ნერვის დაზიანების გამო;

• სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხილეთ ზემოთ);

• ცხელება;

• გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) ან პირღებინება, მადის დაკარგვა;

• შეკრულობა, მუცლის შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე);

• ფაღარათი: ამ მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მიიღოთ წყალი ჩვეულზე უფრო მეტი რაოდენობით. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი ფაღარათის საკონტროლოდ;

• გადაღლილობა (დაღლილობა), სისუსტის შეგრძნება;

• კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

• დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;

• მაღალი არტერიული წნევა;

• თირკმლის ფუნქციის დაქვეითება;

• თავის ტკივილი;

• ზოგადი უგუნებობა, ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება ან გონების დაკარგვა;

• შემცივნება;

• ინფექციები, პნევმონიის, რესპირატორული ინფექციების, ბრონქიტის, სოკოვანი ინფექციების, ნახველიანი ხველის, გრიპის მსგავსი დაავადების ჩათვლით;

• მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული, თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ სხეულზე);

• ტკივილი გულმკერდის არეში ან ქოშინი დატვირთვისას;

• სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;

• კანის ქავილი, კვანძები კანზე ან მშრალი კანი;

• სახის წამოწითლება ან მცირე გაწყვეტილი კაპილარები;

• კანის სიწითლე;

• დეჰიდრატაცია;

• გულძმარვა, შებერილობა, გულზიდვა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;

• ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები;

• პირის ღრუს ან ტუჩების ტკივილი, პირის სიმშრალე, პირის ღრუს წყლულები ან ყელის ტკივილი;

• წონაში კლება, მადის დაკარგვა;

• კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში;

• დაბინდული მხედველობა;

• თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუქტივიტი);

• ცხვირიდან სისხლდენა;

• ძილის გაძნელება ან დარღვევა, ოფლიანობა, შფოთვა, გუნება-განწყობილების ცვლილებები, დეპრესიული ხასიათი, მოუსვენრობა ან აჟიტირება, გონებრივი მდგომარეობის ცვლილებები, დეზორიენტაცია;

• სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების გარშემო ან სხეულის სხვა ნაწილების.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

• გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულის რითმის მომატება ან შემცირება;

• თირკმლის უკმარისობა;

• ვენების ანთება, ვენებში და ფილტვებში სისხლის შედედება;

• სისხლის შედედების პრობლემები;

• არასაკმარისი ცირკულაცია;

• გულის გარშემო ამომფენი გარსის ან სითხის ანთება;

• ინფექციები, საშარდე გზების ინფექციების, გრიპის, ჰერპეს ვირუსის ინფექციების, ყურის ინფექციისა და ცელულიტის ჩათვლით;

• სისხლიანი განავალი, ან სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მაგალითად, პირიდან, საშოდან;

• ცერებროვასკულარული დარღვევები;

• დამბლა, კრუნჩხვები, დაცემა, მოძრაობის დარღვევები - უჩვეულო ან შეცვლილი, ან დაქვეითებული მგრძნობელობა (გრძნობა, სმენა, გემო, ყნოსვა), ყურადღების დარღვევა, კანკალი, კრუნჩხვა;

• ართრიტი, ხელის თითების, ფეხის თითებისა და ყბის სახსრების ანთების ჩათვლით;

• დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ფილტვებზე, რაც ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში.

ზოგი მათგანი მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას; ქოშინს; ქოშინს დატვირთვის გარეშე; სუნთქვას, რომელიც ხდება ზედაპირული, რთული ან ჩერდება; ხიხინს;

• სლოკინი, მეტყველების დარღვევა;

• შარდის გაზრდილი ან დაქვეითებული გამომუშავება (თირკმელების დაზიანების გამო), შარდის ან სისხლის/ცილების მტკივნეული გამოყოფა შარდში, სითხის შეკავება;

• ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა;

• ჰიპერმგრძნობელობა;

• სმენის დაკარგვა, სიყრუე ან ზარის ხმა ყურებში, დისკომფორტი ყურებში;

• ჰორმონალური დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის შეწოვაზე;

• ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი;

• საკმარისი ინსულინის გამომუშავების უუნარობა ან ინსულინის ნორმალური დონის მიმართ რეზისტენტობა

• თვალების გაღიზიანება ან ანთება, ზედმეტად სველი თვალები, მტკივნეული თვალები, თვალების სიმშრალე, თვალის ინფექციები, კვანძი ქუთუთოებში (ქალაზიონი) და წითელი შეშუპებული ქუთუთოები, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევა, თვალის სისხლდენა;

• ლიმფური ჯირკვლების შეშუპება;

• სახსრების ან კუნთების რიგიდულობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში;

• თმის ცვენა და თმის სტრუქტურის დარღვევა;

• ალერგიული რეაქციები;

• სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე;

• პირის ღრუს ტკივილი;

• პირის ღრუს ინფექციები ან ანთება, პირის ღრუს წყლულები, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების, ზოგჯერ ასოცირებული ტკივილთან ან სისხლდენასთან, ნაწლავების ცუდი მოძრაობა (ბლოკირების ჩათვლით), მუცლის ან საყლაპავის დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი პირღებინება;

• კანის ინფექციები;

• ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

• კბილის ინფექცია;

• პანკრეასის ანთება, სანაღვლე გზების ობსტრუქცია;

• გენიტალიების ტკივილი, ერექციის დარღვევა;

• წონაში მომატება;

• წყურვილი;

• ჰეპატიტი;

• ინექციის ადგილის ან საინექციო მოწყობილობასთან დაკავშირებული დარღვევები;

• კანის რეაქციები და დარღვევები (რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში), კანის წყლულები;

• სისხლჩაქცევები, დაცემები და ტრავმები;

• სისხლძარღვების ანთება ან სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს პატარა წითელი ან მეწამული წერტილების სახით (ჩვეულებრივ ფეხებზე) სისხლჩაქცევების მსგავს მსხვილ ლაქებამდე კანის ან ქსოვილის ქვეშ;

• კეთილთვისებიანი კისტები;

• ტვინის მძიმე შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კრუნჩხვებს, არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

• გულის პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა, სტენოკარდია;

• ალები;

• ვენების გაუფერულება;

• ზურგის ნერვის ანთება;

• ყურთან დაკავშირებული პრობლემები, ყურიდან სისხლდენა;

• ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა;

• ბად-კიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ბლოკირებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომები);

• ნაწლავის ფუნქციის ცვლილებები ან დარღვევა;

• ტვინში სისხლდენა;

• თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე);

• მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამოწეულ კვანძებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი;

• სარძევე ჯირკვლის დარღვევები;

• საშოს ჩახევა;

• სასქესო ორგანოების შეშუპება;

• ალკოჰოლის მოხმარების აუტანლობა;

• სხეულის მასის დაკარგვა;

• მადის მომატება;

• ფისტულა;

• სახსრის ეფუზია;

• კისტები სახსრების ამომფენ გარსში (სინოვიალური კისტა);

• მოტეხილობა;

• კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა, რაც სხვა გართულებებს იწვევს;

• ღვიძლის შეშუპება, ღვიძლიდან სისხლდენა;

• თირკმლის კიბო;

• ფსორიაზის მსგავსი კანის მოვლენები;

• კანის კიბო;

• კანის სიფერმკრთალე;

• თრომბოციტების ან პლაზმური უჯრედების (თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება სისხლში;

• არანორმალური რეაქცია სისხლის გადასხმაზე;

• სისხლის შედედება მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია);

• მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;

• ლიბიდოს დაქვეითება;

• ნერწყვის გამოყოფა;

• გადმოკარკლული თვალები;

• ფოტოსენსიბილიზაცია;

• სწრაფი სუნთქვა;

• რექტალური ტკივილი;

• კენჭები ნაღვლის ბუშტში;

• თიაქარი;

• ტრავმები;

• მტვრევადი ან სუსტი ფრჩხილები;

• ცილების არანორმალური ნალექი თქვენს სასიცოცხლო ორგანოებში;

• კომა;

• ნაწლავის წყლულები;

• მრავალორგანული უკმარისობა;

• სიკვდილი.

თუ თქვენ ღებულობთ ბორტეზომიბს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მანტიის უჯრედის ლიმფომის სამკურნალოდ, გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

• პნევმონია;

• მადის დაკარგვა;

• კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ან ტკივილი ხელებში ან ტერფებში, გამოწვეული ნერვის დაზიანებით;

• გულისრევა და პირღებინება;

• ფაღარათი;

• პირის ღრუს წყლულები;

• ყაბზობა;

• კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი;

• თმის ცვენა და თმის არანორმალური ტექსტურა;

• დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება;

• ცხელება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

• მწვავე ჰერპესი (ლოკალიზებული თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ ორგანიზმში);

• ჰერპეს ვირუსის ინფექციები;

• ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;

• რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება;

• სოკოვანი ინფექციები;

• ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია);

• საკმარისი ინსულინის გამომუშავების უუნარობა ან ინსულინის ნორმალური დონის მიმართ რეზისტენტობა;

• სითხის შეკავება;

• ძილის გაძნელება ან პრობლემები;

• გონების დაკარგვა;

• ცნობიერების შეცვლილი დონე, დაბნეულობა;

• თავბრუსხვევის შეგრძნება;

• გახშირებული გულისცემა, სისხლის მაღალი წნევა, ოფლიანობა;

• მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა;

• გულის უკმარისობა, ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან შემცირებული გულისცემა;

• სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა;

• სისხლის წნევის უეცარი ვარდნა დგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;

• ქოშინი ვარჯიშის დროს;

• ხველა;

• სლოკინი;

• ყურებში შუილი, ყურის დისკომფორტი;

• სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან;

• გულძმარვა;

• კუჭის ტკივილი, შებერილობა;

• ყლაპვის გაძნელება;

• კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება;

• კუჭის ტკივილი;

• პირის ან ტუჩების ტკივილი, ყელის ტკივილი;

• ღვიძლის ფუნქციის ცვლილება;

• კანის ქავილი;

• კანის სიწითლე;

• გამონაყარი;

• კუნთის სპაზმები;

• კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი;

• საშარდე გზების ინფექცია;

• ტკივილი კიდურებში;

• სხეულის, მათ შორის თვალებისა და სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;

• კანკალი;

• სიწითლე და ტკივილი ინექციის ადგილზე;

• შეუძლოდ ყოფნა;

• წონაში კლება;

• წონაში მატება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

• ჰეპატიტი;

• მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელთა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის არეში ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის მძიმე ქავილს ან კანზე ამოწეულ კვანძებს, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი;

• მოძრაობის დარღვევა, დამბლა, კრუნჩხვა;

• შეშუპება ქუთუთოში (ქალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები;

• თავბრუსხვევა;

• სმენის დაქვეითება, სიყრუე;

• დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ფილტვებზე და ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში.

ზოგიერთი მათგანი მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას; ჰაერის უკმარისობას; ქოშინს ვარჯიშის გარეშე; სუნთქვას, რომელიც ხდება ზედაპირული, რთული ან ჩერდება; ხიხინს.

• ფილტვებში სისხლის შედედება;

• თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

• სისხლის შედედება მცირე ზომის სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია).

გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში.

5. ბორტეზომიბის შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად.

არ გამოიყენება ფლაკონსა და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ.

პრეპარატი ინახება გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს შენახვისათვის.

აღდგენილი ხსნარი

აღდგენილი ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა. თუმცა, აღდგენილი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 8 დღის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე ან 15 დღის განმავლობაში 5 ± 3°C ტემპერატურაზე, სიბნელეში, ფლაკონში ან პოლიპროპილენის შპრიცში შენახვისას.

აღდგენილი სამკურნალო პროდუქტის შენახვის მთლიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 ან 15 დღეს, შენახვის ტემპერატურის მიხედვით, მიღებამდე.

ბორტეზომიბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

6. შეფუთვის შიგთავსი

ა. რას შეიცავს მიბზო

- აქტიური ნივთიერება არის ბორტეზომიბი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.

- სხვა ნივთიერებებია მანიტოლი, მესამეული ბუთილის სპირტი, საინექციო წყალი.

ინტრავენური აღდგენა:

აღდგენის შემდეგ, ინტრავენური საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს.

კანქვეშა აღდგენა:

აღდგენის შემდეგ კანქვეშა საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბორტეზომიბს.

ბ. მიბზოს აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

მიბზო არის თეთრი ან მოთეთრო ფერის ნალექი ან ფხვნილი.

USP ტიპი-I მინის 10 მლ ფლაკონი 13 მმ ყელით და დაცობილი 13 მმ ბრომბუთილის ორმაგი ჭრილიანი რეზინის საცობით, დალუქული 13 მმ ლურჯი ფერის ალუმინის პლომბით, რომელიც შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს.

შეფუთვა: ერთი ფლაკონი შეფუთული მუყაოს კოლოფში.

გ. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მწარმოებელი სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED

ფორმულაციების განყოფილება, ერთეული-II,

Survey Nos. 1277, 1319-1324,

ნანდიგამა (სოფელი და მანდალი), რანგარედის რაიონი,

ტელანგანა, 509228, ინდოეთი.

ტელ: +91-40-30449200

ფაქსი: -t-91-40-30449211

ელ-ფოსტა: [email protected]

MSN LABORATORIES PRIVATE LIMITED

MSN House, ნაკვეთი № C-24,

სანათ ნაგარ ინდასთრიალ ისთეით,

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი, ტელანგანა, საფოსტო ინდექსი: 500 018, ინდოეთი.

ტელ: +91-40-3043 8600

ფაქსი: +91-40-3043 8638

ელ-ფოსტა:[email protected]

Источник: Impex (myimpex.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 21.07.2022

Аналоги · Bortezomib 3.5 мг

Сортировка: от дешёвых
Название Производитель Упаковка Цена от
Kalevant GE Pharmaceuticals Ltd. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Oncomed Manufacturing a.s.(ჩეხეთი)), Болгария №1 —

Данные реестра

Регистрационный номерრ-035919
Действует до21.07.2027
Держатель регистрацииMSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
ПроизводительMSN Laboratories Private Limited, Индия
Порядок отпускаПо рецепту (II группа)
Форма, доза, упаковка3.5mg lyophilized powder for solution for I.V. and subcutaneous injection glass vial №1
Фармакотерапевтическая группаანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
Процедура регистрацииეროვნული
Сертификат GMPЕсть · действует до 15.08.2027

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.