Newmezole 300 мг + 100 мг + 48,8 мг + 4,4 мг + 15 мг
По рецепту · Rx Зарегистрировано GMP

Newmezole 300 мг + 100 мг + 48,8 мг + 4,4 мг + 15 мг

Суппозитории, №6 · Действующее вещество: Gotu kola (centella asiatica) + Metronidazole + Miconazole nitrate + Neomycin sulfate + Polymixin b sulfate

Сравнить цены
Самая низкая цена 37.76 ₾ в 3 аптечных сетях

Инструкция

ნიუმეზოლი

Newmezole

ვაგინალური სუპოზიტორიები

შემადგენლობა

მეტრონიდაზოლი 300მგ

მიკონაზოლის ნიტრატი 100მგ

ნეომიცინის სულფატი 48,80მგ

აზიური ცენტელა 15მგ

პოლიმიქსინის სულფატი 4,40მგ

დამხმარე ინგრედიენტები: ნაერთი სუპოზიტორისათვის (Witepsol H15), რამდენიც საჭიროა 2 გ-ზე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ნიუმეზოლში კომბინირებულია აზიური ცენტელას შემახორცებელი, აღმდგენი, ქსოვილების დამცავი მოქმედება, სხვა აქტიური კომპონენტების ვულვოვაგინალურ გარსზე ანტიინფექციურ მოქმედებასთან ერთად. აზიური ცენტელა ახდენს გრანულაციის პროცესის სტიმულირებას და ზრდის ადეკვატურ ეპითელიზაციას, ნეომიცინს და პოლიმიქსინს გააჩნია გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, მიკონაზოლი იწვევს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მეტრონიდაზოლს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება ტრიქომონას, ლამბლიოზის და ამებას წინააღმდეგ.

ჩვენებები

- სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობა, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას;

- ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, ნებისმიერი ეტიოლოგიის თეთრად შლის მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი

მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენება 1-2 ვაგინალური სუპოზიტორია დღეში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ - დღეში 1 სუპოზიტორია ძილის წინ სრულ განკურნებამდე.

ნაზად და ღრმად მოათავსეთ საშოში.

გამოიყენეთ სულ მცირე 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია იშვიათად აღინიშნოს წვა, ქავილი და ვულვოვაგინალური გაღიზიანება. იმის გათვალისწინებთ, რომ არ არის დადგენილი, თუ რამდენად შეიწოვება აქტიური ინგრედიენტები საშოს გარსიდან, სისტემური ეფექტები არ არის გამორიცხული. რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქციის რომელიმე ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ;

ორსულობის პირველი ტრიმესტრი;

ლაქტაცია;

პაციენტები ჰემატოლოგიური დაავადებებით;

ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადებები.

გაფრთხილება

ნიუმეზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე დაავადებები.

არ გამოიყენება სქესობრივ აქტამდე. იგი ხელს უშლის განაყოფიერებას.

აღნიშნული პროდუქტის გამოყენება არ იცავს პაციენტს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ვაგინალური სუპოზიტორის ინგრედიენტებმა შესაძლებელია დაასუსტოს პრეზერვატივის ლატექსი და მემბრანა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

მოერიდეთ საშვილოსნოს ტუტოვანი ნივთიერებებით გამორეცხვას.

ლოკალური გამოყენებისას დაბალი აბსორბციის გამო გამორიცხული არ არის სისტემური ურთიერთქმედებები. სუპოზიტორიის გამოყენება სასურველი არ არის შემდეგ ნივთიერებებთან: სპირტი, ვარფარინი, კუმარინი და დისულფირამი.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ჭარბი დოზირების რისკი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებისათვის მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

შენახვის პირობები და სტაბილურობა

ინახება ოთახის ტემპერატურის 15-30°C პირობებში (59-86°F),

მოარიდეთ სიცხეს (>30°C ან 86°F).

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა

შეფუთვაში შედის 6 ვაგინალური სუპოზიტორია.

გაიცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

Laboratorio Elea Phoenix S.A.

Источник: Impex (myimpex.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 25.05.2023

Данные реестра

Регистрационный номерრ-038201
Действует до25.05.2028
Держатель регистрацииLaboratorio Elea Phoenix S.A. (არგენტინა)
ПроизводительLaboratorio Elea Phoenix S.A., Аргентина
Порядок отпускаПо рецепту (II группа)
Форма, доза, упаковка300mg + 100mg + 48,8mg + 4,4mg + 15mg vaginal suppositories №6
Фармакотерапевтическая группаინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები
Процедура регистрацииეროვნული
Сертификат GMPЕсть · действует до 18.05.2027

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.