Tonsilotren
Без рецепта · OTC Зарегистрировано GMP

Tonsilotren

Таблетки, №40 · Действующее вещество: Atropinum sulfuricum (atropine sulphate) trit. d5 + Hepar sulphuris trit. d3 + Kalium bichromicum (potassium dichromate) trit. d4 + Mercurius bijodatus (mercury diodide) trit. d8 + Silicea (silicon dioxide) trit. d2

Сравнить цены
Самая низкая цена 24.19 ₾ в 1 аптечной сети

Инструкция

ტონზილოტრენი

(TONSILOTRENÒ)

სავაჭრო დასახელება

ტონზილოტრენი (TONSILOTRENÒ)

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: Atropinum sulfuricum (ატროპინის სულფატი) trit. D5 12.5 მგ, Hepar sulfuris (ჰეპარ სულფური) trit. D3 10.0 მგ, Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit. D4 50.0 მგ, Mercurius bijodatus (ვერცხლისწყლის (II) იოდიდი) trit. D8 25.0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტი ნაზოლით, დასაშვებია უმნიშვნელო ჩანართები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰომეოპათიური თერაპია მკაფიოდ განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო სუბსტანციების გამოყენების თვალსაზრისით.

ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებს სხეულის დაცვის მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებს მისი თვითგანკურნების პოტენციალს. სხეულის პასუხი ჰომეოპათიურ საშუალებაზე მკაცრად ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

გამოყენების ჩვენებები

მწვავე ტონზილიტი, ქრონიკული ან მორეციდივე მწვავე ტონზილიტი და ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება. შეხორცების დასაჩქარებლად ნუშისებრი ჯირკვლების ქირურგიული მოშორების შემდეგ.

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება ქრომის, ვერცხლისწყლის, ნებისმიერი სხვა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ცნობილი მომატებული მგრძნობელობის დროს.

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სპეციალური მითითებები და სიფრთხილის ზომები

თუ თქვენს ექიმს უთქვამს, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ტონზილოტრენის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. პრეპარატი არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს. გარდა ამისა, ფრუქტოზას აუტანლობის ან საქაროზა-იზომალტაზური იშვიათი მემკვიდროებითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

- თუ მწვავე მდგომარეობის სიმპტომები არ უმჯობესდება ან უარესდება მკურნალობის პირველი 2 დღის შემდეგ;

- დამატებითი ჩივილების შემთხვევაში, მაგ., სხეულის ტემპერატურა 39 °C-ზე ზემოთ.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის ტონზილოტრენის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

გამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

ტონზილოტრენის მიღება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ტონზილოტრენის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

არ მოქმედებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდნენ ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები: მწვავე მდგომარეობების დროს ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, სიმპტომების შემცირებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ან ქრონიკული მდგომარეობების დროს, გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

პედიატრიული ჯგუფი

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს, შემდგომი მკურნალობისთვის ან ქრონიკული მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, მაგრამ არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში სიმპტომების შემცირებამდე. შემდგომი მკურნალობის ან ქრონიკული მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, სიმპტომების შემცირებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ან ქრონიკული მდგომარეობების დროს გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ნუშურების გადიდებისას მოზრდილებსა და ბავშვებში გამოიყენება 1 ტაბლეტს 3- ჯერ დღეში. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 6-8 კვირის განმავლობაში.

ქრონიკული და მორეციდივე მწვავე მდგომარეობების დროს წელიწადში გამოიყენებამკურნალობის რამდენიმე ციკლი, თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს 6-8 კვირას.

გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გალღვეს პირში.

პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტების დაფშვნა და მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.

რეკომენდებულია საკვების მიღებამდე სულ მცირე ნახევარსაათიანი ინტერვალის ან საკვების მიღების შემდეგ ერთსაათიანი ინტერვალის დაცვა.

გვერდითი რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10 000) ან უცნობი შემთხვევების დროს (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., გამონაყარი კანზე. ასეთ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ნერწყვდენის გაძლიერებისას რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღება შეწყვეტა.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შეფუთვა

20 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

Источник: PSP (psp.ge)

Регистрация

Данные из реестра регулирующего агентства. Последняя синхронизация: 11.11.2026.

Дата регистрации: 29.05.2025

Данные реестра

Регистрационный номерრ/ა-რ/ა-002350
Действует до29.05.2030
Держатель регистрацииAlpen Pharma GmbH (გერმანია)
ПроизводительDr. Gustav Klein GmbH & Co. KG, Германия
Порядок отпускаБез рецепта (III группа)
Форма, доза, упаковкаTablets №40 (2X20)
Фармакотерапевтическая группаკომპლემენტარული (ჰომეოპათიური) სამკურნალო საშუალებები
Процедура регистрацииეროვნული
Сертификат GMPЕсть · действует до 30.04.2028

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.

Информация носит справочный характер и не заменяет консультацию врача или фармацевта.